„სამწუხაროდ, ყველაზე უარესი ჯერ გავლილი არ გვაქვს, წინ არის“ - გიგა ბედინეიშვილი

„სამწუხაროდ, ყველაზე უარესი ჯერ გავლილი არ გვაქვს, წინ არის“ - გიგა ბედინეიშვილი

access_time2021-04-05 21:00:00

„ეკონომიკას ასე ახასიათებს, როცა ის რაღაც პერიოდი უმოქმედოდაა, მთავარი ცუდი შედეგები დროში იჩენს თავს“,-ამის შესახებ, ფინანსისტმა, გიგა ბედინეიშვილმა რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ განაცხადა.


მისი თქმით, პანდემიასთან ბრძოლა „ჩააფლავა“ ხელისუფლებამ, ახლა „ფლავდება“ ვაქცინაცია და ეს იწვევს ეკონომიკის დამუხრუჭებას. რაზეც სრული პასუხისმგებლობის წილი ხელისუფლებაზეა.


„არსებული რეალობის გაუმჯობესების დაწყებამდე, ვითარება კიდევ გაუარესედება. სამწუხაროდ, ყველაზე უარესი ჯერ გავლილი არ გვაქვს, წინ არის. ეკონომიკას ასე ახასიათებს, როცა ის რაღაც პერიოდი უმოქმედოდაა, მთავარი ცუდი შედეგები დროში იჩენს თავს. მათ შორის, გაზრდილი უმუშევრობა, გაღარიბებული მოსახლეობა და ა.შ. ახლა ინფლაციის პროცესიც შედარებით დაბალი ტემპით მიდის, სამომავლოდ კი მეტად ფასების ზრდას უნდა ველოდეთ.


რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, ის დიდხანს კიდევ არ გვექნება. დიდი ხანია საექსპერტო წრეები ვსაუბრობთ, რა ნაბიჯებია გადასადგმელი, რომ რეალურად პოზიტიური ძვრები მოხდეს. არ მომხდარა შეჯერება და ანალიზი, რა იქნებოდა ეკონომიკის სრული ჩაკეტვის ზიანი და სარგებელი. პანდემიასთან ბრძოლა ჩააფლავა ხელისუფლებამ, ახლა ფლავდება ვაქცინაცია. ამასთან გაყალბებული არჩევნების გამო ვართ პოლიტიკურ კრიზისში. ასე რომ, ყველა პასუხისმგებლობა ახლა, ხელისუფლებაზეა“-განაცხადა ბედინეიშვილმა.


მისივე თქმით, საეჭვოა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2019 წლის ნიშნულს 2022 დაუბრუნდეს.



,,ახლა მხოლოდ ჯადოსნური ჯოხითაა ფონს გასვლა შესაძლებელი, ვიწროდ განსაზღვრული ეკონომიკური ნორმა არ არსებობს, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს ამ მდგომარეობიდან. მაინც შეგვიძლია ეკონომიურ სფეროში გასაღებზე ვისაუბროთ, მიუხედავად იმისა, არ მჯერა, რომ მხოლოდ ამაში დევს ვითარების გაუმჯობესების გასაღები. საჭიროა, დრამატულად შევამციროთ ხარჯები. სხვა გამოსავალი არ არის. ამასთან, ერთად პოლიტიკური ლანდშაპტი უნდა შეიცვალოს, თუ მართლა პოზიტიური ძვრები გვინდა.


კარგი დრო პარაზიტი საჯარო მოხელეების სამსახურიდან გასაშვებად არ არსებობს. არც პენდემიის და არც სიმშვიდის დროს. ამიტომ, ამას სჭირდება პოლიტიკური ნება. სხვა შემთხვევაში გამოსავალი არ არის. ხარჯების შემცირებას ალტერნატივა არ აქვს.


ეკონომიკური ზრდა, საბაზო ეფექტის გამო იქნება ალბათ 2-3% და არა დაანონსებული 4%. მაგრამ მე, მეშინია, რომ 2019 წლის მაჩვენებელს 2022-შიც ვერ დავუბრუნდებით ამ განვითარების ტემპით. ამისთვის საჭიროა ტურიზმის სრულად აღდგენა, რაც ვერ მოხდება“, - განაცხადა ბედინეიშვილმა ,,საქმეში“.


BPN.GE








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up