სამტრედია-გრიგოლეთის 15 კმ-მდე მონაკვეთის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა

სამტრედია-გრიგოლეთის 15 კმ-მდე მონაკვეთის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა

access_time2020-05-12 11:56:08

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამტრედია-გრიგოლეთის პირველ და მეორე მონაკვეთებზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.


„მეორე მონაკვეთზე, ჯაპანა-ლანჩხუთის 15 კმ-მდე გზის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის, საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნის სამუშაოები ხორციელდება. ასევე რეაბილიტაცია უტარდება არსებულ გზასთან დამაერთებელ 2.7 კმ-იან მონაკვეთს, სადაც მიწის ვაკისის სამუშაოები, გაბიონებისა და კიუვეტების მოწყობა მიმდინარეობს.



სამტრედია–გრიგოლეთის მე-2 მონაკვეთის მშენებლობის პროექტი 18.5 კილომეტრიანი 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 16 სახიდე გადასასვლელის, მათ შორის 3 სატრანსპორტო კვანძის (გზაგამტარი), წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 254 მილიონ ლარს შეადგენს. სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-2 მონაკვეთი გურიის რეგიონში ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჯაპანას, ქვიანს, ნიგოითსა და ქვემო შუხუთს გაივლის.




სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველ 11.5 კმ-იან მონაკვეთზე. სადაც ამ დროისთვის, ხიდების მშენებლობა, წყალგამტარი მილების, მიწისქვეშა გასასვლელების მოწყობა და მიწის ვაკისის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი, 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 8 სახიდე გადასასვლელისა და 27 ხელოვნური ნაგებობის მშენებლობას ითვალისწინებს. სამტრედია-გრიგოლეთის გზის I მონაკვეთი ქალაქ სამტრედიას, სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ტოლებს, გორმაღალას, პირველ მაისსა და გაუწყინარს გაივლის. სამუშაოების ღირებულება 89 მილიონი ლარია. სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშსენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება

გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება
access_time2020-07-13 19:01:29
„იქნებ გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ ( 3-6 თვიანი) და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება ოჯახებთან ერთად“, - ამის შესახებ ანაკლია სითის აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს.   „კომერსანტი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:   „Thinking out of box- ჩვენ ვუმკლადვდებით ამ ვირუსს, ამავდროულად, სამწუხაროდ რეგიონში მძიმე მდგომარეობა არის. იქნებ შევძლოთ ამის უფრო მეტად...

The Wall Street Journal: შიდა ტურიზმის ქრონიკები - ფრანგები საფრანგეთს ეცნობიან

The Wall Street Journal: შიდა ტურიზმის ქრონიკები - ფრანგები საფრანგეთს ეცნობიან
access_time2020-07-13 20:00:35
დღეს ფრანგები მათთვის უცნობ ტერიტორიას საფრანგეთს ითვისებენ. ყოველწლიურად ფრანგები შვებულებებში საზღვარგარეთ მიდიან, თავად საფრანგეთი კი ათობით მილიონ უცხოელ ტურისტს იღებს. ეს კი ნიშნავს, რომ მილიონობით ფრანგი ეიფელის კოშკზე არასდროს ასულა, მონბლანის მწვერვალიდან სამყაროსთვის არასდროს შეუხედია, და ნიცაში, ინგლისურ სანაპიროზე არასდროს უსეირნია.   "იყო ფრანგი - ნიშნავს სამოთხეში ცხოვრებას, რომლის მკვიდრები ფიქრობენ, რომ ჯოჯოხეთში ცხოვრობენ“ - დაწერა ერთ დროს...

საზოგადოებრივი მაუწყებელი ₾54 მლნ ბიუჯეტით 1.4 მლნ-ზე მეტს ვერ შოულობს

საზოგადოებრივი მაუწყებელი ₾54 მლნ ბიუჯეტით 1.4 მლნ-ზე მეტს ვერ შოულობს
access_time2020-07-13 18:35:20
საზოგადოებრივი მაუწყებელი (საზმაუ)  სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მზარდი დაფინანსებით ყველაზე მდიდარი ტელევიზიაა საქართველოში. ჯამური შემოსავალი 55.9 მლნ ლარია.  საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის მიხედვით,   ტელეკომპანიას სარეკლამო შემოსავლები 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს 1.5 მლნ ლარით შეუმცირდა, თუმცა, სარეკლამო შემოსავლების ათეულში მეშვიდე ადგილი დაიკავა . საზოგადოებრივი მაუწყებლის რეკლამა მნიშვნელოვნად 2018 წელს გაიზარდა. ამავე წლის...

ახლადგახსნილი მაგნიკა რეზორტი ივლისში სასტუმროს 50%-იან დატვირთვას ელის

ახლადგახსნილი მაგნიკა რეზორტი ივლისში სასტუმროს 50%-იან დატვირთვას ელის
access_time2020-07-13 19:00:17
სასტუმრო მაგნიკა რეზორტი“ პირველი სტუმრების მისაღებად მზადაა. სასტუმრო კომპლექსი, რომელიც შეკვეთილში 10 ჰა ტერიტორიაზეა განლაგებული 40 ოთახს აერთიანებს. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 18 მლნ ლარია და სასტუმრო 50-მდე ადამიანს ასაქმებს.   “მაგნიკა რეზორტს” გაყიდვებისა და მარკეტინგის მომსახურებას უწევს მენეჯმენტ კომპანია HSC Group. როგორც კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, წელს გამომდინარე კორონა ვირუსის პანდემიიდან, ორიენტირებულები იქნებიან მხოლოდ შიდა ბაზარზე და...

სემეკის გაზრდილი უფლებამოსილება თუ სექტორის მონოპოლიებისგან დაცვა

სემეკის გაზრდილი უფლებამოსილება თუ სექტორის მონოპოლიებისგან დაცვა
access_time2020-07-14 10:00:15
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ახალი კანონპროექტის თანახმად შესაძლოა უფლებამოსილი გახდეს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოღვაწე კომპანიებს (ოპერატორებს) 5%-ზე უფრო მეტი წილის/აქციების გასხვისება აუკრძალოს. ამ ცვლილების ავტორი ეკონომიკის სამინისტრო და სემეკი არიან, ხოლო პარლამენტში მისი ინიციატორი კი მთავრობაა, რომელიც პარლამენტს ახალი ნორმების დაჩქარებული წესით დამტკიცებას სთხოვს.   განმარტებით ბარათში...


მსგავსი სიახლეები

up