“სამუშაო ძალის ახალი მეთოდოლოგიით გამოკვლევის შემდეგ, უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება”

“სამუშაო ძალის ახალი მეთოდოლოგიით გამოკვლევის შემდეგ, უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება”

access_time2020-01-20 15:45:22

2020 წლის მესამე კვარტლიდან სტატისტიკის ეროვნული სამსახური დასაქმებისა და უმუშევრობის შესახებ მონაცემებს ახალი მეთოდოლოგიით შეაგროვებს. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, ახალი მეთოდოლოგიით, დასაქმებულად ჩაითვლება მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც საკუთარ სერვისს ან პროდუქტს ბაზარს სთავაზობს, ანუ საკუთარ შრომას ყიდის. ხოლო ადამიანი, რომელიც საკუთარ ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით არის დაკავებული და მიღებულ მოსავალს მხოლოდ თავად მოიხმარს და არა კომერციული კუთხით, დასაქმებულად აღარ ჩაითვლება.


“აქამდე თვითდასაქმებულად ითვლებოდა ნებისმიერი საკუთარ მამულში მომუშავე პირი, მიუხედავად იმისა, საკუთარი მოხმარებისთვის აწარმოებდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, თუ ბაზარზე გასაყიდად. ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით, თვითდასაქმებულთა კატეგორიიდან გამოირიცხებიან პირები, რომლებიც აღარ არიან ბაზარზე ორიენტირებული. ანუ, თუ ისინი თავიანთი მოწეული პროდუქციის 50 პროცენტზე მეტს არ ყიდიან ბაზარზე. ასეთი ადამიანები აღარ ჩაითვლებიან თვითდასაქმებულად”, – აღნიშნა საქართველოს პირველ არხთან საქსტატის ხელმძღვანელმა.


ამასთან, როგორც გოგიტა თოდრაძემ განაცხადა, 2020 წლის მესამე კვარტლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც საქსტატი ახალი მეთოდოლოგიით დათვლილ დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლებს გამოაქვეყნებს, შესაძლოა, დასაქმების მაჩვენებლები რადიკალურად შეიცვალოს.



“როგორც სხვა ქვეყნებში პილოტურმა კვლევებმა აჩვენა, ახალი მეთოდოლოგიის დამკვიდრება იწვევს ძირეულ ცვლილებებს დასაქმებისა და უმუშევრობის სტატისტიკაში, რაც დიდი ალბათობით, გაზრდის უმუშევრობის დონეს. ასევე, არ არის გამორიცხული დასაქმების დონის მაჩვენებლის შემცირება”, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.


გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, ახალი სტანდარტი უკვე დაინერგა 20-მდე ქვეყანაში, მათ შორის სომხეთში, მოლდოვაში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. რაც შეეხება საქართველოს, თოდრაძის ინფორმაციით, 2020 წლის პირველი ორი კვარტლის განმავლობაში მონაცემების შეგროვება მოხდება როგორც ახალი, ისე ძველი მეთოდოლოგიის კითხვარით, მესამე და მეოთხე კვარტლების მონაცემებს კი საქსტატი მთლიანად ახალი მეთოდოლოგიით გამოიკვლევს.


“დასაქმებულია დაახლოებით მილიონ 700 ათასი ადამიანი, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ აქედან დაახლოებით 800 000 მოქალაქე გახლავთ თვითდასაქმებული. ესენი არიან, მაგალითად, საკუთარ მამულში უსასყიდლოდ მომუშავე პირები, ტაქსის მძღოლები, ძიძები, რეპეტიტორები და ა.შ. ახალი მეთოდოლოგიის ცვლილება ძირითადად ეხება თვითდასაქმებულებს, რომლებიც მუშაობენ სოფლად, საკუთარ მამულში. მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია. ამ 800 ათასიდან დაახლოებით 70-80 პროცენტი დასაქმებულია სოფლად. შესაბამისად, მათი გადაკვალიფიცირება არის დაგეგმილი ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით”, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ.


გაზეთი „ბანკები და ფინანსები“





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up