სამხრეთ აფრიკის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ჯეიკობ ზუმამ სასამართლოს მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა, რის გამოც მას 15-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
საქმე ეხება მიმდინარე წლის თებერვალში კორუფციის საქმესთან დაკავშირებულ დაკითხვას, რომელზეც ყოფილი პრეზიდენტი არ გამოცხადდა.
სამართალდამცავები მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის ფაქტებს იძიებენ, რომელიც ზუმას ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 2009 წლიდან 2018 წლამდეა ჩადენილი. ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებებს უარყოფს და გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.
IPN.GE