„სამუშაოები,რომლებსაც სახელმწიფო ქმნის, სინამდვილეში ანადგურებს დოვლათს“ - გიორგი ლომინაძე

„სამუშაოები,რომლებსაც სახელმწიფო ქმნის, სინამდვილეში ანადგურებს დოვლათს“ - გიორგი ლომინაძე

access_time2019-05-26 16:00:44

რადიო კომერსანტზე, გადაცემაში „პროფესიონალები“, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ბაზრის“ დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, გიორგი ლომინაძემ საქართველოში შრომის ბაზარზე დერეგულაციის პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ადამიანები უნდა მუშაობდნენ იმისთვის, რომ შექმნან დოვლათი. საქართველოში კი ადამიანები მუშაობის პროცესში დოვლათს ანადგურენებ, ამიტომაც   ყველა ვღატაკდებით.სტატისტიკის თაყვანისმცემელი არ ვარ, ის არ ასახავს რეალობას, არა იმიტომ,რომ  მაგალითად, დასამებულის განსაზღვრებაა პრობლემატური, არამედ იმიტომ,რომ პირველ რიგში,არ ხდება იმის განსაზღვრა, თუ რომელი სამუშაოები ქმნიან დოვლათს და სად ხდება მომხმარებლის ნება-სურვილის ნებაყოფლობითი დაკმაყოფილება. იდეა მდგომარეობს შემდეგში, ერთი ადამიანი ყიდის შრომას და მეორე ყიდულობს მისგან ამ სერვისს. ის სამუშაოები,რომლებსაც სახელმწიფო ქმნის, სინამდვილეში ანადგურებს დოვლათს. ესეთი სამსახურები მაქსიმალურად უნდა შემცირდეს, მიუხედავად იმისა,რომ ამან შეიძლება დასაქმებულთა რიცხვი შეამციროს. ის სამუშაოები,რომლებიც დოვლათს არ ქმნიან უნდა გაქრნენ, რაც მეტად შემცირდება ასეთი სამუშაოების რიცხვი, მით უფრო სწრაფად შეიქმნება ისეთი,რომელიც დოვლათს შექმნის. სახელმწიფო სერიოზულ ტვირთს წარმოადგენს თავისუფალ ბაზარზე, თავისუფალი ბაზარი კი სწორედ ისეთ სამუშაო ადგილებს გააჩენს,რომლებიც აუცილებლად შექმნიან დოვლათს.

ჯანდაცვა და განათლება,  საქართველოში და ასევე მსოფლიოშიც, ყველაზე მეტად რეგულირებული სფეროებია, რისი საჭიროებაც სრული აბსურდია. რეგულირება ნიშნავს იმას,რომ ადამიანებს ვუკრძალავთ ნებაყოფლობითი ქმედების განხორციელებას. სწორედ ამიტომ, აღარ იდება ზუსტად ისეთი შრომითი ხელშეკრულებები,რომლებიც სიკეთის, დოვლათის მომტანი იქნება და გაგვამდიდრებს. ჩვენ არ უნდა ვიმტვრიოთ თავი იმაზე, თუ რამდენი ექიმი და ექთანი უნდა გვყავდეს, ან რამდენი პაციენტი უნდა მოდიოდეს ერთ ექთანზე. ჩვენი აზრით,  შეუძლებელია, რომ ეს რაოდენობა სწორად გადაწყვიტოს ვიღაც ჩინოვნიკმა, რაც არ უნდა ჭკვიანი იყოს ის. ამას წყვეტს მხოლოდ თავისუფალი ბაზარი და ჩვენი მომხმარებლები,რომლებიც ყიდულობენ სერვისებს ერთმანეთთან შეუზღუდავი კონკურენციაში მყოფი კომპანიებისგან. რომ არა სახელმწიფოს ძალადობრივი მონოპოლია,  გვექნებოდა კონკურენცია,რომელიც შექმნიდა მაღალ ხარისხს და დაბალ ფასებს. შრომის პირობებს რაც შეეხება, მონური პირობებით არავინ არ უნდა მუშაობდეს, მაგრამ სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციები მაიძულებს,სწორედ ამ პირობებში მუშაობას. რაც უფრო შეზღუდულია კონკურენცია, მით უფრო ნაკლები სამუშაო ადგილია და მით უფრო დაბალხელფასზე მიწევს მუშაობა.

