„სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ პირველი ეტაპი დაიწყო

„სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ პირველი ეტაპი დაიწყო

access_time2021-03-31 17:40:00

სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ, დღეიდან ,,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ პირველი ეტაპი დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.


„პროგრამაში ჩართვის მსურველებს რეგისტრაცია 5 აპრილის ჩათვლით შეეძლებათ. სწავლა აპრილის თვეში დაიწყება. პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მოკლევადიანი კურსები არანაკლებ ერთთვიანია. პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის სწავლა უფასოა.



პროგრამაში ჩართულია როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, სულ 5 სასწავლებელი, ორ ტერიტორიულ ერთეულზე - თბილისსა და იმერეთის რეგიონში. კვალიფიკაციის ამაღლების მოკლევადიან კურსებზე რეგისტრაცია შეუძლია შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში - worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებელს.



პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ შრომითი ქმედუნარიანობის მქონე (16 წლიდან) საქართველოს მოქალაქეები (გარდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხული მოსწავლეებისა), საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არ მქონე პირები და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სამუშაოს მაძიებლებად სააგენტოში და თანახმა არიან ჩაერთონ კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში.



შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებზე, მათი მოკლევადიან პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, გათვალისწინებულია დამატებითი ინდივიდუალური საჭიროებით განპირობებული მომსახურება (ასისტენტი, ტრანსპორტი, მობილობისა და ორიენტაციის ტრენერი, ჟესტური ენის თარჯიმანი). სხვა თანაბარ პირობებში არსებობისას, პროგრამით სარგებლობის უპირატესი უფლება ენიჭებათ სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს: შშმ პირები, დევნილები, სოციალურად დაუცველები, ყოფილი პატიმრები, პრობაციონერები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, ოჯახში ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლი პირები და სხვა.




2021 წლის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე ეტაპზე, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს და 6 სასწავლო დაწესებულებას შორის უკვე გაფორმდა ხელშეკრულება. მათ შორის, თბილისში 5 სასწავლო დაწესებულებასთან: შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია; შპს საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA; ა(ა)იპ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია; ა(ა)იპ კოლეჯი იკაროსი; შპს ევროპის ბიზნეს სკოლა და კონსალტინგი და ა(ა)იპ საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“. ასევე, შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის იმერეთის ფილიალი.



პროგრამაში მოსარგებლედ ჩართვის მიზნით, ქ. თბილისის მასშტაბით, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში - worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებთან გაიგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება პროგრამის დაწყების შესახებ. დაინტერესებულმა სამუშაოს მაძიებელმა უნდა მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და გაიაროს რეგისტრაცია პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. ამისათვის საჭიროა იქონიოს: პირადობის და საბაზო განათლების დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი; უპირატესი უფლებით სარგებლობისათვის კი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სამიზნე ჯგუფის დამადასტურებელი საბუთი.



პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულმა პირმაა უნდა მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს: 1505 ან ესტუმროს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვის ცენტრებს ქ. თბილისში, შემდეგ მისამართებზე:



• მიცკევიჩის ქ. 23;
• აღმაშენებლის გამზ. 140ა;
• კოსტავას ქ. 47/57;
• მოსკოვის გამზ. 25;
• სარაჯიშვილის გამზ. 1.
მოკლევადიანი კურსის გავლა შესაძლებელია პროფესიული სასწავლებლების მიერ წარმოდგენილ, შრომის ბაზარზე მოთხოვნად შემდეგ პროფესიებში:
• მარკეტინგის და გაყიდვების სპეციალისტი - მარკეტერი
• შინმოვლა
• ქსელის ადმინისტრირება
• ელექტრო ტექნოლოგია
• ნარჩენების მართვა
• ტრანსპორტის უსაფრთხოება და რისკის კონტროლი
• საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ორგანიზება
• საწყობის ლოგისტიკა
• ელექტრონული ბუღალტერია
• კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა
• სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობა
• სააღმზრდელო პროცესის წარმართვა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში
• დისტრიბუცია სავაჭრო ობიექტებში
• პურ-ფუნთუშეული/ფენოვანი ცომით ნამცხვრების მომზადება
• კერძების მომზადების ტექნოლოგია
• ბისკვიტის ცომით ნამცხვრებისა და სერიული წარმოების კრემებიანი ტორტების მომზადება
• ხორცის დამუშავება და ხორცპროდუქტების მომზადების ტექნოლოგია
• ადმინისტრაციული ასისტირება
• საოფისე სამეურნეო მარაგებისა და საარქივო დოკუმენტაციის მართვა
• სისტემური ადმინისტრირება
• საოფისე სამეურნეო მარაგები
• კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამები
• საბაჟო დეკლარირება
• მმართველობითი და საინფორმაციო დოკუმენტების მომზადება
• სალაროს ოპერაციების განხორციელება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up