„სამწუხაროდ Hilton-ის გახსნა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაემთხვა“ - ბრენდული სასტუმრო პირველ სტუმარს მარტში მიიღებს

„სამწუხაროდ Hilton-ის გახსნა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაემთხვა“ - ბრენდული სასტუმრო პირველ სტუმარს მარტში მიიღებს

access_time2020-01-14 15:30:57

თბილისში Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმრო მარტში გაიხსნება. პროექტი ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის კომპანია „რედიქსს“ ეკუთვნის.


როგორც პაპაშვილმა „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნა,  მერიის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებმა შეიძლება გახსნის დროს სირთულე და დისკომფორტი შეუქმნას სასტუმროში მოსულ ვიზიტორებს. ბიზნესმენი იმედოვნებს, რომ მერია დაპირებას შეასრულებს და ორ თვეში სამუშაოები დასრულდება. 


„ჭავჭავაძეზე  Hilton-ის სასტუმროს მარტის თვეში გავხსნით. სამწუხაროდ, ახლა ისე დაემთხვა, რომ მერია გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს  სწორედ ამ პერიოდში ახორციელებს.  დაველოდებით გზის გახსნას,  რომ სტუმრებს დისკომფორტი არ შეექმნათ.  მერია გვპირდება, რომ ორ თვეში დასრულდება.“ - ამბობს ლაშა პაპაშვილი.





სასტუმროს გახსნის თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა. Hilton-ის  პირველი სასტუმრო დედაქალაქში  2020 წლის თებერვალში უნდა გახსნილიყო. ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა ამის შესახებ „კომერსანტს“  გასული წლის ოქტომბერში განუცხადა.


Hilton Garden inn.-ს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი EBRD-ის თანადაფინანსებით ჭავჭავაძის გამზირზე აშენებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 31 მილიონი დოლარია. 14-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა, სადაც 165 ნომერი იქნება განთავსებული, საშუალო სეგმენტსა და ბიზნეს მოგზაურებზე იქნება გათვლილი.


Hilton-ის ბრენდის ქვეშ სასტუმრო უკვე ფუნქციონირებს ბათუმში, რომელიც 2015 წელს გაიხსნა. Hilton-ის ბრენდის ქვეშ შენდება სასტუმრო თბილისში, სოფლის მეურნეობის სასტუმროს ყოფილ შენობაში, მისი გახსნა 2020 წელსაა დაგეგმილი. ამავე ბრენდის ქვეშ სასტუმროს მშენებლობას გეგმავს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე ბიზნესმენი დავით კოდუა.


მარიამ მორგოშია 





„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა
access_time2022-09-30 13:06:19
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა. აღნიშნული ბიზნესმენმა ბიზნესპარტნიორს თავად დაუდასტურა.   ჩვენი ჯგუფი დიდი ხანია ახორციელებს კომერციული უძრავი ქონების განვითარებას ქ. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. კერძოდ, ჩვენ ვაშენებთ და ოპერირებას ვუწევთ საშუალო ზომის სავაჭრო ცენტრებს, სადაც მთავარი არენდატორია კომპანია “კარფური” და ასევე არენდატორები არიან ათობით სხვა საქართველოში მოღვაწე რითეილერები. შესაბამისად, ვფიქრობთ, ჯგუფში დაგროვდა...

მარტი-ივლისში საქართველოში ბინადრობის ნებართვა რუსეთის 1598 მოქალაქეზე გაიცა - მიმართვიანობა 54%-ით გაიზარდა

მარტი-ივლისში საქართველოში ბინადრობის ნებართვა რუსეთის 1598 მოქალაქეზე გაიცა - მიმართვიანობა 54%-ით გაიზარდა
access_time2022-09-30 13:00:44
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის მარტი-ივლისის პერიოდში საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაიცა რუსეთის 1,598 მოქალაქეზე, ხოლო უარი ეთქვა 434 მათგანს. 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2022 წელს რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში ბინადრობის უფლების მისაღებად მიმართვიანობა 54%-ით, ხოლო დაკმაყოფილების მაჩვენებელი 25%-ით გაიზარდა, — ამის შესახებ ინფორმაციას IDFI აქვეყნებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2022 წლის მარტი-ივლისი...

სიახლე მხოლოდ ლიბერთის მომხმარებლებისთვის

სიახლე მხოლოდ ლიბერთის მომხმარებლებისთვის
access_time2022-09-30 11:55:06
დღეიდან, ლიბერთიში სოციალური სარგოს მიმღებ პირებს შესაძლებლობა აქვთ სამომხმარებლო ტიპის სესხებზე 4 წლამდე ვადით ისარგებლონ. "მოხარული ვართ, რომ საშუალება მოგვეცა განსაკუთრებული პირობები შეგვეთავაზებინა ექსკლუზიურად ჩვენი მომხმარებლებისთვის. როგორც იცით, 2022 წლის აგვისტოში ეროვნული ბანკის მიერ მიღებული რეგულაციის თანახმად, სამომხმარებლო ტიპის სესხებზე მაქსიმალური ვადა განისაზღვრა 36 თვით, რაც ჩვენი მომხმარებლების გარკვეული ნაწილისთვის შეამცირებდა სამომხმარებლო ტიპის...

„შეცვალე“ - პროკრედიტ ბანკი მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას იწყებს

„შეცვალე“ - პროკრედიტ ბანკი მასშტაბურ გარემოსდაცვით  კამპანიას იწყებს
access_time2022-09-30 11:25:34
შეცვალე! ნუ დაკარგავ კავშირს ბუნებასთან, მოუფრთხილდი მას! თემა, რომელიც დღეს განსაკუთრებით აქტუალურია და საკითხი, რომელიც ყველას გვაფიქრებს: ეკოლოგია და გარემოს დაცვა. პროკრედიტ ბანკმა ახალი კამპანია სწორედ ამ მიმართულებით წამოიწყო. გარემოსდაცვით კამპანიას ბანკი მთავარი ვიდეო რგოლით ხსნის, რომელიც  მოკლემეტრაჟიან ფილმს გვაგონებს. სცენარი წარმოსახვით სამყაროში ვითარდება და განსაკუთრებული სიმძაფრით აღწერს იმ მომავალს, რომელიც შეიძლება დადგეს, თუკი ბუნებას არ...

ევრო დოლართან მიმართებით ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაუფასურდა

ევრო დოლართან მიმართებით ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაუფასურდა
access_time2022-09-30 11:30:28
ევროპის მასშტაბით ენერგოკრიზისის, რუსეთ-უკრაინის ომის გამწვავებისა და აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ფონზე, ევრო ამერიკულ დოლართან მიმართებით რეკორდულად უფასურდება. საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე დღეს ერთი ევროს სანაცვლოდ 0.956 დოლარის შეძენაა შესაძლებელი, რაც ბოლო ოცწლეულის მინიმალური მაჩვენებელია. საგულისხმოა, რომ რუსეთის მიერ ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებისა და ევროპის ენერგოუსაფრთხოების კითხვის...


მსგავსი სიახლეები

up