სანამ არ დაიწყება ინფლაციის მაჩვენებლის შემცირება, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გაგრძელდება - დავით კეშელავა

სანამ არ დაიწყება ინფლაციის მაჩვენებლის შემცირება, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გაგრძელდება - დავით კეშელავა

access_time2023-02-03 20:30:02

რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ ISET-ის მაკროეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ დავით კეშელავამ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვება მოსალოდნელი იყო, რადგან ინფლაცია ქვეყანაში მაღალ დონეზე ნარჩუნდება და სანამ არ დაიწყება ინფლაციის მაჩვენებლის შემცირება, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება.


„მიუხედავად იმისა, რომ მიწოდების ფაქტორები, რომელიც ინფლაციას იწვევდა, მილევისკენ მიდის, მსოფლიოში საკვების და საწვავის ფასები წლიურ ჭრილში მცირდება. ჩვენთან მოთხოვნის ფაქტორები ჯერ კიდევ მაღალია. ეს დიდწილად მიგრაციის ნაკადებსაც უკავშირდება. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მაღალი ინფლაცია შენარჩუნდება. სანამ არ დაიწყება ინფლაციის მაჩვენებლის შემცირება, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გაგრძელდება“, - განაცხადა დავით კეშელავამ.

 

მან ისიც თქვა, რომ გარემო ფაქტორებიდან გამომდინარე, ინფლაციამ ქვეყანაში შემცირება უნდა დაიწყოს და ეს ხელ-ფეხს გაუხსნის ეროვნულ ბანკს, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილებაზე იფიქროს.

  

„საგარეო მიწოდების ფაქტორები ამოწურვისკენ მიდის, ლარიც სიმყარეს ინარჩუნებს, თუ მიგრაციის დიდი ნაკადების შემოდინება არ იქნება, ინფლაციამ შემცირება უნდა დაიწყოს. თუ ეს პროგნოზები ახდება, ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და ეს ხელ-ფეხს გაუხსნის ეროვნულ ბანკს, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილება დაიწყოს“ - თქვა დავით კეშელავამ.

 


 

 

 

 

 

 

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up