„სანაოსნო საქმიანობის დაბეგვრის შედეგად საბიუჯეტო შემოსავლები არის ძალიან მცირე და არ გააჩნია მნიშვნელოვანი ფისკალური ეფექტი“

„სანაოსნო საქმიანობის დაბეგვრის შედეგად საბიუჯეტო შემოსავლები არის ძალიან მცირე და არ გააჩნია მნიშვნელოვანი ფისკალური ეფექტი“

access_time2019-12-27 19:00:27

„დღეისათვის ძირითადი სისუსტე საქართველოს საგადასახადო კოდექსია. მრავალ ევროპულ ქვეყანაში გათვალისწინებულია სპეციალური სატონაჟო გადასახადი, რომელიც გემთმფლობელს ან გემის ოპერატორს ათავისუფლებს სხვა გადასახადებისგან. მიუხედავად ამისა, ქართული საგადასახადო კანონმდებლობა გემთმფლობელთათვის საგადასახადო შეღავათებს არ ითვალისწინებს. შესაბამისად, საქართველოში გემთმფლობელის ინსტიტუტი არ არის განვითარებული და სანაოსნო საქმიანობის დაბეგვრის შედეგად საბიუჯეტო შემოსავლები არის ძალიან მცირე და არ გააჩნია მნიშვნელოვანი ფისკალური ეფექტი. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ განისაზღვა საგადასახადო რეფორმების მნიშვნელობა და მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივა. საკანონმდებლო უწყებების მიერ უნდა გატარდეს შესაბამისი საგადასახადო რეფორმები, რის შემდეგაც სანაოსნო ბიზნესის საქართველოდან წარმოება მიმზიდველი გახდება საერთაშორისო კომპანიებისთვის“, - ასე აფასებს ბიზნეს ანალიტიკოსი ჯაბა თარიმანაშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადება, საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის პოზიციონირებას საერთაშორისო ასპარეზზე.


„საქართველოს საზღვაო სექტორი ვითარდება, რაც ერთი მხრივ, აისახა ქართველი მეზღვაურების რაოდენობრივ და ხარისხობრივ დასაქმებაში, მეორე მხრივ კი საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურისა და მომსახურების განვითარებაში. ვფიქრობ, რომ რეფორმები, რომლებიც ხორციელდება ან დაგეგმილია გაზრდის საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის პოზიციონირებას საერთაშორისო ასპარეზზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.


ანალიტიკოსი ჯაბა თარიმანაშვილი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია არსებობდეს სტრატეგიის დოკუმენტი, იმისათვის, რომ განისაზღვროს პრიორიტეტული მიმართულებები და შემუშავდეს სამოქმედო გეგმა. მისივე განმარტებით, საქართველოს აქამდე საზღვაო სტრატეგიის დოკუმენტი არ გააჩნდა, ამიტომ სასიხარულოა, რომ ევროკავშირის ექსპერტები 2019 წლის მარტიდან აქტიურად არიან ჩართული და დაეხმარებიან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად დირექტივების იმპლემენტაციასა და საზღვაო სტრატეგიის შემუშავებაში.



„საერთაშორისო ორგანიზაციები აქტიურად მუშაობენ გემის პორტში დგომის დროის შემცირებაზე და ასევე ფიზიკური დოკუმენტბრუნვის და გაფორმების ეფექტიანობის უზრუნველყოფაზე. შესაბამისად, 2019 წელს საქართველომ სანავსადგურე სერვისების გაციფრებაზე დაიწყო მუშაობა. პროექტი - ერთი ფანჯრის პრინციპი მიზნად ისახავს საპორტო სექტორში ციფრული სერვისების დანერგვას, შემოსული გემების გათავისუფლებას ბიუროკრატიული ბარიერებისგან და არასაჭირო დოკუმენტაციის დამუშავების პროცესისგან. აღნიშნული მნიშვნელოვნად შეამცირებს საქართველოს ნავსადგურებში გემების მოცდენის დროს, ხელს შეუწყობს ნავსადგურების მუშაობის ეფექტიანობისა და ტვირთნაკადების ზრდას“, - აღნიშნავს ჯაბა თარიმანაშვილი.


