„სამტრედია“ უმაღლეს ლიგაში გადავიდა

„სამტრედია“ უმაღლეს ლიგაში გადავიდა

access_time2019-12-13 12:58:52

11 დეკემბერს სამტრედიაში გამართული საფეხბურთო მატჩი კლუბ „სამტრედიისთვის“ წარმატების მომტანი აღმოჩნდა. ბოლნისის „სიონთან“ შეხვედრა „სამტრედიის“ სასარგებლოდ (4:1) დასრულდა. სწორედ ამ შედეგმა განაპირობა კლუბის უმაღლეს ლიგაში დაბრუნება. „სამტრედიამ“ უმაღლეს დივიზიონში დამსახურებული ადგილი მოიპოვა.


„ჩვენთვის უმაღლეს ლიგაში დაბრუნება ძალიან დიდი წარმატებაა. ჩვენი ბიჭების დაუღალავმა შრომამ ფლეი-ოფში გამართულ შეხვედრაზე შესანიშნავი შედეგი მოგვცა. მინდა, მადლობა გადავუხადო „სამტრედიის“ ფეხბურთელებს და, რა თქმა უნდა, ჩვენი გულშემატკივრების დიდ ჯგუფს. უღრმესი მადლობა, ასევე, კომპანია „არქის“, რომელიც ჩვენი გენერალური სპონსორია და „სამტრედიის“ წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის“, - ამბობს ს.კ. „სამტრედიის“ დირექტორი მიშა ხუციშვილი.



„ვულოცავთ კლუბ „სამტრედიასა“ და მის გულშემატკივარს ამ არაჩვეულებრივ გამარჯვებას. სამტრედიელებმა უმაღლეს ლიგაში ღირსეული გადასვლით დაამტკიცეს, რომ ფეხბურთი ნამდვილად მათი სპორტია. „არქი“, როგორც „სამტრედიის“ გენერალური სპონსორი და დიდი გულშემატკივარი, ყოველთვის მხარს დაუჭერს ამ არაჩვეულებრივ კლუბს. მოხარულები ვართ, რომ ქართული სპორტის განვითარებაში ასე აქტიურად ვმონაწილეობთ“, - აცხადებს „არქის“ გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.


(R)




დღეს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები კორონავირუსზე აეროპორტში შემოწმდებიან

დღეს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები კორონავირუსზე აეროპორტში შემოწმდებიან
access_time2020-01-25 16:30:27
...

„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს

„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს
access_time2020-01-25 15:16:25
„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი დავით ჭყონია ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია თიბისი...

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ
access_time2020-01-25 10:00:11
ჩინეთის ქალაქ უხანში ახალი კორონავირუსით დაავადებულებისთვის დროებითი საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ წერს და ვიდეოს...

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის
access_time2020-01-25 11:00:19
სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის, რაც კომპანიების მიერ წარმოების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების გადამუშავებას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა და კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელმა, სოსო გალუმაშვილმა გადაცემაში დღეს განაცხადა.   გადაცემაში ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ ნარჩენების...

გურულები წყალზე სიარულს სწავლობენ

გურულები წყალზე სიარულს სწავლობენ
access_time2020-01-25 15:00:06
“სამი წლის წინ ვცხოვრობდით ჩვენთვის მშვიდად, რაც მოგვყავდა...


მსგავსი სიახლეები

up