სამუშაო კვირას დოლარი აღმავალი ტრენდით იწყებს

სამუშაო კვირას დოლარი აღმავალი ტრენდით იწყებს

person access_time2016-02-29 12:58:00

კვირის დასაწყისში დოლარმა ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებაში აღმავალი ტრენდი განავითარა. განსაკუთრებით გაძლიერდა ლიდერი ვალუტა ევროსთან და წყვილში ვაჭრობამ ბოლო სამი კვირის მაქსიმალური მაჩვნებელი შეადგინა. შტატებიდან გამოსული ძლიერი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ფონზე, 

 

კიდევ უფრო გამყარდა მოლოდინი, რომ ფედერალური სარეზერვო ბანკი დინამიკაში გააგრძელებს საპროცენტო განაკვეთების აწევის პროცესს. ამას მოწმობს შტატებში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის ტემპი და ინფლაციის მაჩვენებელი. ირკვევა, რომ დეკემბერში ამერიკაში გასული წლის მეოთხე კვარტლის მთლიანმა შიდა პროდუქტმა წინასწარ პროგნოზირებული 0,7%-ის ნაცვლად 1% შეადგინა. გაიზარდა მომხმარებლის მსყიდველუნარიანობაც. ყველა ამ ფაქტორმა კი დადებით გავლენა იქონია დოლარზე.

ევროს გარდა ის გაძლიერდა იაპონურ იენასთან დაბოლო ერთი კვირის მაქსიმალური მაჩვენებელი შეადგინა. ამასთან შვეიცარიულმა ფრანკმაც დოლართან მიმართებაში პოზიციები დაკარგა. რაც შეეხება დოლარი იენას წყვილს მიუხედავად გამყარებისა უნდა ითქვას, რომ დოლარი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იენასთან 5%-ით გაუფასურებულია.

 

რას ველით?

 

კვირის განმავლობაში ველით შმდეგი მნიშვნელოვანი ინფორმაციების გამოქვეყნებას. დღეს იაპონია საცალო გაყიდვების მაჩვენებელს გამოაქვეყნებს. ამასთან ევროზონიდანაც ველოდებით წინასარ მონაცემს ინფლაციის შესახებ. ხვალ ჩინეთი წარმოების მაჩვენებელს გაასაჯაროებს. ხუთაბათს ამერიკისგან ველით დასაქმების შესახებ ინფორმაციას. კვირის ბოლო დღეს, პარასკევს კი კანადა და შტატები სავაჭრო ბალანსის შესახებ ინფორმაციას გაასაჯაროებენ. 

 

25.02.2016

 


„ადმირალ მარკეტსის“ ტრეიდერებს და ფორექსით დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ დღევანდელი ფორექსის ბაზრის მოკლე მიმოხილვას. 

 

დღეს  დოლართან მიმართებაში ძირითადი ვალუტები შემდეგნაირად გამოიყურებიან:

 

ევრო შემცირდა დოლართან მიმართებაში და ბოლო მონაცემებით ვაჭრობა 1,0925 მიმდინარეობს.

 

შემცირდა ფუნტი სტერლინგი  დოლართან მიმართებაში  და ვაჭრობა 1,3867 ნიშნულთან მიმდინარეობს. 

 

დოლარი გამყარდა იაპონურ იენასთან და ვაჭრობა 113.96 ნიშნულთან მიმდინარეობს 

 

ძვირფას ლითონებზე დღეს შემდეგი სურათია: ოქროზე ფასმა დაიკლო 1.29 %-ით და ვაჭრობა 1222.80 ნიშნულთან მიმდინარეობს. 

 

დაიკლო ვერცხლის ფასმა 3,22 %-ით და ბოლო მონაცემებით ვაჭრობა 14.71 ნიშნულთან მიმდინარეობს. 

 

ნედლი ნავთობის ფასმა დაიკლო 0.70%-ით და ბარელზე შეადგინა 32.84 დოლარი.

 



დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-12-07 21:00:01
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. საქართველო 12,5%, ევროზონა 4,9%, აზია 2,2% - ინფლაციის ანტირეკორდი მსოფლიოში საქართველოს კანონმდებლობით ინფლაციაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია. ინფლაციის მართვა სწორედ მისი მთავარი მანდატია, თუმცა მას პრობლემა საგარეო ფაქტორებზე გადააქვს, ქვეყანაში კი...

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, მანათთან გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, მანათთან გაუფასურდა
access_time2021-12-07 18:00:05
7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.58 თეთრით 3.0909-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0950 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.80 თეთრით 3.4813-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.89 თეთრით 4.0948-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.25 თეთრით 1.8190-მდე, 1000 სომხურ დრამთან 2.65 თეთრით 6.2656-მდე, ხოლო 100 რუსულ რუბლთან 3.95 თეთრით 4.1561-მდე გამყარდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.05 თეთრით 0.2252-მდე...

პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა

პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა
access_time2021-12-07 15:55:02
დღეს, პროკრედიტ ბანკი საქართველოს სათაო ოფისში ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი,  დამოუკიდებელი წევრები  წარუდგინეს მედიას.   საბჭოს საქმიანობაში ნინო დადუნაშვილი და თეონა მაკალათია ჩაერთვნენ. შემადგენლობაში უკვე არიან: საბჭოს თავჯდომარე, მარსელ ცაიტინგერი და წევრები: რაინერ პეტერ ოტენშტაინი, ჯან მარკო ფელიჩე და სანდრინე მასიანი. ცვლილების შემდეგ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში ქალთა რაოდენობამ 50%...

საპენსიო ტენდერში ბანკების კონკურენციას არც ახლა უნდა ველოდოთ

საპენსიო ტენდერში ბანკების კონკურენციას არც ახლა უნდა ველოდოთ
access_time2021-12-07 14:50:03
დეკემბრის ბოლოსთვის, სავარაუდოდ, მთავრობას პენსიებისა და სხვა სოციალური გასაცემლების საბანკო მომსახურებასთან დაკავშირებით, ახალი ტენდერის გამოცხადება მოუწევს. ამით, ფაქტობრივად დასრულდება წინასაარჩევნოდ რამდენიმე პოლიტიკური ძალის მიერ, მოკლევადიან ელექტორალურ შედეგზე ორიენტირებული რიტორიკა.   როგორც გვახსოვს, პოლიტიკოსების ძირითადი კრიტიკა გულისხმობდა, რომ რადგან პენსიებს ერთი ბანკი არიგებს, ის ამით სარგებლობს და ე.წ. საპენსიო სესხზე უსამართლო...

Mastercard-ით გადახდისას ბილაინის აბონენტებს თანხის 50% დაუბრუნდებათ

Mastercard-ით გადახდისას ბილაინის აბონენტებს თანხის 50% დაუბრუნდებათ
access_time2021-12-07 13:50:40
საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, ბილაინი აგრძელებს აბონენტებისთვის მრავალფეროვანი პროდუქტებისა და შესაძლებლობების შექმნას. ამჯერად კომპანია Mastercard-ის პარტნიორი გახდა და მასთან ერთად მომხმარებელს უნიკალური შეთავაზება წარუდგინა. თანამშრომლობის ფარგლებში, 2021 წლის 7 დეკემბრიდან 2022 წლის 14 იანვრის ჩათვლით, MyBeeline App-ის მომხმარებლები, აპლიკაციაში Mastercard-ით გადახდისას თანხის 50%-ს უკან, საბანკო ბარათზე...


მსგავსი სიახლეები

up