სამტრედია-გრიგოლეთის გზის 15 კმ-მდე  მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა

სამტრედია-გრიგოლეთის გზის 15 კმ-მდე მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა

access_time2020-06-30 10:50:20

სამტრედია-გრიგოლეთის გზის 15 კმ-მდე მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს. მოწოდებული დოკუმენტების თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მოძრაობის გახსნა უახლოეს მომავალში დაგეგმილია.


„E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის კმ11+500 - კმ 30+000 მონაკვეთზე (ლოტი 2) სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მოძრაობის გახსნა დაგეგმილია უახლოეს მომავალში. ამასთან, აღნიშნული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება არის 253 979 678.24 ლარი და დღეის მდგომარეობით, ხელშეკრულების ფარგლებში ანაზღაურებულია 36 934 721.16 აშშ დოლარი და 120 541 028.02 ლარი“, - ნათქვამია საქართველოს საავტომობილი გზების დეპარტამენდიტან გამოთხოვილ ინფორმაციაში.


საქართველოს საავტომობილი გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობა 4 ლოტად ხორციელდებოდა. პირველი ლოტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო 26 მიწისქვეშა გასასვლელისა და წყალგამტარი მილის მოწყობა და 8 სახიდე გადასასავლელის მშენებლობა, მათ შორის 3 ხიდი და 1 რკინიგზაზე გადასასვლელი ხიდი ესტაკადა. გასულ წელს Factcheck-ის წერდა, რომ  სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის I მონაკვეთის მშენებლობა 2014 წლის 8 ივლისს დაიწყო. აღნიშნულ მონაკვეთს უკრაინული კომპანია „Road Building ALTKOM“ აშენებდა. კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტის ღირებულება 153 მილიონი ლარი იყო და სამშენებლო პერიოდი 30 თვეს მოიცავდა. კომპანიამ სამუშაოების მსვლელობისას ავანსის სახით 18 338 910 ევრო მიიღო, რაც იმდროინდელი კურსის შესაბამისად, დაახლოებით 40 მილიონი ლარი იყო. „ალტკომს“ პროექტის მიმდინარეობისას ფინანსური პრობლემები შეექმნა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მხოლოდ 24%. შესაბამისად, პროექტი, რომელიც კომპანიას 2017 წლის იანვარში უნდა დაესრულებინა, ვერ დაასრულა. 2016 წლის ზაფხულში, პროექტის დაწყებიდან ორი წლის თავზე (პროექტის ხანგრძლივობა 2.5 წელი იყო), 11.5 კილომეტრიანი სიგრძის გზის მხოლოდ 2 კილომეტრის მშენებლობა იყო დასრულებული. სამტრედია-გრიგოლეთის I მონაკვეთზე დარჩენილი სამუშაოების 76%-ის მშენებლობა კომპანია აკორდმა დაასრულა.



მე-2 ლოტის მშენებლობის პროექტი 18.5 კილომეტრიანი 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 16 სახიდე გადასასვლელის, მათ შორის სამი სატრანსპორტო კვანძის (გზაგამტარი), წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისწინებდა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 254 მილიონ ლარს შეადგენდა.


მე-3  ლოტის სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 12 კმ იყო. პროექტი 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 6 სახიდე გადასასვლელის, 2 სატრანსპორტო კვანძის, საქონლისა და საველე გასასვლელების მშენებლობას ითვალისიწინებდა. პროექტის ღირებულება 138 მილიონ ლარს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ მესამე ლოტი სამტრედია-გრიგოლეთის კიდევ ერთი პრობლემური მონაკვეთი აღმოჩნდა. იტალიურმა TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A-მა ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულა, რომლის ვადაც გასული წლის 12 ივლისს ამოიწურა.


სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მე-4 ლოტის მშენებლობით გათვალისწინებული იყო 9,6კმ-იანი ასფალტობეტონის საფარიანი სავალი ნაწილის მოწყობა. რა დროსაც უნდა აშენდებულიყო 41 მიწისქვეშა გასავლელი და წყალგამტარი მილი, 4 სახიდე გადასასვლელი, მათ შორის, 2 პარალელური გზაგამტარი.ღირებულება 113 მილიონ ლარს შეადგენდა.


ბაჩო ადამია




„გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება“

„გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება“
access_time2020-07-13 19:01:29
„იქნებ გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ ( 3-6 თვიანი) და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება ოჯახებთან ერთად“, - ამის შესახებ "ანაკლია სითის" აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს.   „კომერსანტი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:   „Thinking out of box- ჩვენ ვუმკლადვდებით ამ ვირუსს, ამავდროულად, სამწუხაროდ რეგიონში მძიმე მდგომარეობა არის. იქნებ შევძლოთ ამის უფრო მეტად...

