„სამუშაო საათების აღრიცხვის კანონი მხოლოდ დამსაქმებლისთვის საქმის გართულებას ემსახურება“ - ქართული მაღაზიები

„სამუშაო საათების აღრიცხვის კანონი მხოლოდ დამსაქმებლისთვის საქმის გართულებას ემსახურება“ - ქართული მაღაზიები

access_time2021-03-04 13:00:05

1 მარტიდან ამოქმედებული ახალი კანონი ბიზნესისთვის, თანამშრომლების სამუშაო საათების აღრიცხვის აუცილებლობის შესახებ, ქართულ მაღაზიათა გაერთიანების აზრით, ნაჩქარევი გადაწყვეტილებაა და მხოლოდ დამსაქმებლისთვის სამუშაო პროცესის გართულებას ემსახურება. ბიზნესს მიაჩნია, რომ  საერთო სურათს დასაქმების სფეროში ეს კანონი ვერ შეცვლის. "კომერსანტთან" საუბრისას, მაღაზიები აღნიშნავენ, რომ თანამშრომლების სამუშაო საათების აღრიცხვას არ ეწინააღმდეგებიან, მაგრამ წინასწარ გაუფრთხილებლობის გამო, სფერო ფაქტობრივად მოუმზადებელია და მათი უმეტესობა დაჯარიმების საფრთხის პირისპირ აგრძელებს მუშაობას. 


„ამ რეგულაციით პრობლემა ყველა კომპანიას ექმნება, მაგრამ მაღაზიების მთავარი დაბრკოლება არის ის , რომ მათთვის თავიდანვე არ იყო ცნობილი, თუ რა უნდა მომხდარიყო, რა ევალებოდათ.  მაღაზიების ნაწილი მოუმზადებელია, არ აქვთ არანაირი მზაობა იმისა, რომ აწარმოონ აღრიცხვის ჟურნალები.  ერთი თვით ადრე მაინც რომ სცოდნოდა ბიზნესს  ამ დეტალების  შესახებ, ალბათ უკეთესად მოემზადებოდნენ . კანონს ბუნებრივია ვერ შევეწინააღმდეგებით, მაგრამ ყველა რეგულაცია უნდა იყოს ჯანსაღი და ქმედითი. ეს კანონი ცალსახად მხოლოდ ფორმალობაა, ვერავინ გამოთვლის როდის მივა თანამშრომელი, რომელ საათზე მოაწერა მან ხელი. შესაბამისად , ეს ყველაფერი მხოლოდ დამსაქმებლისთვის საქმის გართულებაა და არაფერი შეიცვლება. ვისაც უნდა ელექტრონულად გააკეთებს ამ აღრიცხვას ვისაც უნდა, ხელს მოაწერს ქაღალდზე. ელექტრონული აღრიცხვა, რომ სავალდებულო გახადონ, ეს ცალკე ხარჯებია და იმედია ამის აუცილებლობა არ დადგება. პრობლემა ის კი არაა მაღაზიებს საათების აღრიცხვა რომ  უწევთ,  პრობლემა ისაა, რომ წინასწარ არაფერი იცოდნენ და მოუმზადებლები არიან. არავის უნახავს მინისტრის არც ბრძანება და არც დანართები. დღეს რომ შევიდეს ინსპექცია ბუნებრივია ამ მაღაზიებს დააჯარიმებენ იმიტომ, რომ მზად არაფერი აქვთ“ — განმარტავს ქართულ მაღაზიათა ასოციაციის თავმჯდომარე სანდრო სუბელიანი კომერსანტთან. 



შეგახსენებთ, კომპანიებს დასაქმებულთა სამუშაო საათების აღრიცხვა მოუწევთ. გასულ წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით ვალდებულება დამსაქმებლებისთვის 1 მარტიდან ამოქმედდა. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით წარმოებული ანგარიში დამსაქმებლებმა 1 წლით უნდა დაარქივონ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up