„სამწუხაროდ, თხევადი გაზის დაბეგვრის არსებული მოდელი იძლევა მანიპულირების საშუალებას, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს დაკარგულ სოლიდურ თანხებად უჯდება“-BAG

„სამწუხაროდ, თხევადი გაზის დაბეგვრის არსებული მოდელი იძლევა მანიპულირების საშუალებას, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს დაკარგულ სოლიდურ თანხებად უჯდება“-BAG

access_time2020-05-05 17:08:32

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „გვსურს მოკლედ გამოვეხმაუროთ საინფორმაციო სივრცეში 4 მაისს, ,,საქართველოს თხევადი გაზის ასოციაციის“ განცხადებას, ჩვენს მიერ ინიცირებულ თხევადი აირის (LPG) დაბეგვრის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით.


სამწუხაროა, როდესაც “თხევადი გაზის ასოციაცია” ამგვარი „არგუმენტებით“ ცდილობს თხევადი გაზის იმპორტთან და დაბეგვრის წესთან, უაქციზო კოდის გამოყენებით ნავთობპროდუქტის აქციზის გადახდის გარეშე განბაჟებასთან და სხვა მანკიერი პრაქტიკის არსებობასთან დაკავშირებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას:


  1. თხევადი გაზის აქციზით დაბეგვრად სასაქონლო კოდებზე, მხოლოდ ორივე ეტაპის დაბეგვრისას არის აქციზი 300 ლარი, რაც 2019 წლის მაგალითზე შემდეგნაირად გამოიყურება: ქვეყანაში იმპორტირებულია 28 109 ტონა, რომელიც სრულად დაიბეგრა 120 ლარიანი აქციზით; ხოლო მეორე ეტაპის აქციზით - ანუ 180 ლარით, აღნიშნული იმპორტიდან დაიბეგრა მხოლოდ 6 582 ტონა; ანუ დანარჩენი 21 527 ტონა დაიბეგრა მხოლოდ 120 ლარით. შესაბამისად, ფორმულირება 300 ლარიან აქციზთან დაკავშირებით - არასწორია;


2) უაქციზო კოდზე იგივე, 2019 წელს, იმპორტირებულია 12 617 ტონა. სახელმწიფო ბიუჯეტში, ნავთობპროდუქტის იმპორტირების შედეგად, შევიდა ნული ლარი, ხოლო მომხმარებლებს აღნიშნული პროდუქტიც მიეწოდათ როგორც თხევადი გაზი - რეალიზაციისას ყოველგვარი განსხვავების გარეშე;




რაც შეეხება დანარჩენს: დარწმუნებული ვართ, საზოგადოება კარგად აცნობიერებს, რომ ,,საქართველოს თხევადი გაზის ასოციაციის“ განცხადებაში ჩამოთვლილ არცერთ კომპანიას არ აქვს თხევადი გაზისა თუ სხვა ბაზარზე შესვლისა თუ ადგილის დამკვიდრების პრობლემა. უფრო მეტიც, ზოგიერთი მათგანი ფლობს კიდევაც შესაბამის ინფრასტრუქტურას. პრობლება გახლავთ ამ სფეროში არსებული არაკონკურენტული და რბილად რომ ვთქვათ არაგამჭვირვალე გარემო. ბიზნესის წარმოებისას უაღრესად მნიშვნელოვანია იხელმძღვანელო ეთიკის უმაღლესი სტანდარტით, იყო პირნათელი სახელმწიფო ბიუჯეტთან, შექმნა ინფასტრუქტურა თანამედროვე სისტემებითა და ტექნიკური უსაფრთხოების პირობების სრული დაცვით და სხვა. დიახ, ვადასტურებთ, რომ სამწუხაროდ, თხევადი გაზის დაბეგვრის არსებული მოდელი იძლევა მანიპულირების საშუალებას, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს დაკარგულ სოლიდურ თანხებად უჯდება. დიახ, ვადასტურებთ ჩვენი წევრების სურვილს - არ მიიღონ მონაწილეობა მანიპულაციებში. ასევე ვადასტურებთ, რომ ქვეყანაში თანამედროვე ინფასტრუქტურის შექმნის პარალელურად ჩვენთვის მიუღებელია ნავთობპროდუქტების სარეალიზაციო კონტეინერული ტიპის წერტილების არსებობა, რაც თვისობრივად შორეულ 90-ებში გვაბრუნებს.


ასევე ვადასტურებთ თხევადი გაზის ხარისხის სტანდარტის დანერგვის აუცილებლობას, რათა მომხმარებელიც და ქვეყნის ეკოლოგიური უსაფრთხოებაც დაცული იყოს უხარისხო პროდუქციის რეალიზაციაში მოხვედრისაგან. ჩვენი საბაზისო პოზიციაა, რომ არა არაკონკურენტულმა გარემომ და „საკანონმდებლო/საგადასახადო ხვრელებმა“, არამედ სამართლიანმა და კონკურენტულმა გარემომ უნდა შექმნას ნებისმიერი ბიზნესის განვითარებისთვის ჯანსაღი ფუნდამენტი. ხაზგასმით გვინდა ავღნიშნოთ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ძალისხმევა მიმართულია მხოლოდდამხოლოდ თხევადი გაზის ბაზრის მოწესრიგების, ტექნიკური, შრომის უსაფრთხოების პირობებისა და ხარისხის სტანდარტის დანერგვის, კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბების, ამ სფეროს შემდგომი განვითარებისა და სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნისაკენ“-ნათქვამია განცხადებაში. 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up