საზოგადოებრივი მაუწყებელი ₾54 მლნ ბიუჯეტით 1.4 მლნ-ზე მეტს ვერ შოულობს

საზოგადოებრივი მაუწყებელი ₾54 მლნ ბიუჯეტით 1.4 მლნ-ზე მეტს ვერ შოულობს
access_time2020-07-13 18:35:20
საზოგადოებრივი მაუწყებელი (საზმაუ)  სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მზარდი დაფინანსებითყველაზე მდიდარი ტელევიზიაა საქართველოში. ჯამური შემოსავალი 55.9 მლნ ლარია.  საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის მიხედვით,   ტელეკომპანიას სარეკლამო შემოსავლები 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს 1.5 მლნ ლარით შეუმცირდა, თუმცა, სარეკლამო შემოსავლების ათეულში მეშვიდე ადგილი დაიკავა . საზოგადოებრივი მაუწყებლის რეკლამა მნიშვნელოვნად 2018 წელს გაიზარდა. ამავე წლის...

ახლადგახსნილი მაგნიკა რეზორტი ივლისში სასტუმროს 50%-იან დატვირთვას ელის

ახლადგახსნილი მაგნიკა რეზორტი ივლისში სასტუმროს 50%-იან დატვირთვას ელის
access_time2020-07-13 19:00:17
სასტუმრო მაგნიკა რეზორტი“ პირველი სტუმრების მისაღებად მზადაა. სასტუმრო კომპლექსი, რომელიც შეკვეთილში 10 ჰა ტერიტორიაზეა განლაგებული 40 ოთახს აერთიანებს. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 18 მლნ ლარია და სასტუმრო 50-მდე ადამიანს ასაქმებს.   “მაგნიკა რეზორტს” გაყიდვებისა და მარკეტინგის მომსახურებას უწევს მენეჯმენტ კომპანია HSC Group. როგორც კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, წელს გამომდინარე კორონა ვირუსის პანდემიიდან, ორიენტირებულები იქნებიან მხოლოდ შიდა ბაზარზე და...

„მკვლელი ლიფტები“ – არაპოპულარული, მაგრამ სასიცოცხლო ნაბიჯი, რომელიც მერიამ უნდა გადადგას

„მკვლელი ლიფტები“ – არაპოპულარული, მაგრამ სასიცოცხლო ნაბიჯი, რომელიც მერიამ უნდა გადადგას
access_time2020-07-13 18:00:24
ამორტიზებული ლიფტების რაოდენობა საქართველოში 18 ათასს აღწევს. მათი ექსპლუატაციის 25–წლიანი ვადა დაახლოებით 30 წლის წინ ამოიწურა. ასეთი ლიფტები არა პოტენციურ, არამედ რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ ადამიანების სიცოცხლისთვის. რეალურს იმიტომ, რომ ლიფტებთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების რიცხვი მხოლოდ მიმდინარე წლის 6 თვეში 30–ს აღწევს. „მკვლელი ლიფტების“ შესაცვლელად წლები და კოლოსალური ფინანსებია საჭირო. უკეთ წარმოდგენისთვის, ერთი ლიფტის ფასი 5–დან 8 ათას აშშ დოლარამდე...

ელექტრომობილების ქარხნისთვის საჭირო ტექნოლოგიური სიმძლავრეები საქართველოშია

ელექტრომობილების ქარხნისთვის საჭირო ტექნოლოგიური სიმძლავრეები საქართველოშია
access_time2020-07-13 16:30:17
„აიგრუპის“ ელექტრომობილების ქარხნისთვის საჭირო ტექნოლოგიური სიმძლავრეები უკვე საქართველოშია.   საწარმოო ხაზი და ტექნოლოგიური სიმძლავრეები, რომელიც კომპანიამ პარტნიორისგან, ავტოინდუსტრიის ჩინური გიგანტი კომპანია „ჩანგანისგან“ ჯერ კიდევ 2019 წლის შემოდგომაზე შეიძინა და დეკემბერში უნდა ჩამოსულიყო, საქართველოში 2020 წლის ივლისის პირველ რიცხვებში ჩამოვიდა, ვინაიდან „კოვიდ-19“-ის გამო შექმნილმა ვითარებამ ლოგისტიკური შეფერხებები გამოიწვია.   ქუთაისში,...


მსგავსი სიახლეები

up