„კრიზისის პერიოდში ლარიზაციის გეგმა შევაჩეროთ ან 200 000 ლარიანი ზედა დავწიოთ “ - ლადო პაპავა

„კრიზისის პერიოდში ლარიზაციის გეგმა შევაჩეროთ ან 200 000 ლარიანი ზედა დავწიოთ “ - ლადო პაპავა

access_time2021-04-24 10:00:45

„ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს კრიზისი არ არის კლასიკური ეკონომიკური კრიზისი, რადგან ის ეკონომიკაში არ ჩამოყალიბებულა და გამოწვეულია პანდემიით, შესაბამისად ამ კრიზისის გაჩერებაც არ არის ეკონომიკაზე დამოკიდებული და ის მხოლოდ და მხოლოდ მედიცინამ უნდა შეაჩეროს“ -  ამის  შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „აგროსექტორი“ აკადემიკოსმა ლადო პაპავამ განაცხადა. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა მედიჰოლდგინთან  კრიზისიდან გამოსვლის სამი ძირითადი გზა გამოჰყო:

 

„დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთი ანტიკრიზისული ღონისძიებების შემუშავება, რომელიც ამ კრიზისულ პერიოდში მოსახლეობას და ბიზნესს ვითარებას შეუმსუბუქებს და გადაატანინებს. მეორე ეს არის მედიცინა - ჯანდაცვის სექტორი თუ არ გახდა  პრიორიტეტული პანდემიასთან გამკლავება იქნება შეუძლებელი. მესამე პრობლემა რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ეს არის სასურსათო უსაფრთხოება, რადგან მთელ მსოფლიოში გაძვირდა კვების პროდუქტები, ექსპორტიორი ქვეყნები სხვადასხვა შეზღუდვებს აწესებენ, ფასებს ზრდიან რაც აისახება იმპორტიორ ქვეყნებზე“, - განაცხადა ლადო პაპავამ.

 

ლადო პაპავას თქმით, თუ მედიცინამ არ დაამარცხა კორონავირუსი, ეკონომიკური კრიზის ვერ დასრულდება.

 

„პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ პანდემიის გარეშეც მედიცინის სფეროში დაიკარგა პაციენტი, ის ჩაანაცვლა კლიენტმა, ანუ სამედიცინო დაწესებულებაში მედიკოსები მისულ ავადმყოფს ნაკლებად უყურებენ როგორც პაციენტს, ისინი მას უყურებენ როგორც კლიენტს, რომელმაც უნდა მიიღოს სამედიცინო მომსახურეობა და ამისთვის გადაიხადოს თანხა ან საკუთარი ჯიბიდან ან დაზღვევით. ეს უკვე არასწორი მოდელია, რადგან ადამიანები თავს დაცულად ვერ გრძნობენ“, - აღნიშნა ვლადიმერ პაპავამ.

 


 

 

ვლადიმერ პაპავამ აღნიშნა, რომ ბუნებრივი კატასტროფების წინაშე ადამიანი ერთის მხრივ უძლურია, მაგრამ მეორეს მხრივ აქვს გამოსავალი, თუნდაც მიწისძვრასთან დაკავშირებით უნდა გაითვალისწინოს სეისმური მდგომარეობაა და შენობა-ნაგებობები ისე აშენოს, რომ მიწისძვრას გაუძლოს.  რაც შეეხება პანდემიით გამოწვეულ კრიზისს აკადემიკოსის თქმით, მსგავს კრიზისის პროგნოზირება ეკონომისტებს არ შეუძლიათ. ლადო პაპავამ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკაში წლების განმავლობაში შეცდომები იყო დაშვებული, ერთ-ერთი ასეთი შეცდომა მისი თქმით, ორიენტაციის ტურიზმზე და მომსახურეობის სფეროზე აღება იყო.

 

„ტურიზმი არის ძალიან მოწყვლადი დარგი, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენები, რომ ავიღოთ პუტინმა დასაჯა  საქართველოს და მის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა აუკრძალა. ამ ფაქტით ტურიზმს პრობლემები შეექმნა, რაც ეკონომიკაზე აისახა. რომელიმე ქვეყანაში, რაღაც მიზეზის გამო კრიზისი რომ შეიქმნას, იმ ქვეყნიდან ტურისტების ჩამოსვლა შეიზღუდება, რაც ეკონომიკას დააზარალებს. ტურიზმი მხოლოდ იმ ქვეყნებშია წარმატებული სადაც არსებობს ეკონომიკის რეალური სექტორი მაგალითად:  შევეიცარია, იტალია,  საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ. ყველა მათგანი ტურისტული ქვეყანაა, მაგრამ ყველას აქვს ეკონომიკის რეალური სექტორი. ესენია: მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ეკონომიკის სხვადასხვა მწარმოებლური დარგი, რაც საქართველოში განუვითარებელია.

