იტალიაში ტურისტებისთვის პიზის ცნობილი დახრილი კოშკი გაიხსნა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ღირშესანიშნაობის დათვალიერება ერთდროულად მაქსიმუმ 15 ადამიანს შეუძლია. ამასთან, ყველა მათგანმა პირბადე და სპეციალური ელექტრონული მოწყობილობა უნდა ატაროს, რომელიც ხმოვან სიგნალს გამოსცემს მაშინ, როცა ადამიანებს შორის დისტანცია 1 მეტრზე ნაკლებია.
პიზის კოშკმა მნახველების მიღება 3 თვის წინ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული შეზღუდვების ფარგლებში შეწყვიტა. ბოლო მონაცემებით, იტალიაში COVID-19-ს 33 ათას ადამიანზე მეტი ემსხვერპლა.
Imedinews