რუსეთი შეიძლება იყოს მიზეზი, რის გამოც ივანიშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობა გააჩერა-პოლიტიკოსები ანაკლიის კონკურენტ ტამანის პორტის დასრულებაზე

რუსეთი შეიძლება იყოს მიზეზი, რის გამოც ივანიშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობა გააჩერა-პოლიტიკოსები ანაკლიის კონკურენტ ტამანის პორტის დასრულებაზე

access_time2020-07-06 10:50:58

„ტამანის დასრულების შემდეგ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი სერიოზულად დაზიანდა, მაგრამ მას  რეგიონისთვის იმდენად დიდი პოტენციალი გააჩნია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი თავის სიტყვას მაინც იტყვის“,- ასე აფასებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე რუსეთის მიერ ქერჩის სრუტეში ანაკლიის კონკურენტი, ტამანის პორტის დასრულების შესახებ ინფორმაციას. მისი თქმით, სანამ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში იქნება ანაკლიის პორტი არ აშენდება. დეპუტატი ამბობს, იმასაც რომ სტრატეგიული პროექტის ჩაშლა რუსეთის ინტერესებში შედიოდა, რასაც საკუთარი პოლიტიკით ხელს საქათველოს მთავრობა უწყობდა.

 

„ტამანის პორტზე საერთოდ საუბარი არ იყო, როდესაც ანაკლიის პროექტზე დაიწყო მუშაობა. რვა წელია ამ ხელისუფლებამ ყველაფერი გააჩერა. ტამანის პორტის სასარგებლოდ რუსეთის სურვილი იყო ანაკლიის პროექტი არ განხორციელებულიყო, თუმცა, ტამანი რომ არ ყოფილიყო ღრმაწყლოვანი პორტის აშენება შავ ზღვაზე რუსეთს არ აწყობს. პორტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, რადგან საოკუპაციო ხაზთანაა, მასში შეიძლება ყოფილიყო სამხედრო კომპონენტები, ნატოს გემები შეიძლება შემოსულიყო და რაც მთავარია რეგიონული მასშტაბის პროექტია, რომელიც საქართველოს ეკონომიკას ფეხზე დააყენებდა.


პროექტის ჩაძირვის მეორე ხერხი იყო, ფოთის პორტის ღრმაწყლოვნად გამოცხადება. ფოთის პორტი ვერასდროს იქნება ღრმაწყლოვანი, ფოთის პორტმა დიდი როლი შეასრულა საქართველოს ეკონომიკურ ისტორიაში, მაგრამ ფოთის და ანაკლიის პორტები რომ შევადაროთ იგივეა რაც სპილო და თაგვი. სწორედ ფოთის პორტის აქციონერები არ არიან დაინტერესებულები ანაკლიის პორტით. ეს არის შეფუთული კონკურენციით თითქოს არ უნდათ ანაკლიის განვითარება იმის გამო, რომ საკუთარ ბიზნესზე ზრუნავენ, სინამდვილეში პირდაპირ რუსეთის დავალებას ასრულებენ. ანაკლიის პორტის აშენება იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი თუ ოქტომბერში ხელისუფლება შეიცვლება, წინააღმდეგ შემთხვევაში პროექტი დასამარებული იქნება“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

 

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ვერ განხორციელებაში რუსულ ინტერესს ხედავს „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძეც. ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მრავალ მილიონიანი პროექტის განხორციელებაზე უარი მიზანმიმართულად თქვა.


 

„ანაკლიის პორტის მშენებლობა იმ ტემპით რომ გაგრძელებულიყო, რომელიც ჩაფიქრებული იყო. მაშინ ტამანის პორტის დასრულება პრობლემებს ვერ შეუქმნიდა. ახლა როდესაც ანაკლიის პორტი გაჩერებულია და პრაქტიკულად სახელმწიფომ უარი თქვა მის მშენებლობაზე და პარალელურად საუბრობენ იმაზე, რომ ფოთის პორტს ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგური მიემატოს, ამცირებენ შანს, რომ ანაკლია განხორციელდეს. ფაქტები გვაფიქრებინებს, რომ ყველაფერი გაკეთდა მიზანმიმართულად, რომ რუსეთისთვის ხელი არ შეეშალა. პროექტის ინვესტორები ვინც იყვნენ, მათ შორის ქართველები ამბობდნენ, რომ ივანიშვილისგან გზავნილი მიიღეს, ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რუსეთი შეიძლება იყოს მიზეზი, რის გამოც ივანიშვილმა პორტის მშენებლობა გააჩერა. ჩანს, რომ ეს იყო მთავრობის მიზანმიმართული პოლიტიკა და არანაირი საფუძველი არ მაქვს ვივარაუდო, რომ ეს ასე არ მომხდარა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იმდენად მნიშვნელოვანი პროექტია, რომ ამაზე უარის თქმა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. როდესაც ეს ხელისუფლება წავა, საქართველო აუცილებლად გახდება სატრანსპორტო დერეფანი“, - განმარტავს სერგი კაპანაძე.

 

საპარლამენტო ოპოზიციისგან განსხვავებული პოზიცია აქვს მმართველი გუნდის წევრს ნინო წილოსანს. „ქართული ოცნების“ დეპუტატი აცხადებს, რომ ანაკლიის პორტი აქტუალობას არ დაკარგავს. წილოსანს იმედი აქვს, რომ პროექტს ისევ ის პერსპექტივა ექნება რაც წლების წინ ჰქონდა.

 

„მე არ მგონია, რომ ანაკლიის პორტი იმ პრინციპის უნდა ყოფილიყო, რომ ნებისმიერ ალტერნატიულ პორტს შეეძლო გაეჩერებინა, თუნდა ისეთს, რომელიც ოკუპანტი ქვეყნის ტერიტორიაზეა. დიდი იმედი მაქვს, რომ ანაკლიის პორტის აქტუალურობა არ დაიკარგება, ჩვენთვის პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, რომ დიდი პოტენციალი გვაქვს ვიყოთ არა მარტო სატრანსპორტო დერეფანი, არამედ ბევრი ტვირთის გადამამუშავებელი ქვეყნა. მსოფლიო კრიზისის მიუხედავად, იმედი მაქვს, რომ ეს თემა აქტუალურობას არ დაკარგავს და გაგრძელდება. ანაკლიის პორტის იდეა ჩვენს მიერ იყო დაწყებული და ლოგიკასაა მოკლებული ბრალდება, რომ რუსეთის ინტერესებით საქართველოს მთავრობამ პროექტი შეაფერხა. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება პორტის მშენებლობას, პროექტში სახელმწიფოს მხრიდან დიდი ძალისხმევა ჩაიდო. სამწუხაროა, რომ ანაკლიის კონსორციუმმა ვერ მოახერხა ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და რეალურად, ის იდეა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნდა შეფერხების ეტაპზეა. მჯერა, რომ უახლოეს მომავალში პროექტი წინ წავა და განვითარდება“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up