ემანუელ მაკრონი COVID-19-ს ომს უცხადებს - საფრანგეთის პრეზიდენტის განკარგულებით მოსახლეობას სახლიდან გასვლა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლიათ, როგორიცაა სუპერმარკეტში გასვლა ან სამსახურის საქმეები.
ამ მიზნით, მომდევნო 14 დღის განმავლობაში ქვეყანაში წესრიგს 100 000 პოლიციელი და ათასობით სამხედრო მოსამსახურე უზრუნველყოფს, რომელთა სამხედრო ტექნიკაც პარიზის ქუჩებში უკვე გამოჩნდა.
ემანუელ მაკრონის ბრძანებით, კორონავირუსის აკრძალვების დაცვის მიზნით, ქვეყანაში სპეციალური საკონტროლო-გამშვები პუნქტები შეიქმნება. ხოლო მკაცრი კონტროლის პირობებში მოსახლეობამ სპეციალური ფორმები უნდა შეავსონ გარეთ გასვლისას.
შეზღუდვა ასევე გულისხმობს კომენდატის საათს 18:00-იდან.
„ეს არის ჯანმთელობისთვის ომი“ - ამბობს ემანუელ მაკრონი. „ჩვენ არ ვართ არმიის ან ერის წინააღმდეგ ომში, არამედ უჩინარ მტერს ვებრძვით.“
საფრანგეთის პრეზიდენტმა სატელევიიზიო გამოსვლისას განაცხადა, რომ ოჯახური და ნებისმიერი სახის მეგობრული შეკრებები აიკრძალა. „ვნახეთ ხალხი, რომელიც იკრიბება პარკებში, გადატვირთულ სუპერმარკეტებში, რესტორნებსა და ბარებში, რომლებიც ინსტრუქციებს არ მისდევდნენ. თქვენ არა მხოლოდ საკუთარ თავს აგდებთ საფთხეში, არამედ სხვების სიცოცხლესაც“ - ამბობს მაკრონი.
ვინც წესებს არ დაემორჩილება, შესაბამისად დაისჯება, თუმცა არ არის განსაზღვერული დასჯის კონკრეტული ფორმა.
მარიამ მორგოშია