სამხრ. კორეული მედია: ჩრდ. კორეამ აშშ-სთან სამიტის ჩაშლის გამო დესპანი სიკვდილით დასაჯა

სამხრ. კორეული მედია: ჩრდ. კორეამ აშშ-სთან სამიტის ჩაშლის გამო დესპანი სიკვდილით დასაჯა

access_time2019-05-31 21:30:11

სამხრეთ კორეული გაზეთის ინფორმაციით ჩრდილოეთ კორეამ აშშ-სთან ბირთვულ მოლაპარაკებებში მათი დესპანი კიმ ჰიოკ ჩოლი და ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს კიდევ 4 წარმომადგენელი კიმ ჩენ ინსა და დონალდ ტრამპს შორის უშედეგოდ დასრულებული სამიტის შემდეგ სიკვდილით დასაჯა.


მათი ინფორმაციის სიკვდილით დასჯა ფხენიანის აეროპორტში მარტში მოხდა. მათ ბრალად აშშ-სათვის ჯაშუშობა დასდეს.


ამავე წყაროს მიხედვით გენერალი კიმ იონ-ჩოლი, რომელიც სინგაპურის სამიტის დაგეგმვაშიც მონაწილეობდა შრომით-გამოსასწორებელ ბანაკში გადაიყვანეს.


72 წლის გენერალს სამხრეთ კორეა 2014 წელს Sony Pictures-ზე კიბერთავდასხმაში და 2010 წელს სამხრეთ კორეული გემის ჩაძირვაში ადანაშაულებს, რასაც 46 მეზღვაური ემსხვერპლა. ამ ინციდენტების გამო აშშ-მა პერსონალურად მას სანქციები 2010 და 2015 წლებში დაუწესა. კიმ იონ-ჩოლი სამხრეთ კორეაში 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზეც იმყოფებოდა, რომელსაც დაესწრო დონალდ ტრამპის ქალიშვილი, ივანკა ტრამპიც.


აშშ-ის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობენ.


Reuters-ის წყაროს მიხედვით კიმ ჰიოკ ჩოლი და სხვა ოფიციალური პირები სამიტის შემდეგ დასაჯეს, რაც შესაძლოა შრომით ბანაკში გაგზავნაში გამოიხატა.


აღსანიშნავია, რომ ისინი სამიტის შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილან.


შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის მეორე სამიტი ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში თებერვალში გაიმართა. მხარეებს ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების გეგმა უნდა შეემუშავებინათ, თუმცა სამიტი უშედეგოდ დასრულდა. ტრამპის თქმით ჩრდილოეთ კორეამ მათთვის დაწესებული სანქციების სრული მოხსნა მოითხოვა. მისი თქმით ამისათვის ჩრდილოეთ კორეას საკმარისი პროგრესი არ უჩვენებია.


ტაბულა





ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი
access_time2020-05-30 15:00:14
„ზედაზენი“ ახალ პროდუქტს უშვებს. საუბარია ლუდის პირველ ქართულ ბრენდზე „ აიაზე“, რომელიც ბაზარზე...

"თვეში 200-ლარიან დახმარებას ვერ აიღებს პირი,ვისაც დამსაქმებელმა ანაზღაურება აპრილში ან მაისში ჩაურიცხა"-როგორ გაიცემა ფულადი დახმარებები

access_time2020-05-30 14:00:19
ოპოზიცია ხელისუფლებას უკვე დიდი ხანია მწვავედ აკრიტიკებს - უმუშევრად დარჩენილებისთვის და თვითდასაქმებულებისთვის მიზერულმა (200-300 ლარიანი) თანხებმაც უსაშველოდ დაიგვიანაო. დავა გაგრძელდა 29 მაისსაც, როცა ოპოზიციის მიერ დაბარებული პრემიერი პარლამენტში მივიდა. სწორედ 29 მაისს დაანონსდა - თვითდასაქმებულებისთვის 300-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა დაიწყოო. ვინ მიიღო, ვინ არ მიიღო და ვინ საერთოდ ვერ მიიღებს? რა ეტაპზეა ფულადი დახმარებების...

კავშირი მოწევას და კოვიდ-19-ს შორის - ნიუ-იორკელი მეცნიერების ახალი კვლევა

კავშირი მოწევას და კოვიდ-19-ს შორის - ნიუ-იორკელი მეცნიერების ახალი კვლევა
access_time2020-05-30 13:00:33
ფრანგ მეცნიერთა ერთი მცირე ჯგუფის ჰიპოთეზა, თითქოს თამბაქოს მოწევა შეიძლება ადამიანს ახალი კორონავირუსისგან იცავდეს, მალევე გაბათილდა. მას თავისთავად ბევრი ლიმიტი გააჩნდა და კრიტიკას ვერ უძლებდა. თუმცა, ამ საკითხზე არცერთ სხვა კვლევას, ან პუბლიკაციას, რომელიც...

ისინი არ არიან მარტო – ახალგაზრდები ხულოსთვის გაერთიანდნენ

ისინი არ არიან მარტო – ახალგაზრდები ხულოსთვის გაერთიანდნენ
access_time2020-05-30 11:30:23
– „ტელევიზორი ან სხვა რამე ტექნიკა გაქვთ? – კი, პატარა ტელევიზორი გვაქვს, ძველებური… სახლი გვაქვს გადასახურავი. წყალი ჩამოდის. შედგმული გვაქვს ვედრო და რაღაცები“ – ამბობს ქალი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანიდან. „მე არ მეგონა, ამას თუ მომიტანდით. მადლობა“. – ამბობს სოფელ რიყეთში მცხოვრები კაცი და აცრემლებულ თვალებზე  ხელებს იფარებს. ამ და სხვა ვიდეობს Facebook-გვერდზე –...

ადამიანებმა უნდა იზრუნონ საკუთარ თავზე და თავად უნდა უზრუნველყონ საკუთარი კეთილდღეობა - დავით ფანჯაკიძე

ადამიანებმა უნდა იზრუნონ საკუთარ თავზე და თავად უნდა უზრუნველყონ საკუთარი კეთილდღეობა - დავით ფანჯაკიძე
access_time2020-05-30 10:22:44
ცნობილი ბიზნესმენი დავით ფანჯაკიძე სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, რომელსაც კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ: „ტყუილად იშლიან ნერვებს ერთნი, სულ ტყუილად იშლიან ნერვებს მეორენი და სულ ტყუილად უშლიან ნერვებს ხალხს ორივენი... მათი წარმოდგენები სახელმწიფოს მოწყობაზე იდენტურია, ამიტომ ვერც ერთნი და ვერც მეორენი ვერ შეძლებენ სოციალისტური მმართველობის გზით ვერც სიღარიბის დაძლევას, ვერც ეკონომიკის აღორძინებას, ვერც გაჭირვებულთა დახმარებას და ვერც...


მსგავსი სიახლეები

up