Meidan Group-მა  სამონადირეო ბიზნესის განვითარება დაიწყო -  რას სთავაზობს „ყარაიას სამონადირეო მეურნეობა“ ტურისტებს

Meidan Group-მა სამონადირეო ბიზნესის განვითარება დაიწყო - რას სთავაზობს „ყარაიას სამონადირეო მეურნეობა“ ტურისტებს

access_time2019-05-03 16:00:58

Meidan Group-მა  სასტუმროების ბიზნესის პარალელურად სამონადირეო ბიზნესის განვითარება დაიწყო. ჯგუფი გარდაბნის რაიონში, აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს, 3200 ჰექტარს ფლობს, სადაც 2018 წლიდან „ყარაიაზის სამონადირეო მეურნეობაა“ გაშენებული.


Meidan Group-ის  სამონადირეო მეურნეობა ვიზიტორებს რამდენიმე სახის მომსახურებას სთავაზობს. ფერმაში წარმოდგენილია ცხოველები, რომელზე ნადირობაც ნებადართულია ნადირობის სეზონში და ასევე არის  წითელ წიგნში შეტანილი რამდენიმე სახეობა, რომელთა მონადირებაც აკრძალულია. გარდაბნის ნაკრძალში ბინადრობს ღორი, კურდღელი, ტურა, მელია, მგელი, ასევე კავკასიური ირემი, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი. ფრინველებიდან ამ ნაკრძალში ნადირობა შესაძლებელია ხოხობზე, ტყის ქათამზე, იხვზე და ქედანზე. აქვე წარმოდგენილია თევზის სახეობები.


როგორც „კომერსანტთან“ მეურნეობის ხელმძღვანელი ზაზა ჩიტრეკაშვილი აღნიშნავს, ყველა მომსახურებას სხვადასხვა ღირებულება აქვს. ფასი დამოკიდებულია იმაზე, ქირაობს თუ არა დამსვენებელი აღჭურვილობას, სანადირო ძაღლს, რეინჯერის მომსახურებას და ა.შ..  


ნადირობის ბოლო სეზონზე „ყარაიას სამონადირეო მეურნეობა“ უკვე მოემსახურა 70-ამდე ნადირობითა და თევზაობით დაინტერესებულ ტურისტს.


როგორც ზაზა ჩიტრეკაშვილი აღნიშნავს, სამონადირეო მეურნეობას საქართველოში მაღალ პოტენციალი აქვს, თუმცა არსებობს პრობლემები, რაც ამ რესურსების სრულფასოვნად გამოყენებას მნიშვნელოვნად აფერხებს.



„ჯერჯერობით სამონადირეო მეურნეობა ჩვენს ქვეყანაში ახალი ხილია და ბევრი რამეა შესაცვლელი. სამონადირეო ფერმებს დიდი პოტენციალი აქვთ ტურისტული თვალსაზრისით, უბრალოდ, გარკვეული ხელშეწყობა სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან. ერთი კვირის წინ ჩვენთან გაეროს წარმომადგენლები იყვნენ და ჩვენი პრობლემები შეისწავლეს. სამწუხაროდ, დიდია ბრაკონიერების შემოტევა, ისინი კუსტარული დენის აპარატით იპარებიან ჩვენს ტერიტორიაზე და ელექტროშოკით თევზაობენ, შედეგად ჩვენი რესურსი დიდ ზარალს განიცდის. მართალია, ბრაკონიერობასთან დაკავშირებით არსებობს კანონმდებლობა, მაგრამ, ჩემი აზრით, კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს და ჯარიმა უნდა გაიზარდოს,“ - აცხადებს ზაზა ჩიტრეკაშვილი.


მეურნეობის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანაში არსებობს „სანადრო მეურნეობის სააგენტო“, რომლებიც კონსულტაციებს ევროპაში გადიან. ჯგუფი აპირებს ბრაკონიერობის შესახებ კანონპროექტის შექმნას. ამ კანონით დარეგულირდება ისეთი საკითხები, როგორიცაა ნავების რეგისტრაციის პრობლემა - ნავებს მანქანების მსგავსად მიენიჭება ნომერი, რომელიც მისი მფლობელის გამოვლენას გააადვილებს.


ზაზა ჩიტრეკაშვილი „კომერსანტთან“  „ყარაიაზის სამონადირეო მეურნეობის“ სხვა მიმართულებებზეც საუბრობს.  


„ტურისტებს ვთავაზობთ ეკოპროდუქტს, რომელიც გულისხმობს ეკოლოგიურად სუფთა ყველს, ხორბალსაც ეკოლოგიურად სუფთად ვამზადებთ, ჩვენი ქათამი და მწყერი ყველა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს იღებს და, შესაბამისად, ჩვენი პროდუქტი საკმაოდ დიდი მოწონებით სარგებლობს,“ - აცხადებს გარდაბნის სამონადირეო მეურნეობის ხელმძღვანელი.


რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მეურნეობაში დაგეგმილია ველოტურებისა და საცხენოსნო ტურებში მონაწილეობა. ასევე იგეგმება საპიკნიკე ადგილების მოწყობა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ნადირობა ნაკლებად იზიდავს, მომავალში შესაძლებელია ახალგაზრდების ჩართვა ტყის დალაგების პროცესში და ა.შ.


