სამუშაო პირობები ორსული, ახალნამშობიარები, მეძუძური ქალებისთვის - ცვლილებები კანონში

სამუშაო პირობები ორსული, ახალნამშობიარები, მეძუძური ქალებისთვის - ცვლილებები კანონში

access_time2020-02-29 13:45:48


დასაქმებული ყველა ღონეს უნდა ხმარობდეს,რომ მომავალი თაობა დაიბადოს ჯანმრთელი და მათ ჯანმრთელობას პრობლემები არ შეექმნას საფრთხის შემცველი სამუშაო გარემოს გამო,- ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ადვოკატის საათი მარიკა არევაძესთან ერთად“ შრომის ინსპექციის ინსპექტორების სამმართველოს უფროსმა მაია მიქაიამ და ადვოკატმა ანა ჯალაღონიამ ქალთა შრომითი უფლებების კუთხით დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრეს.


მაია მიქაიას თქმით, ახალ კანონში საუბარია სამუშაო გარემოს ფიზიკურ ფაქტორებზე და არა კონკრეტულად სპეციალობებზე.


მოგეხსენებათ,რომ 2018 წელს იქნა მიღებული კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ,რომელიც უკვე 2019 წელს გახდა ორგანული კანონი. ორგანულ კანონი არამარტო მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, არამედ ყველა ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ ორგანიზაციას ეხება. დღეს ამ დეპარტამენტის ზედამხედველობა ხორციელდება ყველა ორგანიზაციაზე, კომპანიაზე,სადაც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობა არსებობს.


რაც შეეხება, ორსული, ახალნამშობიარებ და მეძუძური ქალების შემთხვევას, კანონში ხაზგასმულია ფიზიკური ფაქტორები და განმარტებულია, თუ რა იგულისხმება თითოეულ მათგანში. განმარტებულია ასევე ფიზიკურ ტვირთან დაკავშირებული საკითხი და ცალკე დანართია,სადაც განსაზღვრულია 27 კვირამდე და 27 კვირის შემდეგ, რამდენი კგ-ის გადატანა შეუძლიათ ორსულ ქალებს. 27 კილომდე 5-10 კგ-ზეა საუბარი, ხოლო 27 კვირის ზემოთ, ნებისმიერი წონის ტვირთზეა შეზღუდვა,-
ამბობს მაია მიქაია.


მან გადაცემაში ასევე აღნიშნა,რომ ცვლილებები შეეხება ფიზიკურ-ქიმიურ-ბიოლოგიურ აგენტებს და დამსაქმებლისა და შრომის უსაფრთხოების მენეჯერის ვალდებულებებს რისკების შეფასებასთან და პრევენციული ღონისძიებების შემუშავებასთან დაკავშირებით.



ფიზიკურ ფაქტორებთან ერთად, შემდეგ დანართში საუბარია ქიმიურ ფაქტორებზე, ფიზიკური-ქიმიური-ბიოლოგიური აგენტების ზემოქმედებაზე. თუ კონკრეტულად რა არის ზღვრულად დასაშვები მიკროკლიმატის პარამეტრები, რას უნდა აკმაყოფილებდეს, რომელია დასაშვები ტემპერატურა. დამსაქმებელმა უსაფრთხოების მენეჯერთან ერთად უნდა მოახდინოს გარემოს შეფასება და,როგორც ფიზიკური,ისე ზღვრულად დასაშვები ნორმების შესაბამისობების დადგენა და განსაზღვროს პრევენციული ღონისძიებები. იმ შემთხვევაშ თუ ვერ ხერხდება რისკების მინიმუმამდე დაყვანა, უნდა მოხდეს მისი გადაყვანა ერთი სამუშაო ადგილიდან სხვა სამუშაო ადგილზე, თუ არ არსებობს ალტერნატიული ადგილი, დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს,რომ ორსულმა, ახალნამშობიარებმა, თუ მეძუძურმა ქალმა არ შეასრულოს ის სამუშაო,რომელიც საფრთხეს შეუქმნის მის სიცოცხლეს. გათვალისწინებულია ასევე სკამი/სავარძელის რეგულირების საკითხი,ვინაიდან ის სრულად უნდა მოერგოს ორსულს, არამგონია არსებობდეს დამსაქმებელი,რომელიც მოახდენს ამ კატეგორიის ადამიანების უფლებების დარღვევას და მათთვის ისეთი სამუშაო გარემოს შეთავაზებას,რომელიც,როგორც დედის, ისე ნაყოფის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას შეუქმნის საფრთხეს.,-  ამბობს მაია მიქაია.


