სამუშაო ადგილას ვიდეო თვალის დამონტაჟება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში იქნება დასაშვები

სამუშაო ადგილას ვიდეო თვალის დამონტაჟება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში იქნება დასაშვები

access_time2019-05-24 23:30:00

პარლამენტი “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალ კანონს მიიღებს. კანონპროექტი, გამომდინარე საკანონმდებლო ინიციატივებთან ერთად, ინიცირებისთვის მზად არის. საკანონმდებლო პაკეტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოამზადა და მისი ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: - სოფო კილაძე, რატი იონათამიშვილი, ცოტნე ზურაბიანი, ვანო ზარდიაშვილი, ირაკლი ბერაია და ანრი ოხანაშვილი.

 

“პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით, რომელიც პარლამენტის ბიუროს 27 მაისის სხდომაზე წარედგინება, შემდეგი სიახლე შემოდის:

 

კანონპროექტით “პერსონალური მონაცემის“ და “განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემის“ განმარტება იცვლება. პერსონალურ მონაცემი არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური და ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით. განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი კი განიმარტება როგორც მონაცემი, რომელიც დაკავშირებულია პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ შეხედულებებთან, რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსთან, პროფესიული კავშირის წევრობასთან, ჯანმრთელობასთან, სქესობრივ ცხოვრებასთან, მსჯავრდებასთან, ნასამართლობასთან, არასრულწლოვნის განრიდებასთან, სქესობრივი დანაშაულის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან ოჯახური დანაშაულის დაზარალებულად ცნობასთან, აგრეთვე ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები.

 

ზუსტდება პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრინციპები. დგინდება, რომ მონაცემები უნდა შეგროვდეს და მოპოვებულ იქნეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის. დაუშვებელი ხდება მონაცემთა შემდგომი დამუშავება სხვა, თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით. ისინი უნდა დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად. მონაცემები უნდა იყოს იმ მიზნის ადეკვატური და პროპორციული, რომლის მისაღწევადაც მუშავდება ისინი. დამუშავების მიზნის შეუსაბამო მონაცემები დაუყოვნებლივ უნდა წაიშალოს ან განადგურდეს.

 

მონაცემები შეიძლება შეინახონ მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების მიზნის მისაღწევად. იმ მიზნის მიღწევის შემდეგ, რომლისთვისაც მუშავდება მონაცემები, ისინი უნდა წაიშალოს ან განადგურდეს ან შენახული უნდა იქნეს პირის იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.


 

კანონპროექტით, მნიშვნელოვანი ცვლილებები ეხება ვიდეოთვალთვალისა და აუდიომონიტორინგის, მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავების წესებს.

 

უშუალოდ სამუშაო ადგილის ვიდეოთვალთვალი დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, ასევე საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნებისათვის და თუ ამ მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია.

 

ამ შემთხვევაში სამუშაო ადგილის მიხედვით ყველა დასაქმებული პირი დამატებით უნდა იყოს ინფორმირებული ვიდეოთვალთვალის განხორციელების მიზნების შესახებ. ვიდეოთვალთვალის სისტემა და ვიდეოჩანაწერები დაცული უნდა იყოს არამართლზომიერი ხელყოფისა და გამოყენებისაგან. მონაცემთა დამმუშავებელმა უნდა უზრუნველყოს ვიდეოჩანაწერებზე წვდომის ყოველი შემთხვევის, მათ შორის წვდომის დროის, ადგილის და მომხმარებლის სახელის აღრიცხვა, რომელიც იძლევა წვდომის განმახორციელებელი პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას. მონაცემთა დამმუშავებელი, უფლებამოსილი პირი ვალდებული ხდება თვალსაჩინოდ განათავსოს გამაფრთხილებელი ნიშანი ვიდეოთვალთვალის მიმდინარეობის შესახებ, რომელზეც ასევე ასახული იქნება მონაცემთა დამმუშავებლის ვინაობა და საკონტაქტო მონაცემები.

 

კანონპროექტით ასევე გათვალისწინებულია აუდიომონიტორინგის საკანონმდებლო ნორმების შემოღება და განისაზღვრება აუდიომონიტორინგის განხორციელების საფუძვლები. აუდიომონიტორინგის განისაზღვრება, როგორც საჯარო ან კერძო სივრცეში განთავსებული/დამონტაჟებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა დამუშავება, კერძოდ, აუდიო მონიტორინგი ან/და აუდიოჩაწერა; აუდიომონიტორინგის განხორციელება დასაშვებია მონაცემთა სუბიექტის თანხმობით; საოქმო ჩანაწერის წარმოების მიზნით; დისტანციური კომუნიკაციისას; პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, ასევე საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნებისათვის თუ ამ მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია; კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში; მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია წინასწარ ან აუდიომონიტორინგის დაწყებისთანავე გააფრთხილოს მონაცემთა სუბიექტი ამის შესახებ.

 

კანონპროექტით მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების მტკიცების ტვირთი მონაცემთა დამმუშავებელს/უფლებამოსილ პირს ეკისრება.

 

წყარო: IPN






m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა
access_time2019-09-21 17:01:21
                                                                                              დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და...

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა
access_time2019-09-21 13:00:25
არის მცდელობა იმ პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.   მისი თქმით, ამ საკითხზე აბსოლუტურად დაუსაბუთებელი წუხილებია და საზოგადოებაში მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.   „რატომღაც მცდელობაა, იმ პროცესის დისკრედიტაციის, რომელიც მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას...

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი
access_time2019-09-21 11:00:59
დიზაინერი ზვიად ციკოლია ქვევრის თემაზე საიუველირო ნაწარმის შექმნას იწყებს.   როგორც bm.ge-ის დიზაინერმა განუცხადა, ახალ ხაზში თავიდან იქნება ბეჭდები, რომელსაც დაემატება საყურეები, ყელსაბამები და ა.შ.   ბრენდს Tsikolia ერქმევა.   „ქვევრს მე ბევრნაირად ვხედავ. ის არის ჩვენი ერის საიდენტიფიკაციო ატრიბუტი, ამიტომ ვაგრძელებ ქვევრის ხაზს და მალე კიდევ ბევრ სხვა რამეს იხილავთ“, - უთხრა ციკოლიამ bm.ge-ის.   დიზაინერს...

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა
access_time2019-09-21 10:00:49
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,410,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ოთარ შამუგიასთან, სამეგრელო ზემო-სვანეთის...

დეზინფორმაციის 72% უცხოეთის ქვეყნებში რუსეთიდან ვრცელდება

დეზინფორმაციის 72% უცხოეთის ქვეყნებში რუსეთიდან ვრცელდება
access_time2019-09-21 16:00:57
პრინსტონის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, დღეს მსოფლიო არენაზე მიზანმიმართულ სადეზინფორმაციო კამპანიას უმეტესად 4 ქვეყანა აწარმოებს. 2013 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, ყველაზე აქტიური რუსეთი იყო, რომელზეც დეზინფორმაციის 72% მოდის. შემდეგ თანმიმდევრობით მოდან: ირანი, ჩინეთი და საუდის არაბეთი. მკვლევარებმა 460-ზე მეტი შემთხვევა შეისწავლეს. როგორც გაირკვა, უცხოეთის ქვეყნებზე გავლენის მოხდენის მიზნით გამართული, სადეზინფორმაციო კამპანიების მთავარი სამიზნე ძირითადად დასავლეთის ქვეყნები...


მსგავსი სიახლეები

up