თავისუფალი ბაზრის ამოსავალი წერტილი ნებაყოფლობითობაა. ნებაყოფლობითობა ქმნის შეუზღუდავ კონკურენციას და შემდეგ იქმნება სერვისის მაღალი ხარისხი და დაბალი ფასები, ასე ვმდიდრდებით ყველა. თუკი სურთ დასაქმებულ პირებს შექმნან კავშირი, რა თქმა უნდა, პროფკავშირებს უნდა ჰქონდეთ არსებობის უფლება. მაგრამ მათ არ უნდა ჰქონდეთ უფლება, ჩაერიონ ნებაყოფლობით შრომით გარიგებებში. ერთადერთი ვინც მათ ანიჭებთ იმის უფლებას,რომ ჩაერიონ ძალადობრივად ამ შრომით გარიგებებში, სახელმწიფოა.

უდიდესი შეცდომა და ტყუილია,როცა პროპაგანდირებენ,რომ თავისუფალი ბაზარი ბიზნესის მხარესაა და მთავრობა მომხმარებლების. სინამდვილეში, პირიქით არის, თავისუფალი ბაზარი მომხმარებლების ინტერესს წარმოადგეს. ბიზნესი იძულებულია იყვნენ კონკურენციაში ბაზარზე, რაც მას არ აწყობს. ბიზნესი და სახელმწიფო შედიან გარიგებაში და სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციებით, სუბსიდიებით და ა.შ. იზღუდება კონკურენცია და ხელი ეშლება ახალი კომპანიების წარმოქმნას, რათა ისინი  კონკურენციაში შევიდნენ უკვე არსებულ კომპანიებთან.


სახელმწიფო ქმნის ძალადობრივ ოლიგო და მონოპოლიებს. ანტიმონოპოლისტური სამსახური არის შირმა, ტყუილი,რომელიც ზღუდავს კონკურენციას. თვით სახელმწიფოც ძალადობრივი მონოპოლიაა. პოლიტიკური მონოპოლიაა,რომელსაც ქმნის მთავრობა და არავინ სხვა.

უთანასწორობა შეიძლება ორნაირი იყოს. სამართლიანი და უსამართლო.თუ ჩემი ნიჭით, შრომით მივაღწიე გარკვეულ ქონებრივ მდგომარეობას, ეს სამართლიანია. თუ სახელმწიფომ ჩამაყენა ისეთ მდგომარეობაში,რომ მე გავხდი ძალადობრივი მონოპოლისტი და ამით მივაღწიე სიმდიდრეს, მაშინ ეს უსამართლო უთანასწორობაა. ბოროტება კი მხოლოდ უსამართლო უთანასწორებაა და ისეთი  სიმდიდრე,რომელიც ძალადობრივი გზითაა მოპოვებული,“ - ამბობს გიორგი ლომინაძე.

 





„ოლიგოპოლიური ნიშნების მატარებელი, არაფორმალური ჯგუფების გავლენების მიერ მართული ბიზნეს გარემო -ბიზნესომბუდსმენის აპარატი გასაუქმებელია“

„ოლიგოპოლიური ნიშნების მატარებელი, არაფორმალური ჯგუფების გავლენების მიერ მართული ბიზნეს გარემო -ბიზნესომბუდსმენის აპარატი  გასაუქმებელია“
access_time2019-11-11 18:23:03
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ბიზნესომბუდსმენის აპარატი არის გასაუქმებელი - ეს არის ზედმეტი ხარჯი ქვეყნის ბიუჯეტისთვის და “ხელისუფლებასთან საქმის დალაგების” არსის მატარებელი სტრუქტურა - სიმართლე არის ეს! - თუ ქვეყანაში იქნება სამართლიანი, ღია, კონკურენტული გარემო და გამჭვირვალე ეფექტიანი ბიუროკრატია, ბიზნესომბუდსმენები საჭირო არიან - ამის...

