როგორ აარიდებენ ტუროპერატორები კომენდანტის საათის დისკომფორტს სამთო ტურისტებს

როგორ აარიდებენ ტუროპერატორები კომენდანტის საათის დისკომფორტს სამთო ტურისტებს

access_time2021-06-13 11:00:19

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების შემსუბუქებასთან და საზღვრების გახსნასთან ერთად,  ტურისტების მხრიდან სამთო-სათავგადასავლო ტურიზმის მიმართ ინტერესი გაიზარდა.  ამის შესახებ „კომერსანტს“ მთაში მოგზაურობის და თავგადასავლების სააგენტო Mountain Freaks–ის  დამფუძნებელმა ნიკა გომიაშვილმა უთხრა.


მისივე თქმით,  კომპანიამ  თითქმის  ერთწლიანი პაუზის  შემდეგ მუშაობა საკმაოდ აქტიურად განაახლა და ჯერჯერობით დაინტერესება, ძირითადად, პოლონელი  ტურისტების მხრიდან არის.


“ჩვენი კომპანია მხოლოდ  უცხოელ ტურისტებზე მუშაობს. საზღვრების გახსნის  შემდეგ მუშაობა განვაახლეთ, ტურისტები ძირითადად პოლონეთიდან მოდიან, თუმცა სხვა ქვეყნებიდანაც არის დაინტერესება. რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ  შეზღუდვებს და ე.წ. კომენდანტის საათს, ყველანაირად  ვცდილობთ, ჩვენი ტურები ისე დავგეგმოთ, რომ ტურისტებმა  ეს დისკომფორტი ვერ  იგრძნონ და  ჩვენ მომსახურებაზე არ  აისახოს. რა თქმა უნდა, უკეთესი  იქნება, რომ არსებული  შეზღუდვები აღარ იყოს, მაგრამ ჩვენ მომსახურებას შეზღუდვებს ვარგებთ. პირველი ჯგუფები უკვე სხვადასხვა მიმართულებით გვყავდა ქუთაისში, ყაზბეგსა და კეხეთში. რაც შეეხება ჩვენ ძირითად მიმართულებას, ალპინიზმს, ამ მომსახურეობას ივლისიდან განვაახლებთ. სხვათაშორის, ჯავშანები უკვე მიღებული გვაქვს და ამ მიმართულებითაც ველოდებით ტურისტებს,  მოლოდინი გვაქვს, რომ ძალიან აქტიური წელი იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ 2020 მთელი მსფოლიოსთვის რთული წელი იყო,  წელს  მომხარებელს  შედარებით  შეღავათიან  ფასებს ვთავაზობთ“, -  აღნიშნა ნიკა გომიაშვილმა.



Mountain Freaks-მა  მუშაობა 2020 წლის თებერვალში კორონავირუსით გამოწვეული  შეზღუდვების გამო შეაჩერა. როგორც გომიაშვილმა  ჩვენთან  საუბრისას აღნიშნა, 2020 წელი მთლიანად  წინასწარ  ჰქონდათ  გაწერილი, თუმცა ყველა ჯავშანი გაუუქმდათ.

ტურისტულ-სათავგადასავლო კომპანია  “Mountain freaks” 2015 წელს დაფუძნდა და ტურისტებს სათავგადასავლო და  სამთო ექსპედიციებს სთავაზობს. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, მათი  სავიზიტო  ბარათ  მყინვარწვერის მიმართულებაა, თუმცა mountain Frekas ტურისტები თეთნულდზეც და ბევრი სხვა მიმართულებითაც დაჰყავს.


თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up