სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის საზღვარი მხოლოდ მთავრობასთან შეკრული მსხვილი იმპორტიორებისთვისაა ხელმისაწვდომი

სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის საზღვარი მხოლოდ მთავრობასთან შეკრული მსხვილი იმპორტიორებისთვისაა ხელმისაწვდომი

access_time2020-07-30 19:00:13

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოპერატიული შტაბის გადაწყვეტილებით, რუსეთთან საზღვარზე შეზღუდვები 1 სექტემბრამდე შენარჩუნდება.

 

ამავე დროს გათვალისწინებულია შეღავათები იმათთვის, ვინც გაივლის ტესტირებას კორონავირუსზე - ისინი რესპუბლიკაში 2-კვირიანი კარანტინის გარეშე შესვლას შეძლებენ.

 

ეს რთული გადაწყვეტილებაა იმის გათვალისწინებით, რომ „სამხრეთ ოსეთში“ საზღვრების დახურვის, იზოლაციის, და მისი შედეგების გამო საზოგადოებრივი უკმაყოფილება ყოველდღიურად იზრდება.

 

შექმნილ სიტუაციაში ხელისუფება ამ ორ საფრთხეს - ეკონომიკურ ვარდნას და ეპიდემიის შესაძლო მეორე ტალღას -  შორის კომპრომისის მოძიებას ცდილობს.

 

იზოლაციის რეჟიმს წესით ეკონომიკისთვის არანაირი ზიანი არ უნდა მიეყენებინა, რადგანაც ეკონომიკა, როგორც ასეთი, ცხინვალის რეგიონში თითქმის  არ არსებობს. ბიუჯეტი რუსეთიდან ივსება, გარდა ამისა, მთელი საქონელი - კვების პროდუქტებით დაწყებული სამშენებლო მასალებით დამთავრებული - რუსეთიდან შემოდის. 

 

თუმცა იზოლაციამ რიგითი მოქალაქეები ბიზნესზე მეტად დააზარალა, განსაკუთრებით ეს პენსიონერებს ეხება, რომელიც კუთვნილ პენსიას ჩრდილოეთ ოსეთში იღებენ.

 

„ისინი აპრილიდან ვერ გადადიან ვლადიკავკაზში და პენსიებს ვერ იღებენ. ამიტომაც მათი უმრავლესობა შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩა. მათ მეზობლები, მეგობრები, და ნათესავები ეხმარებიან, ისინი პროდუქტებს ნისიად ყიდულობენ.  მთავრობა მათთვის დახმარების გაწევას ცდილობს, თუმცა, სხვადასხვა სქემებმა ვერ იმუშავა. მოხუცებს ერთად-ერთი იმედი აქვთ, რომ გზა მალე გაიხსნება. მზგავსი პრობლემა იმათაც აქვთ, ვინც ბავშვებისთვის შემწეობას იღებენ» - განაცხადა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატმა დავით სანაკოევმა.

 

რესპუბლიკაში ასევე კვების პროდუქტები და პირველადი აუცილებლობის საქონელი მკვეთრად გაძვირდა. საზოგადოებრივი აზრი მთავრობას წაყრუებაში, ან კიდევ უარესი, შექმნილი სიტუაციის პირადი გამდიდრებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს.

 


ფასების ზრდას სანაკოევი შემდეგი მიზეზებით ხსნის - პირველ რიგში ფასების ზრდა პანდემიამდე დაიწყო, და ეს ცხინვალს და მოსკოვს შორის ახალმა საბაჟო შეთანხმებამ გამოიწვია.

 

ამ შეთანხმების პირობებით, სამხრეთ ოსეთის და რუსეთის საზღვარზე ადრინდელთან შედარებით გაცილებით უფრო მკაცრი საბაჟო წესები ამოქმედდა.

 

საბაჟო პატარ-პატარა დარღვევებზე თვალს არ ხუჭავს და მთელი საქონლის ბოლომდე, ყველა წესების დაცვით განბაჟებას ითხოვს. ამან პროდუქციაზე ფასები მკვეთრად გაზარდა.

 

პანდემიამდე ოსი მოვაჭრეები ამ სიტუაციაში საკანონმდებლო ხვრელს იყენებდნენ, რომელიც 100 დოლარამდე ღირებულების ტვირთის განბაჟების გარეშე შემოტანა შეეძლოთ.

 

მარგამ პანდემიის დაწყების შემდეგ საზღვართან ერთად ეს ხვრელიც დაიხურა - საზღვრის გადაკვეთის უფლება მხოლოდ სამხრეთ ოსეთის ეკონომიკის სამინისტროს ნებართვის საფუძველზეა შესაძლებელი. ის კი მხოლოდ მთავრობასთან შეკრულ მსხვილ იმპორტიორებისთვისაა ხელმისაწვდომი..

 

იზოლაცია დამღლელია, ადამიანები ნერვიულობენ. ერთის მხრივ, ყველას ესმის რომ მოდუნება ნაადრევია - რუსეთში შეზღუდვები იმიტომ მოიხსნა, რომ მოსახლეობა იძულებულია იმუშაოს და თავი ირჩინოს. რუსეთის მიერ მთლიანად უზრუნველყოფილი სამხრეთ ოსეთისთვის ეს პრობლემა არ დგას - კარანტინის დროს ისევე, როგორც კარანტინამდე მოსახლეობის 99% რუსეთის ფინანსური დახმარების წყალობით არსებობს.

 

ოსებისთვის სწორედ საზღვრებია მთავარი პრობლემა. თუმცა, ჩრდილოეთ კავკასიაში ექიმები ამბობენ, რომ ჯერ არაფერი დასრულებულა - მათი აზრით ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მცირე გაუმჯობესება არის მეორე ტალღის წინ პატარა ტაიმ-აუტი.

 

ეს დიდი საფრთხეს ცხინვალისთვისაც წარმოადგენს, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული მეზობელ ავტონომიურ რესპუბლიკებთან, განსაკუთრებით კი ჩრდილოეთ ოსეთთან.

 

დეპუტატის როლადნ ქელეხსაევის თქმით, მთავრობამ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, ხალხი მაინც უკმაყოფილო იქნება.

 

„საზღვარზე შეზღუდვების გამო ყველაფერი გაძვირდა, ცხოვრების დონე დაეცა. ყველა წუწუნებს, რომ მაღალჩინოსნები კარანტინზე ხელს ითბობენ. თუმცა, ხვალ საზღვარი რომ გაიხსნა, და ზეგ კორონავირუსმა იფეთქოს - დამნაშავე აქაც მაინც ხელისუფლება იქნება“ - განაცხადა მან.

 

საბოლოოდ, სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა გადაწყვეტილება იზოლაციის სასარგებლოდ მიიღო.

 

„სიტუაცია ჩრდილოეთ კავკასიაში კერძოდ, კი მოძმე ჩრდილოეთ ოსეთში,  ჩვენ მოდუნების უფლებას არ გვაძლევს. ჩვენ არ გვაქს უფლება ჩავაგდოთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეები საფრთხეში მანამ, სანამ არ ვიქნებით დარწმუნებულები იმაში, რომ კორონავირუსის რისკმა ჩაიარა. სავარაუდოდ, საზღვარი აგვისტოშიც დახურული იქნება“ - განაცხადა მან.

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


ekhokavkaza

თეგები:
ცხინვალი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up