სამხრეთ კავკასიის რეგიონული ფორუმის ფარგლებში ნარჩენების პოლიტიკასა და მართვაზე პირველი სემინარი გაიმართა

სამხრეთ კავკასიის რეგიონული ფორუმის ფარგლებში ნარჩენების პოლიტიკასა და მართვაზე პირველი სემინარი გაიმართა

access_time2020-02-18 20:40:16

დღეს, სასტუმრო „მოქსი“-ში, სამხრეთ კავკასიის რეგიონული ფორუმის ფარგლებში ნარჩენების პოლიტიკისა და მართვის თემაზე პირველი სემინარი გაიმართა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.



ორდღიანი ღონისძიება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის პროექტის „ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვა“ მხარდაჭერით ტარდება. სემინარს, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა გახსნა, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი, სომხეთისა და აზერბაიჯანის ნარჩენების მართვის სფეროს ექსპერტები ესწრებიან.




სემინარის მთავარი მიზანი ნარჩენების მართვის სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარებაა. მხარეებმა ნარჩენების განსათავსებელი ობიექტების მართვის პროცესში წარმოქმნილ ძირითად გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ასევე, განიხილეს ნაგავსაყრელების მოწყობის, რეაბილიტაცია-კეთილმოწყობის, დახურვისა და შემდგომი მოვლის ძირითადი სტანდარტები.



„ეს არის კარგი შესაძლებლობა მეზობელ სახელმწიფოებს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და ასევე, მივიღოთ ინფორმაცია - როგორ იმართება სომხეთსა და აზერბაინაში ნარჩენების სფერო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ფორუმის ფარგლებში, შესაძლებლობა გვაქვს ევროკავშირთან შესაბამისობაში ჩვენი კანონმდებლობის თანხვედრასა და პოლიტიკაზეც ვიმსჯელოთ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი სახის ფორუმების გამართვა, სადაც კონკრეტული მაგალითების საფუძველზე შეგვიძლია განვიხილოთ რა მიმართულებითაა შესაძლებელი განვითარება და გამოცდილების გაზიარება,“ - აღნიშნა მზია გიორგობიანმა.




„სამხრეთ კავკასიის რეგიონული ფორუმი ნარჩენების პოლიტიკასა და მართვაზე“ ორგანიზებულია საკონსულტაციო კომპანია PEM Consult-ის მიერ.




PEM Consult (გერმანია) და მისი პარტნიორები - INTECUS (გერმანია) და GAMMA (საქართველო) უზრუნველყოფენ ტექნიკურ დახმარებას და კონსულტაციებს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისთვის ორგანიზაციული და ინსტიტუციონალური შესაძელებლობების განვითარების კუთხით შემდეგ სფეროებში: ხარისხის მართვა, ადამიანური რესურსები, ფინანსური დაგეგმარება, ტექნიკური დაგეგმარება, საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია.




„ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის“ პროექტი ითვალისწინებს მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის დანერგვას იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში. პროექტი მოიცავს იმერეთში ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობას და ქუთაისში მოქმედი ძველი ნაგავსაყრელის დახურვას. ასევე, ნარჩენების მოგროვების, ქუჩების დასუფთავების სისტემის გაუმჯობესებას, ნარჩენების გადაზიდვის სისტემის დანერგვასა და მუნიციპალიტეტების შესაბამისი ტექნიკით აღჭურვას. პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KfW) და ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირების ფონდის EU-NIFF ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის საერთო ინვესტიცია 26 მილიონი ევროა.







ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ

ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ
access_time2020-04-05 17:00:50
კორონავირუსის პანდემიის გამო გლობალური სასურსათო სისტემა უპრეცედენტო რყევებს განიცდის, რამაც შესაძლოა სასურსათო ნედლეულსა და კვების პროდუქტებზე ფასების ზრდა გამოიწვიოს. ამის შესახებ ნათქვამია ნიუ-იორკის...

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან
access_time2020-04-05 18:00:16
„ყოველთვის ასეთი სევდიანი იყო მზის ჩასვლა?“ – კითხულობს ჩემი გერმანელი ფლეთმეითი ანტონი, რომელიც გრანადაში თებერვალში ჩამოვიდა. იქამდე რამდენიმე თვე ერასმუსის პასუხს ელოდა. ამბობს, რომ დადებითი პასუხის შემდეგ ხშირად ესიზმრებოდა, უფრო ხშირად კი წარმოიდგენდა, როგორი იქნებოდა მისი ესპანური თავგადასავალი – ამას არ ველოდი! ამას არავინ ველოდით! ქუჩა – მირადორ დე როლანდო, ნომერი 16. სამსართულიანი სახლი. პირველ ორ სართულზე საძინებელი ოთახები. მესამე სართულზე საერთო სივრცე, დიდი ნათელი...

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
access_time2020-04-05 11:25:08
კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, საუბარია 81 წლის ქალზე, რომელიც 3 აპრილს თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული...

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?
access_time2020-04-05 16:00:17
  ბოლო 30 წლის მანძილზე მსოფლიო ეკონომიკამ გადაიტანა რამდენიმე გლობალური კრიზისი, თუმცა, არც ერთს არ შეუცვლია მსოფლიო ასე სწრაფად და კარდინალურად  - კორონავირუსის პანდემია წარმოუდგენელი სისწრაფით ანგრევს სატრანსპორტო და სამრეწველო კავშირებს და საზოგადოებრივი ინსტიტუტების გადაწყობას.   პარალელურად, სწავლების პროცესი და ბიზნეს-საქმიანობის დიდი ნაწილი გადადის დისტანციურ რეჟიმზე.   მაგრამ ეს არის გზა არა უფსკრულისკენ, არამედ ახალი...

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა
access_time2020-04-04 22:31:55
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ...


მსგავსი სიახლეები

up