სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლებს გაფრთხილება მიეცათ

სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლებს გაფრთხილება მიეცათ

access_time2018-08-25 11:30:52

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მინისტრის მოადგილეები და გურიის გუბერნატორი სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ. 

სამტრედია-გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზე ამ ეტაპზე, დარჩენილ სამუშაოებზე სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს, რაც შეეხება მეორე და მეოთხე მონაკვეთებს - სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენით. 

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, კონტარქტორ ორგანიზაციებს, სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას დაშვებულ ხარვეზებზე მითითება მიეცათ, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა გამოსწორდეს. 

„სამტრედია-გრიგოლეთის მეორე მონაკვეთზე ამ დროისთვის, ყრილის მოწყობის, ხიდების მშენებლობისა და ასფალტ-ბეტონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურად ხდება არსებული ჯდენების მონიტორინგი. რაც შეეხება მე-4 მონაკვეთს, ყრილის მოწყობის, ხიდებისა და გზაგამტარების მშენებლობა მიმდინარეობს. ასევე, ჯდენების დასაჩქარებლად ხდება დამატებითი მასალის შეტანა. 

აღსანიშნავია, რომ სამტრედია-გრიგოლეთის მეორე ლოტზე, პრობლემა, რომელიც მოსახლეობას შეექმნა გზის მშენებლობის გამო აღმოფხვრილია, მოეწყო დროებითი გადასასვლელები საქონლის გადასარეკად, დროებითი გადასასვლელებით სარგებლობის საშუალება მოსახლეობას პროექტის დასრულებამდე ექნება“, - განმარტავენ უწყებაში. 

,, სამტრედია-გრიგოლეთი, სამწუხაროდ, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური პროექტია. ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ მშენებლობის მონიტორინგს, კონტრაქტორ ორგანიზაციებს მიეცათ შესაბამისი გაფრთხილებები და მითითებები სამშენებლო სამუშაოების ხარისხსა და ტემპზე. გზის გარკვეული მონაკვეთები დაკვირვების რეჟიმშია და როდესაც შეწყდება გეოლოგიური კვლევის პროცესი, შევძლებთ სამუშაოების გაგრძელებას. ეს პროექტი, სამწუხაროდ, რამდენჯერმე უკვე გადავადდა, წელსაც ის გეგმა, რომელიც გვქონდა ბიუჯეტში გათვალისწინებული ამ გზის მონაკვეთზე ვერ შესრულდა, ობიექტური მიზეზების გამო, გადავადება, სავარაუდოდ, კიდევ არის მოსალოდნელი. დამოკიდებული ვართ გზის მდგომარეობაზე ე.წ. ჯდენებზე და იმის მიხედვით თუ როგორ წარიმართება ეს პროცესი შევძლებთ სამუშაოების გაგრძელებას. დღეს, სადაც ეს შესაძლებელია სამუშაოები მიმდინარეობს. აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას რათა საბოლოოდ მივიღოთ ხარისხიანი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გზა“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 

სამტრედია-გრიგოლეთის გზა საერთაშორისო მნიშვნელობის დასავლეთ-აღმოსავლეთ მაგისტრალის 51,5 კილომეტრიანი მონაკვეთია. პირველი -11,5 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ითვალისწინებს 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 8 სახიდე გადასასვლელისა და 27 ხელოვნური ნაგებობის მშენებლობას. 

სამტრედია-გრიგოლეთის გზის I მონაკვეთი ქალაქ სამტრედიას, სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ტოლებს, გორმაღალას, პირველმაისსა და გაუწყინარ გაივლის. 

სამტრედია–გრიგოლეთის მე-2 მონაკვეთის მშენებლობის პროექტი 18.5 კილომეტრიანი 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 9 სახიდე გადასასვლელის, 3 სატრანსპორტო კვანძისა და 76 სწორკუთხა მილის მშენებლობას ითვალისწინებს. 
სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-2 მონაკვეთი გურიის რეგიონში ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჯაპანას, ქვიანს, ნიგოითსა და ქვემო შუხუთს გაივლის. 

სამტრედია–გრიგოლეთის გზის მე-3 12 კილომეტრიანი მონაკვეთის პროექტი 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 6 სახიდე გადასასვლელის, 2 სატრანსპორტო კვანძის, საქონლისა და საველე გასასვლელების მშენებლობას ითვალისიწინებს. გზის აღნიშნული მონაკვეთი გურიის რეგიონში ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს გაივლის. 
სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: 9,5 კილომეტრიან მონაკვეთზე ახალი მიმართულების 4 ზოლიანია სფალტ–ბეტონის გზის, 2 პარალელური გზაგამტარის, 1 სატრანსპორტო კვანძის, 42 რკინაბეტონის მიწისქვეშა გასასვლელისა და წყალგამტარი მილის მშენებლობა. 
მე–4 მონაკვეთი გადის ლანჩხუთის რაიონის ტერიტორიაზე, კერძოდ, სოფლების ხაჟალიას და ახალსოფლის ჩრდილოეთით, კვეთს სოფ. სუფსის გარკვეულ ნაწილს ჩრდილოეთის მხარეს და უერთდება ამავე სოფლის ბოლოს სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის არსებულ გზას.

BM.GE





BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი მცირედ დადებითია, რაც კომპანიების ოპტიმისტურ მოლოდინებს უკავშირდება

BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი მცირედ დადებითია, რაც კომპანიების ოპტიმისტურ მოლოდინებს უკავშირდება
access_time2020-10-21 10:00:15
BAG ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული...

„Covid 19-ის მართვაში დაშვებული შეცდომები ამირან გამყრელიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების შედეგია“

„Covid 19-ის მართვაში დაშვებული შეცდომები ამირან გამყრელიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების შედეგია“
access_time2020-10-21 11:00:29
ხელისუფლება კორონავირუსის მართვის სადავეებს კარგავს, რასაც „კომერსანტის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული დოკუმენტიც ადასტურებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის სახელით ჰოსპიტალური სექტორის წერილი გაეგზავნა, სადაც საუბარია ახალი კორონავირუსის რეგისტრაციის დაგვიანების ფაქტებზე, რა დროსაც მოქალქეებისთვის პასუხების მიწოდების პროცესი ფერხდება. წერილით ირკვევა, რომ არეულია ტესტების აღების და დიაგნოზის დასმის დღეები....

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-10-20 18:15:11
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2222 ლარი შეადგინა. ქართული ლარის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-20 21:30:45
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ Covid-19 დაგიდასტურდათ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების რჩევები როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა? როდის უნდა მიმართოს სიმპტომიანმა ოჯახის ექიმს და როდის გადაუდებელი დახმარების ცენტრს? საჭიროა თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა? ...

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ
access_time2020-10-20 20:45:26
მსხვილი სასტუმრო ქსელები, ისეთები, როგორც InterContinental Hotels Group, Marriott დ Accor-ი ახალი სისტემის - გამოწერის -  ამუშავებას გეგმავენ იმისთვის, რომ დისტანციურად მომუშავეებმა მოგზაურობა და სხვადასხვა ქალაქებში ერთი და იგივე ქსელის სასტუმროებში ცხოვრება შეძლონ.   მაგალითად, სექტემბერში ტურისტულმა ჯგუფმა Inspirato-მ განაცხადა, რომ მთლიანად გამოწერაზე  გადავიდა და აქცენტს სწორედ ამ სერვისზე გააკეთებს. ქსელის კლიენტები შტატებში,...


მსგავსი სიახლეები

up