ყარაიაზის სანადირო ფერმა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს არსებობდა და სანადირო, თევზაობისა და სარეკრეაციო მიზნებისთვის რომანოვების ოჯახის ფავორიტი ადგილი იყო. 


მარიამ მორგოშია






„ოლიგოპოლიური ნიშნების მატარებელი, არაფორმალური ჯგუფების გავლენების მიერ მართული ბიზნეს გარემო -ბიზნესომბუდსმენის აპარატი გასაუქმებელია“

„ოლიგოპოლიური ნიშნების მატარებელი, არაფორმალური ჯგუფების გავლენების მიერ მართული ბიზნეს გარემო -ბიზნესომბუდსმენის აპარატი  გასაუქმებელია“
access_time2019-11-11 18:23:03
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ბიზნესომბუდსმენის აპარატი არის გასაუქმებელი - ეს არის ზედმეტი ხარჯი ქვეყნის ბიუჯეტისთვის და “ხელისუფლებასთან საქმის დალაგების” არსის მატარებელი სტრუქტურა - სიმართლე არის ეს! - თუ ქვეყანაში იქნება სამართლიანი, ღია, კონკურენტული გარემო და გამჭვირვალე ეფექტიანი ბიუროკრატია, ბიზნესომბუდსმენები საჭირო არიან - ამის...

„უკვე ვხედავთ მკაფიო ინტერესს პრინციპულად განსხვავებული ბაზრებიდან“ – Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი

„უკვე ვხედავთ მკაფიო ინტერესს პრინციპულად განსხვავებული ბაზრებიდან“ – Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი
access_time2019-11-11 19:30:30
“რუსული ემბარგოსგან გამოწვეული კრიზისი სამწუხაროდ კახეთში ვიგრძენით ძალიან მწვავედ”, აცხადებს Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი ქეთი მიქაშავიძე. თუმცა მისივე განმარტებით, ალტერნატიული ბაზრების ჩანაცვლებით სექტორმა გარკვეულწილად დანაკარგის მეტნაკლები დაბალანსება მოახერხა. „წლევანდელ სეზონთან დაკავშირებით მოლოდინი გვქონდა განსაკუთრებული, სხვადასხვა რეგიონში ველოდით უკეთეს შედეგებს ვიდრე სამწუხაროდ მივიღეთ. კახეთში მომუშავე...

„შეზღუდული მანდატის მიუხედავად, ლექვინაძე მხარეებისთვის სათქმელის სწორად მიწოდებას ახერხებდა“- ბიზნესის შეფასება

„შეზღუდული მანდატის მიუხედავად, ლექვინაძე  მხარეებისთვის სათქმელის სწორად მიწოდებას ახერხებდა“- ბიზნესის შეფასება
access_time2019-11-11 18:30:31
„ბატონ ირაკლი ლექვინაძესთან ყველა საკითხი, რომელიც ჩვენ გვინდოდა მიგვეტანა მივიტანეთ და მან კარგი კომუნიკატორისა და შუამავლის როლი შეასრულა.“ - ასე აფასებს კომპანია „ნატახტარის“კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკიოლოზ ხუნძაკიშვილი ბიზნესობუდსმენის ირაკლი ლექვინაძის განვლილ საქმიანობას ბიზნესომბუდსმენის პოსტზე. როგორც ცნობილია, ირაკლი ლექვინაძემ და მისმა მოადგილემ ლევან...

ილონ მასკი: მთავარი ინჟინერიც რიგითი მუშა უნდა იყოს

ილონ მასკი: მთავარი ინჟინერიც რიგითი მუშა უნდა იყოს
access_time2019-11-11 20:30:20
SpaceX და Tesla-ს დამაარსებელი ილონ მასკი სან-ფრანცისკოში  კოსმოსური სტარტაპების გამოფენაზე   სიტყვით  გამოვიდა. ღონისძიების ორგანიზატორი აშშ-ს სამხედრო -საჰაერო ძალები და კოსმოსურ ინდუსტრიაში მომუშავე კონსალტინგური კომპანია Starburst Aerospace იყო . გამოფენაში მონაწილეობა  75-მა კოსმოსურმა სტარტაპმა მიიღო , რომელმაც ა თავისი პროდუქცია საინვესტიციო ფონდებს და სამხედროებს...

#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა

#იმოგზაურევისოლთანერთად  - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა
access_time2019-11-11 15:00:01
„ვისოლ ჯგუფის“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა. ტურში მონაწილეობა საქართველოში მოქმედი მედია-საშუალებების წარმომადგენლებმა, ბლოგერებმა და ინფლუენსერებმა მიიღეს. მედია-ტური ოთხივე სეზონზე საქართველოში შიდა ტურიზმის ხელშეწყობას და დაცული ტერიტორიების სააგენტოს და „ვისოლ ჯგუფის“ ერთობლივი პროექტის #იმოგზაურევისოლთანერთად ახალი ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი სოციალური მედია გათამაშების...


მსგავსი სიახლეები

up