„უკვე ვხედავთ მკაფიო ინტერესს პრინციპულად განსხვავებული ბაზრებიდან“ – Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი

„უკვე ვხედავთ მკაფიო ინტერესს პრინციპულად განსხვავებული ბაზრებიდან“ – Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი
access_time2019-11-11 19:30:30
“რუსული ემბარგოსგან გამოწვეული კრიზისი სამწუხაროდ კახეთში ვიგრძენით ძალიან მწვავედ”, აცხადებს Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი ქეთი მიქაშავიძე. თუმცა მისივე განმარტებით, ალტერნატიული ბაზრების ჩანაცვლებით სექტორმა გარკვეულწილად დანაკარგის მეტნაკლები დაბალანსება მოახერხა. „წლევანდელ სეზონთან დაკავშირებით მოლოდინი გვქონდა განსაკუთრებული, სხვადასხვა რეგიონში ველოდით უკეთეს შედეგებს ვიდრე სამწუხაროდ მივიღეთ. კახეთში მომუშავე...

„შეზღუდული მანდატის მიუხედავად, ლექვინაძე მხარეებისთვის სათქმელის სწორად მიწოდებას ახერხებდა“- ბიზნესის შეფასება

„შეზღუდული მანდატის მიუხედავად, ლექვინაძე  მხარეებისთვის სათქმელის სწორად მიწოდებას ახერხებდა“- ბიზნესის შეფასება
access_time2019-11-11 18:30:31
„ბატონ ირაკლი ლექვინაძესთან ყველა საკითხი, რომელიც ჩვენ გვინდოდა მიგვეტანა მივიტანეთ და მან კარგი კომუნიკატორისა და შუამავლის როლი შეასრულა.“ - ასე აფასებს კომპანია „ნატახტარის“კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკიოლოზ ხუნძაკიშვილი ბიზნესობუდსმენის ირაკლი ლექვინაძის განვლილ საქმიანობას ბიზნესომბუდსმენის პოსტზე. როგორც ცნობილია, ირაკლი ლექვინაძემ და მისმა მოადგილემ ლევან...

ილონ მასკი: მთავარი ინჟნერიც რიგითი მუშა უნდა იყოს

ილონ მასკი: მთავარი ინჟნერიც რიგითი მუშა უნდა იყოს
access_time2019-11-11 20:30:20
SpaceX და Tesla-ს დამაარსებელი ილონ მასკი სან-ფრანცისკოში  კოსმოსური სტარტაპების გამოფენაზე   სიტყვით  გამოვიდა. ღონისძიების ორგანიზატორი აშშ-ს სამხედრო -საჰაერო ძალები და კოსმოსურ ინდუსტრიაში მომუშავე კონსალტინგური კომპანია Starburst Aerospace იყო . გამოფენაში მონაწილეობა  75-მა კოსმოსურმა სტარტაპმა მიიღო , რომელმაც ა თავისი პროდუქცია საინვესტიციო ფონდებს და სამხედროებს...

#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა

#იმოგზაურევისოლთანერთად  - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა
access_time2019-11-11 15:00:01
„ვისოლ ჯგუფის“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა. ტურში მონაწილეობა საქართველოში მოქმედი მედია-საშუალებების წარმომადგენლებმა, ბლოგერებმა და ინფლუენსერებმა მიიღეს. მედია-ტური ოთხივე სეზონზე საქართველოში შიდა ტურიზმის ხელშეწყობას და დაცული ტერიტორიების სააგენტოს და „ვისოლ ჯგუფის“ ერთობლივი პროექტის #იმოგზაურევისოლთანერთად ახალი ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი სოციალური მედია გათამაშების...


მსგავსი სიახლეები

up