„სანამ სოციალური დახმარება მინიმუმამდე არ დაიწევს, მანამდე სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული ინიციატივები არ იმუშავებს“ - ბექა ნაცვლიშვილი

„სანამ სოციალური დახმარება მინიმუმამდე არ დაიწევს, მანამდე სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული ინიციატივები არ იმუშავებს“ - ბექა ნაცვლიშვილი

access_time2021-11-24 21:00:00

„შრომის ბაზარზე არსებობს ინფორმაციული ასიმეტრია, რაც გულისხმობს იმას, რომ შესაძლოა, მე ვეძებდე სამსახურს, ვინმეს ჰქონდეს ეს სამსახური შემოთავაზებული, თუმცა ჩვენ ერთმანეთს ვერ ვხვდებოდეთ, რადგან ერთმანეთის შესახებ ინფორმაცია არ გვქონდეს“, - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, შრომითი ურთიერთობების სპეციალისტმა ბექა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. ამით ბექა ნაცვლიშვილი პრემიერ ღარიბაშვილის იმ ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველების დასაქმება მოხდება, თანაც ისე, რომ მათ შემწეობა არ მოეხსნებათ.



მისივე თქმით, საქართველოში სახელმწიფო ადამიანების დასაქმებაზე პასუხისმგებლობას არ იღებს.



„სხვადასხვა ქვეყნებში არსებობს სააგენტოები, ორგანიზაციები, რომლებიც აორგანიზებენ შრომის ბაზარს - დამსაქმებელს და პოტენციურ დასაქმებულს ახვედრებენ ერთმანეთს, ამ პროცესებზე კი პასუხისმგებელი სახელმწიფოა. თუმცა ჩვენთან აღნიშნული ფუნქცია სახელმწიფოდან არავის აუღია. ამ ფუნქციას, დღეს ასრულებს დასაქმების სააგენტო jobs.ge, თუმცა ისე, რომ არ იცის სახელმწიფო, რა პროგრამებს ახორციელებს.



სახელმწიფო, მთელი ამ ხნის განმავლობაში ამბობდა, რომ ბაზარი თავისით დაარეგულირებს ამ ყველაფერს. ამიტომ პრემიერ-მინისტრის აღნიშნული ინიციატივა სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით ჯერჯერობით ბუნდოვანია“, - ამბობს ნაცვლიშვილი.




სპეციალისტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დასაქმების კუთხით მთავარი პრობლემა დაბალი ხელფასებია, ხოლო, როდესაც ადამიანს სოციალური დახმარება საშუალო ხელფასზე მეტი აქვს, მას დასაქმების სურვილი სრულად უქრება.



„დასაქმების კუთხით, მთავარი პრობლემა არის დაბალი ხელფასი. 2018 - 2019 კვლევის მიხედვით 500 ლარზე ნაკლები ჰქონდა 300 ათას ადამიანს. საშუალოდ ეს არის 280 ლარი. მე თავად ვმუშაობდი ამ კანონზე. 280 ლარიდან გავითვალისწინოთ ხარჯებიც: სამედიცინო, სატრანსპორტო, კომუნალური და ა.შ. რასაკვირველია, ეს საკმარისი ვერ იქნება. გარდა ამისა, მაშინ, როდესაც სოციალური დახმარება აღემატება ხელფასის ოდენობას, რატომ უნდა იმუშაოს ადამიანმა დაბალ ხელფასზე, როცა სოციალური დახმარების საფუძველზე უკეთ იქნება. ამ შემთხვევაში აღნიშნულ დახმარებასაც უარყოფითი გავლენა აქვს - ის ტოვებს ადამიანს ღარიბს, თუმცა ვერ სთავაზობს უკეთეს ალტერნატივას სამსახურის კუთხით. საბოლოოდ, ადამიანი ვერც შრომის ბაზარში ერთვება და ვერც შესაბამისი უნარები უმუშავდება.



ამიტომ, სანამ სოციალური დახმარება მინიმუამდე არ დაიწევს, მანამდე აღნიშნული ინიციატივები არ იმუშავებს“, - ამბობს ნაცვლიშვილი.



bpn.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up