სამხედრო ქალაქში მულტიფუნქციური სივრცე ეწყობა

სამხედრო ქალაქში მულტიფუნქციური სივრცე ეწყობა

access_time2020-03-12 14:12:27

სამგორის გამგეობა რაიონში დასასვენებელი სივრცეების მოწყობას აქტიურად განაგრძობს. სამხედრო ქალაქში, აბაშვილის ქუჩის N3 კორპუსის მიმდებარედ მასშტაბური პროექტი ხორციელდება. 5 200 კვ.მ ფართობზე მულტიფუნქციური დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს.


პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყობა სკვერი, რომელშიც განთავსდება საბავშვო მოედნები, მულტიფუნქციური ატრაქციონი, ფიტნეს ზონა, სკეიტ მოედანი, დასასვენებელი პავილიონები, ჩოგბურთის მაგიდა, საქანელა სკამები, საბაღე სკამები და ურნები.



ჰიდროთესვის პრინციპით ბალახი დაითესება და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ნერგი. სავალი ბილიკები ტრავერტინის ფილებით მოპირკეთდება. ასევე, სკვერის ტერიტორია დამცავი ღობით შემოიფარგლება და მოეწყობა განათების სისტემა. გასულ წელს სკვერის მიმდებარედ მოეწყო კალათბურთის მოედანიც. ამჟამად, სკეიტ მოედნის მოწყობა მიმდინარეობს.


მიმდინარე პროცესი სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ დაათვალიერა.სამუშაოებს, სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია „მონოლითი-2005“ ასრულებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 777 810 ლარია.





სილქნეტის მობილური აბონენტები საქართველოს ბანკის მობილბანკით სარგებლობას ინტერნეტის გახარჯვის გარეშე შეძლებენ

სილქნეტის მობილური აბონენტები საქართველოს ბანკის მობილბანკით სარგებლობას ინტერნეტის გახარჯვის გარეშე შეძლებენ
access_time2020-03-31 19:55:36
ონლაინ მომსახურების ხელშესაწყობად, სილქნეტი ვირუსის პრევენციის ადრეული ეტაპიდანვე ზრუნავს მომხმარებლის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე და თავის აბონენტებს უზრუნველყოფს დისტანცირებული მომსახურების სხვადასხვა საშუალებებით. ამასთანავე, ხელს უწყობს ისეთი აუცილებელი მომსახურების შეუფერხებლად მიღებასაც, როგორიც ონლაინ საბანკო მომსახურებაა. სწორედ ამიტომ, სილქნეტი შეუერთდა საქართველოს ბანკის ინიციატივას, მომხმარებელს მაქსიმალურად გაუმარტივოს საბანკო მომსახურება და ამისათვის არ შეაფერხებს თავისი...

31 მარტი - ქართული ლარი და თურქული ლირა უმნიშვნელოდ გამყარდა

31 მარტი - ქართული ლარი და თურქული ლირა უმნიშვნელოდ გამყარდა
access_time2020-03-31 19:00:28
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდება, სამეზობლოში ვალუტის კურსები ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 31 მარტის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2816 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე დილიდან...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-03-31 21:30:46
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„სებ-ის ინტერვენციას ასეთი დიდი მოცულობის რეფინანსირების სესხების გაცემის ფონზე, აზრი არ აქვს“ „კომერსანტი“ დაინტერესდა, რამდენად აქვს აზრი ასეთი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის პირობებში, ინტერვენციების ანუ საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვების გაყიდვის გაგრძელებას თუ...

ანაკლიის კონსორციუმი: მთავრობის ინტერესი ფოთის პორტის მიმართ შემაშფოთებელია

ანაკლიის კონსორციუმი: მთავრობის ინტერესი ფოთის პორტის მიმართ შემაშფოთებელია
access_time2020-03-31 18:15:19
ანაკლიის განვითარების კონსორციუმში შემაშფოთებელს უწოდებენ მთავრობის ინტერესს ფოთის პორტის მიმართ და აცხადებენ, რომ ფოთის პორტის განვითარება საქართველოს ეკონომიკის კრახს გამოიწვევს. როგორც კონსორციუმის განცხადებაშია ნათქვამი, მთავრობის გადაწყვეტილება, გაეცა ფოთის პორტის ოპერატორი კომპანიისთვის მიწათსარგებლობის ნებართვა, ბადებს ეჭვს, რომ მისი მოტივები საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებისა და სამუშაო ადგილების შექმნის სურვილს სცილდება. კონსორციუმში...

ინვესტორების თავშესაფარი - მოსალოდნელია თუ არა საფინანსო ბაზრის მორიგი ვარდნა

ინვესტორების თავშესაფარი - მოსალოდნელია თუ არა საფინანსო ბაზრის მორიგი ვარდნა
access_time2020-03-31 20:00:56
2020 წლის 19 თებერვალს მსოფლიო საფინანსო ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე კატასტროფული ვარდნის მომსწრე გახდა. რომელი აქტივები გაუფასურდა ყველაზე მეტად და რისი გაკეთება შეეძლოთ ინვესტორებს, რათა დანაკარგი შეემცირებინათ? 19 თებერვლის შემდეგ თვეზე მეტი გავიდა და უნდა აღინიშნოს, რომ  ეს რიცხვი ისტორიისა და ეკონომიკის სახელმძღვანელოებში უნდა შევიდეს როგორც ბაზრის ყველაზე სწრაფი ვარდნის საწყისი ისტორიაში, რომელიც იდეალურ შტორმს- კორონავირუსის პანდემიასა  და...


მსგავსი სიახლეები

up