ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ამის შესახებ სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მრჩეველმა მუნ ჩჟონ-ინმა CNN-ს განუცხადა.
”იგი 13 აპრილიდან მოყოლებული, ვონსანის მხარეში იმყოფებოდა. ჯერჯერობით არანაირი საეჭვო მოძრაობა არ დაფიქსირებულა,” – განმარტა მან.
21 აპრილს CNN-მა დაწერა, რომ კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა გულის ოპერაციის შემდეგ. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლოს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი საზოგადოებაში 11 აპრილს გამოჩნდა და მალევე, 15 აპრილს, მრავალი წლის განმავლობაში პირველად, გამოტოვა კიმ ირ სენას იუბილესთან დაკავშირებული ცერემონია.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, თავის მხრივ, CNN-ის პუბლიკაციას არასაიმედო უწოდა. მისივე თქმით, მასალა ეყრდნობოდა მოძველებულ წყაროებს.
ipress.ge