მან ასევე ისაუბრა უახლოეს მომავალში დაგეგმილ ცვლილებებზე, მაია მიქაიას თქმით, 2020 წლის სექტემბრიდან გაიზრდება ინსპექტორების რაოდენობა და რეგიონებში შეიქმნება ოფისები.ასევე დაწყებულია ცვლილებებზე მუშაობა არასრულწლოვანთა დასაქმების კუთხით.



2020 წლის სექტემბრის თვეში გავხდებით სიპი. ჩვენ გვაქვს სრული მანდატი შრომის უსაფრთხოების ნორმების მიმართულებით და ეს უკანასკნელი აღიქმება,რატომღაც მხოლოდ სამშენებლო ნორმების დაცვასთან, სინამდვილეში, ჩვენ ყველა ეკონომიკურ საქმიანობაზე ვახორციელებთ ზედამხედველობას.
დაწყებულია სამუშაოები,რომ გვქონდეს მანდატი უფლებრივ ნაწილთან დაკავშირები, რათა არ ვიყოთ მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის. გვაქვს ვალდებულებები დირექტივების მიღებასთან დაკავშირებით, ვართ მოსამზადებელ ეტაპზე და 2023 წლამდე უნდა მოხდეს მისი გადმოტანა ქართულ რეალობაში და მორგება ქართულ რეალობასთან. ვმუშაობთ ასევე იმის შესახებ, თუ სად იქნება აკრძალული მომავალში არასრულწლოვნების დასაქმება,
-აღნიშნავს მაია მიქაია.


ადვოკატი ანა ჯალაღონია აცხადებს,რომ აღნიშნული რეგულაციები ბიზნესს გაუძვირებს შტატში ორსული ქალების არსებობას.


დამსაქმებელთა მეტიწილი ბაზარზე არიან მცირე და საშუალო დონის ბიზნესები,რომელთაც შესაძლოა დამატებითმა რეგულაციებმა გაუძვიროს ერთი ორსული ქალის არსებობაც კი მის შტატში. მაგალითად, თუ ვერ უზრუნველყოფს დამსაქმებელი ორსულის დღის ცვლაზე გადაყვანას ღამის ცვლიდან,მაშინ მან ამ პერიოდში უნდა გაათავისუფლოს იგი მოვალეობის შესრულებისგან და მოიყვანოს სხვა. არ არის განსაზღვრული ანაზღაურება უნდა გადაუხადოს თუ არა, მაგრამ ფაქტია,რომ სამუშაო პირობების არარსებობის გამო მოხდება მისი ჩამოცილება სამუშაო პირობებიდან. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი მას ხელფასს მაინც გადაუხდის, გვექნება სიტუაცია,სადაც პოტენციურად ის ორი ადამიანის ხელფასს გადაიხდის, რაც ბიზნესისთვის დამატებითი ტვირთია. საბოლოოდ, შეიძლება აღმოჩნდეს,რომ საორჭოფო და პრობლემური გახდება ქალბატონის, ან რეპროდუქციულ ასაკში მყოფი ქალბატონის სამუშოზე აყვანა. ეს კი პრობლემურს გახდის დასაქმებას,- აღნიშნავს ანა ჯალაღონია.


მოამზადა ნათია კეკენაძემ 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up