 

რატომ არ შეიძლება, რომ საქართველოს ყველა რეგიონში შეიქმნას ისეთი სამრეწველო გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც მიბმული იქნება ამ რეგიონში აგრარული პროდუქტების წარმოებასთან, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობასაც დაასაქმებს, რაც საბოლოო ჯამში ეკონომიკურ ზრდას გამოიწვევს. ჩვენ გავაკეთეთ ტურიზმი, ტურიზმი მარტივი განსავითარებელია, ეფექტი სწრაფად ჩანს, ამიტომ ტურიზმი გვჭირდება, ეს ჩვენი სავიზიტო ბარათია, მაგრამ მარტო ეს არა. აქცენტს არ ვაკეთებ სოფლის მეურნეობაზე, როგორც პრიორიტეტულ დარგზე, ჩვენ თუ მარტო ამ დარგს ავიღებთ პრიორიტეტად ვიქნები მაჩანჩალა ჩამორჩენილი ქვეყანა. ის ქვეყნები, სადაც აგრარული სექტორი პრიორიტეტია ყველა არის ეკონომიკურად დაბალგანვითარებული. ჩვენ გვჭირდება სოფლის მეურნეობა, სასურსათო უსაფრთხოების საკითხების გაძლიერება, მაგრამ მთავარი მამოძრავებელი ძალა უნდა გახდეს ქვეყანაში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა“,  -  აღნიშნა ვლადიმერ პაპავამ.

 

ვლადიმერ პაპავა აცხადებს, რომ პანდემიის პირობებში 2020 წლის მარტიდან ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ფონდის  რეკომენდაციით თუ ზეწოლით შეიცვალა პოლიტიკა და დაიწყო ინტერვენცია, რასაც წინ ლარიზაციის გეგმა უძღოდა. მისი განმარტებით, ლარიზაციის გეგმა გულისხმობდა, რომ 200 000 ლარამდე კრედიტი უნდა აეღო ლარში, რითაც ლარზე მოთხოვნა გაიზრდებოდა და ლარის მიმართ  ნდობას  გაამყარებდა, თუმცა მისივე თქმით ეს არ იყო ეკონომიკის მკურნალობის საშუალება  ეს  მხოლოდ  დროებითი ტკივილგამაყუჩებელი იყო.

 

„ლარიზაციის გეგმამ ბანკებში გარკვეული პრობლემები შექმნა, რადგან ბანკებს ლიკვიდობის პრობლემა  გაუჩნდათ, როცა თანხა ლარშია გასაცემი და ამდენი ლარი არ არის დაიწყო რეფინანსირების სესხები, რეფინანსირების სესხებმა ფულის მასა გაზარდა. მაგრამ ეროვნული ბანკი გამოდის იქედან, რომ ფულის მასის ზრდა არ იწვევს არც ინფლაციას და არც გაცვლითი კურსის შემცირებას. ამაზე იტყვიან ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო. თუმცა დღეს არის ასეთი მიმდინარეობა, ახალი ეკონომიკური სკოლა სწორედ ამ მონეტარულ თეორიაში მაკროეკონომიკური მიმდინარეობა რომელიც ამას იძახის, მაგრამ მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები ამ მიდგომას ყველა აკრიტიკებს და რაც მთავარი ფაქტები უარყოფენ ამას. ჩემი წინადადებაა, რომ სანამ ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული კრიზისია ლარიზაციის გეგმა შევაჩეროთ ან 200 000 ლარიანი ზედა ზღვარი 50 000 ლარამდე შეგვემცირებინა, რაც ბანკებს ლიკვიდურობის გამო მოთხოვნას შეუმცირებდა და ეროვნული ბანკიდან რეფინანსირების სესხები მნიშვნელოვნად შემცირდებოდა, ფულის მასა შემცირდებოდა და გაცვლითი კურსი სტაბილური გახდებოდა. ერთის მხრივ ეროვნული ბანკი ხარჯავს რეზერვებს სტაბილურობის შესანარჩუნებლად, მეორეს მხრივ იძლევა რეფინანსირების სესხებს, ანუ ფულის მასა იზრდება, შემდეგ მისი ნაწილის ამოღება ხდება. საქართველოში ინფლაცია გამოწვეულია დანახარჯების ზრდით, რომლის მართვის მექანიზმი ცენტრალურ ბანკს უბრალოდ არ გააჩნია“, - აღნიშნა ვლადიმერ პაპავამ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up