ბიზნეს ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ სანაოსნო კომპანიების ეკონომიკური აქტივობა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართველ მეზღვაურთა დასაქამებას. ასევე საქართველოს აქამდე არ ჰყავდა პროფესიონალი გემის ოპერატორები. სანაოსნო საქმიანობის საქართველოდან წარმართვა გააჩენს ახალ სპეციალობებს საქართველოში. მისივე თქმით, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები ქართულ ბანკებთან ტანდემში განახორციელებენ ფინანსური და საბანკო სერვისების შეთავაზებას, გემთმშენებლობის, ლიზინგის, გემთშეკეთების და სხვა სანაოსნო ოპერაციების დაფინანსებას.


 

სოფო ქსოვრელი 




არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“

არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“
access_time2020-02-24 20:00:17
მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისი“ 4 000 ლარით დააჯარიმა, მიზეზი ის სამშენებლო სამართალდარღვევებია, რომელიც დედაქალაქის მთავრობამ მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრში აღმოაჩინა.   სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მუნიციპალურმა ინსპექციამ გასული წლის 19 ნოემბერს დაიწყო. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-24 21:30:50
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ვასილ ურუშაძე: ქვეყნის ლოგისტიკური ეფექტიანობა ფსკერზეა, გამართული სატრანსპორტო სისტემის გარეშე ბიზნესის კეთება აბსურდია ლოგისტიკური მაჩვენებლების გაუარესების ფონზე არის თუ არა შესაძლებელი საქართველო ბიზნესის საკეთებლად...

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ
access_time2020-02-24 14:30:17
ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და English Book Education-ის ორგანიზებით “ნეთვორქინგ” ღონისძიება გაიმართება, რომელსაც 100-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. საქართველოში დღითიდღე აქტუალური ხდება TOEIC ტესტი, რომლის ჩაბარებაც 1979 წლიდან აუცილებელი მოთხოვნაა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლების მისაღებად. ღონისძიების მიზანია, მონაწილეებმა მიიღებენ ინფორმაცია თავიანთი ბიზნეს საქმიანობის სტანდარტების გაუმჯობესების...

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს
access_time2020-02-24 18:30:23
რუსეთის დუმის დეპუტატი,განათლების კომიტეტის მდივანი   გენადი ონიშნეკო  რუსულ რადიოსთან ინტერვიუში სვირინგების საშიშროებაზე ალაპარაკდა. ონიშენკო მიიჩნევს, რომ სვირინგების მიმართ სიყვარული სქესობრივი ჰორმონების სიჭარბეს უკავშირდება. „ეს უფრო მძიმე გამოვლინებაა იმ სულიერი ინტელექტუალური კრიზისის, რომელსაც საზოგადოება გაინცდის. საერთოდაც, ეს სვირინგები უნდა აიკრძალოს.“ - განაცხადა პარლამენტარმა. მისი თქმით, სვირინგებით სხეულის...

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით სასტუმროს აშენება გვინდა“

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით   სასტუმროს აშენება გვინდა“
access_time2020-02-24 16:30:04
„არ ვეძებდი მცირე და უმნიშვნელო კლუბებს, მინდოდა საუკეთესო. ქუთაისის „ტორპედო“  არაერთი თასის მფლობელი გახდა, ორი წლის წინ ასევე დიდი გამარჯვება მოიპოვა, შესაბამისად ჩავთვალე, რომ ეს საუკეთესო ვარიანტი იყო ჩემთვის“-ამის შესახებ „კომერსანტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში  ქუთაისის „ტორპედოს“ ახალმა მფლობელმა,იტალიელმა ბიზნესმენმა ფაბიო მანინიმ...


მსგავსი სიახლეები

up