„სამწუხაროდ, სიტუაცია არის საკმაოდ ფეთქებადსაშიში თითოეული განვითარებადი ქვეყნისათვის მათ შორის საქართველოსთვის“-ირაკლი ბერძენაძე

„სამწუხაროდ, სიტუაცია არის საკმაოდ ფეთქებადსაშიში თითოეული განვითარებადი ქვეყნისათვის მათ შორის საქართველოსთვის“-ირაკლი ბერძენაძე

access_time2020-03-18 17:30:34

„2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, დღეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსოფლიო შესაძლებელია დადგეს საკმაოდ რთული ეკონომიკური კრიზისის წინაშე, რაც თავისთავად გამოიწვევს შეუქცევად ნეგატიურ ეკონომიკურ პროცესებს“-ამის შესახებ „კომერსანტთან“ ევროპის ლიბერალური ეკონომიკის ასოციაციის საერთაშორისო ეკონომიკური ექსპერტი ირაკლი ბერძენაძე  საუბრობს.

 

 

მისი შეფასებით, რიგ განვითარებად ქვეყნებში, წლების განმავლობაში არჩეულმა და გატარებულმა არასწორმა ფისკალურმა პოლიტიკამ გამოიწვია ეროვნული ვალუტის ქმედუუნარობა საერთაშორისო და ადგილობრივი გამოწვევების მიმართ, რაც ყოველდღიურად აისახებოდა ეკონომიკურ პროცესებზე, მაგრამ ყოველივე ზემოთ აღნიშნული, პერიოდულად საბაზრო პრინციპების დაცვით თუ ხელოვნურად მაინც ექვემდებარებოდა კონტროლს, მაგრამ სამწუხაროდ ფუნდამენტური საკითხების მიმართ გულგრილმა დამოკიდებულებამ გაზარდა ის საერთაშორისო შოკების გავლენა ეკონომიკაზე, რომელიც დღეს კორონავირუსის პანდემიის პირობებში უფრო დამძიმდა.

 

„სამწუხაროდ, სიტუაცია არის საკმაოდ ფეთქებადსაშიში თითოეული განვითარებადი ქვეყნისათვის მათ შორის საქართველოსთვის, რადგან წლების განმავლობაში როგორც ზემოთ აღვნიშნე ეკონომიკისადმი გულგრილმა დამოკიდებულებამ გაზარდა სხვადასხვა გლობალური ფაქტორების გავლენა ეკონომიკაზე. კორონავირუსის საერთაშორისო კრიზისის პირობებში დღეს საქართველოს ეკონომიკისათვის არის ერთის მხრივ „სუსტი ლარის“ კიდევ უფრო დასუსტების საფრთხე და მეორეს მხრივ ინფლაციური პროცესების კიდევ უფრო გაძლიერება, მაგრამ თუ გადავხედავთ მსოფლიოში და მათ შორის ევროპაში არსებულ ქაოტურ მდგომარეობას საქართველო ნამდვილად ბევრად მობილიზებული და ეფექტიანია, როგორც უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით ასევე აღნიშნულ მძიმე სიტუაციაში ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით“-აცხადებს ბერძენაძე.

 

მისი განმარტებით, ნიშანდობლივია, რომ მსოფლიოს ქვეყნები ვერ აკეთებენ მოკლევადიან პროგნოზებს, თუ რამდენ ხანს გასტანს კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური პანიკა და როგორი იქნება კორონავირუსის შემდგომი პერიოდი მსოფლიო ეკონომიკისათვის. ყოველივე აქედან გამომდინარე, აუცილებელია მოხდეს მთავრობის ეკონომიკური გუნდის და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობა, რათა თავიდან აცილებულ იქნეს ის შესაძლო პროცესები, რომელიც შესაძლებელია თან სდევდეს მიმდინარე მოვლენებს. ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანია:


 

ა) მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა ეროვნულ ბანკთან ერთად მოახდინოს კრიზისული და პოსტ-კრიზისული გეგმის შემუშავება, რომელიც მიმართული იქნება ერთის მხრივ ლარის გაჯანსაღებისაკენ ხოლო მეორეს მხრივ ინფლაციური პროცესების შემცირებისკენ.

 

ბ) მნიშვნელოვანია ცენტრალურმა ბანკმა, რომელსაც აქვს ყველა საჭირო ბერკეტი მოახდინოს სავალუტო ბაზრის პანიკის შემცირება მკაცრი შეზღუდვების დაწესების გზით, რითაც თავიდან იქნება აცილებული შიდა სპეკულაციებისგან ლარის სავალუტო კურსის გაუფასურება. გარკვეულწილად საჭიროა, მოხდეს კონტროლი სავალუტო ოპერაციებზე, რათა მაქსიმალურად შემცირდეს სპეკულაციური რისკები, რაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ვალუტის სწრაფი გაუფასურების.

 

გ) აუცილებელია ეკონომიკაში გაჩნდეს მეტი უცხოური ვალუტა და ამ საქმეში მნიშვნელოვანია რომ ეროვნულმა ბანკმა მოახდინოს რეზერვების დროული გამოყენება, რათა მიმდინარე პერიოდში დაიწყოს შესუსტებული ლარის მცირედით გაჯანსაღება, რადგან მომდევნო პერიოდის მანძილზე ევროპასა და მსოფლიო ბაზარზე არსებული შეზღუდვების პირობებში ქვეყანაში შემოსული სახსრების მოცულობის შემცირებაზე იყოს ადეკვატური პასუხი.

 

„აღსანიშნავია რომ კორონავირუსის გავლენა უფრო მკვეთრი იქნება პოსტ-კრიზისულ პერიოდში, რა დროსაც ვფიქრობ, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი რეკომენდაციების გაზიარება და სწორი გადაწყვეტილებების ეფექტური მართვა მაქსიმალურად შეამცირებს ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას“-აცხადებს ბერძენაძე.

 

 სოფო ქსოვრელი 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up