სამუშაოები ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს, ტერიტორია დალაგებულია და ნაგავსაყრელი არ არის - „შპს მშენებელი2019“- ის პასუხი კალაძეს

სამუშაოები ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს, ტერიტორია დალაგებულია და ნაგავსაყრელი არ არის - „შპს მშენებელი2019“- ის პასუხი კალაძეს

access_time2020-07-01 15:00:48

„სამუშაოები ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს, ტერიტორია დალაგებულია და ნაგავსაყრელი არ არის“, - ასე პასუხობს თბილისის მერის დღევანდელ ბრალდებებს „შპს მშენებელი2019“- ის დირექტორი ამირან გელაძე. საუბარია, მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონში არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე.


კახი კალაძის განცხადებით, მონიტორინგის შედეგად, ხარვეზები გამოვლინდა. მისი თქმით, მუხიანში სამუშაოები დიდი ხნის წინ უნდა დასრულებულიყო, თუმცა, დღესაც კატასტროფული მდგომარეობაა. როგორც მერი განმარტავს, ტერიტორია გაუბედურებულია და სანაგვედ არის ქცეული. კალაძემ სამშენებლო კომპანიებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულონ. „შპს მშენებელი2019“- ის დირექტორი აცხადებს, რომ  სკვერის მოწყობის სამუშაოები კორონავირუსის გამო გაიწელა. როგორც ამირან გელაძე გვიყვება აღნიშნული პრობლემის შესახებ დედაქალაქის მერიასა მისწერა, რაზეც კომპანიას სამუშაოების დასრულების ვადები ერთი თვით გაუხანგძლივდა. მისი თქმით, კახი კალაძის განცხადებების მიზეზი არის ის, რომ მერს პროექტის შესახებ სრული ინფორმაცია არ აქვს. „შპს მშენებელი2019“ ის დირექტორი აცხადებს, რომ სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება.

 

„მსოფლიოში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ვერ დასრულდა სამუშაოები, საზღვრები დაკეტილი იყო, საშენი მასალები თურქეთიდან ვერ ჩამოვიტანეთ, თუ უნდა ჩამოსულიყო ერთ კვირაში დაგვჭირდა ერთი თვე, ჩვენ ვერ ჩავედით, ვერ შევუკვეთეთ. საქონელს ვერ ვყიდულობდით და უბრალოდ სამუშაოების ვადებმა ერთი თვით გადაიწია. დღეს სამუშოები ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს, ტერიტორია გადათხრილიც არ არის, დალაგებულია და არანაირი ნაგავსაყრელი არ არის. შეიძლება ბატონ კახის არ აქვს სრული ინფორმაცია ან არასწორად მიაწოდეს, არ ვიცი“, - განმარტავს ამირან გელაძე.  

 

შეგახსენებთ, რომ მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონში არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გასული წლის 13 დეკემებერს გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 151 252 ლარი იყო. ოფიციალური დოკუმენტებით პარკის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარე წლის 25 მაისს უნდა დასრულებულიყო.

 

აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობა 4 კომპანიამ მიიღო.

 

შპს სერვისი 2015 – 143 341 ლარი

 


შპს არბა - 139 416 ლარი

 

შპს არაგვი ბიზნეს ჯგუფი პლიუსი - 136 666 ლარი

 

შპს მშენებელი2019 – 127 550 ლარი

 







ბაჩო ადამია




პანდემიის დროს ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა 6000 ლარამდე იზარალა

პანდემიის დროს ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა 6000 ლარამდე იზარალა
access_time2020-08-14 16:30:58
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა კორონავირუსის პანდემიის გამო 5000-დან 6000 ლარამდე იზარალა. როგორც „კომერსანტს“ მუზეუმის დირექტორმა თინათინ მამასტარაშვილმა უთხრა, სხვა მუზეუმების მსგავსად ივნისის თვეში მუშაობის განახლება  ვერ შეძლეს, რადგან ფინანსების არქონის გამო რეგულაციებით გათვალისწინებული ნივთები ვერ  შეიძინეს. „ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაშია და...

„სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა

„სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა
access_time2020-08-14 12:55:34
„სმარტმა“ ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზე მდებარე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა მომსახურების კომპლექსში „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა და ამიერიდან მომხმარებლებს „სმარტის“ ქსელში ყველაზე გემრიელი „დედა ხაჭაპურის“ დაგემოვნება გამარჯვებული ხაჭაპურის ავტორის რეცეპტით შეეძლებათ. „დედა ხაჭაპური“ იგივე იმერული ხაჭაპურია, რომელიც კონკურსის მონაწილე „სმარტის“ თანამშრომლემა კომპეტენტური ჟიურის რეკომენდაციებით და წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით მოამზადეს. „გასტრონავტის“...

რუსეთმა შესაძლოა, ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე კვოტები დააწესოს - რა რაოდენობის პროდუქტი გადის საქართველოდან

რუსეთმა შესაძლოა, ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე კვოტები დააწესოს - რა რაოდენობის პროდუქტი გადის საქართველოდან
access_time2020-08-14 14:10:52
რუსეთმა შესაძლოა, ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე კვოტები დააწესოს. სწორედ ამ მოთხოვნით მიმართეს ადგილობრივმა ფერმერებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს. მათ აზრით, იმპორტირებული ხილის დიდი რაოდენობა, ადგილობრივი პროდუქციის ფასებს ამცირებს. ამის შესახებ ინფორამციას AgroTimes ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის რუსეთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. მეტიც, გასულ წელს იმპორტირებული ვაშლის 87,2 %, ხოლო ქლიავის 89,2% სწორედ რუსეთში...

„ლონდონის ბირჟიდან თავისი სურვილით არავინ გადის, GHG-ში სერიოზული ფინანსური პრობლემებია“ - სერგო ჩიხლაძე

„ლონდონის ბირჟიდან თავისი სურვილით არავინ გადის, GHG-ში სერიოზული ფინანსური პრობლემებია“ - სერგო ჩიხლაძე
access_time2020-08-14 13:00:41
„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) არალიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა. კომპანიის ინფორმაციით, ბირჟიდან მოხსნის შემდეგ ლიკვიდურობა შენარჩუნებულ იქნა, GHG კერძო კომპანია გახდა და მისი აქციები Georgia Capital-მა გამოისყიდა, რომელიც აქამდე „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ 70.6%-იანი წილის მფლობელი იყო. ბოლო დღეებში ქართულ მედიაში საქართველოს საფონდო ბირჟის დირექტორი გიორგი ფარესიშვილის და რამდენიმე ექსპერტის მიერ გამოთქმული გამამართლებელი არგუმენტების...

ივლისში ფულადი გზავნილები 22.1%-ით გაიზარდა

ივლისში ფულადი გზავნილები 22.1%-ით გაიზარდა
access_time2020-08-14 15:20:52
2020 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 188.7 მლნ აშშ დოლარი (578.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 22.1%-ით (34.2 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.6% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების...


მსგავსი სიახლეები

up