სამთავრობო ქალაქი – ახალი პერსპეტივა სამშენებლო სექტორისთვის

სამთავრობო ქალაქი – ახალი პერსპეტივა სამშენებლო სექტორისთვის

person access_time2017-03-30 10:00:01

23 მარტს, მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი საინტერესო ინიციატივით გამოვიდა. ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობა იწყება, სადაც პრაქტიკულად ყველა სამინისტრო განთავსდება, ერთეული გამონაკლისის გარდა, - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კვირიკაშვილის თქმით, აღნიშნული ქალაქის მშენებლობისთვის გამოყოფილია საკმაოდ დიდი ტერიტორია.

 


„მმართველობითი რეფორმის ფარგლებში ორთაჭალაში უკვე დაწყებულია ერთიანი მომსახურეობის ოფისის შექმნის პროექტი. გადავწყვიტეთ, რომ მომსახურეობის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით ორთაჭალაში იმ ადგილის გვერდით, სადაც ხორციელდება ბიზნეს სახლის პროექტი, გავაკეთოთ სამთავრობო ქალაქის პროექტი. ძალიან დიდი ტერიტორია გამოიყო ამისთვის, სადაც განხორციელდება სამინისტროების გადატანა. რაც ერთი მხრივ, იქნება ძალიან კარგი, რადგან ქალაქის ცენტრში ძალიან ბევრი საოფისე თუ სასტუმროსთვის სივრცე გამოთავისუფლდება, მეორე მხრივ კი, წახალისდება სამშენებლო სექტორი. მოცულობითი სივრცის აშენება იგეგმება, სადაც არაერთი სამინისტრო განთავსდება. ორთაჭალის იმ უბანში პრაქტიკულად ყველა სამინისტრო მოიყრის თავს, ერთეული გამონაკლისის გარდა, რაც პრაქტიკულად უზრუნველყოფს როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვის ფიზიკური მომსახურეობის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლას. მნიშვნელოვანი პროექტია და მე მივესალმები ამ პროექტის დაწყებას", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

 

 

პრემიერ-მინისტრის ინიციატივას მიესალმება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. გიორგი გახარიას განცხადებით, ორთაჭალაში ე.წ. სამთავრობო ქალაქის აშენება ხარჯების ოპტიმიზაციისთვის ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა. როგორც მინისტრმა საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა, ამ ეტაპზე საუბარია არა ქალაქის მშენებლობაზე, არამედ საკითხის შესწავლაზე.

 

 

„საუბარი იყო არა ქალაქზე, არამედ კლასტერზე, ეს ნიშნავს, რომ საკითხს შევისწავლით, თუმცა ვთვლი, რომ ეს არის ხარჯების ოპრტიმიზაციისთვის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. ასევე ჩვენ ვართ ტურისტული ქვეყანა. თბილისი ტურისტული ქალაქი უნდა იყოს და არის ბევრი სამინისტრო, რომელიც ისეთ ლოკაციაშია განთავსებული, სადაც უმჯობესია, რომ 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო იყოს, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქალაქის ეკონომიკასა და ტურისტების მიღებაში შეუწყობს ხელს ქვეყანას. მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე ამოსავალი წერტილი არის ხარჯების ოპტიმიზაცია. თუ განაშენიანების რეგულირების გეგმით დადასტურდება, რომ ეს იქნება საინტერესო პროექტი, როგორც ეკონომიკურად, ასევე სივრცითი მოწყობის ნაწილში, ეს იქნება ძალიან სერიოზული ნაბიჯი ხარჯთეფექტურობისთვის", - განაცხადა გახარიამ.

 

 

მისივე განმარტებით, პროექტის განსახორციელებლად იდენტიფიცირებულია ტერიტორია ორთაჭალაში, გულუას ქუჩაზე.

 

 

"ეს არის კარგი აზრი, რამეთუ არის გარკვეული აუცილებლობა ხარჯების ოპტიმიზირების. პრემიერი იდეის დონეზე ვერ იტყოდა, რა თქმა უნდა. განაშენიანების რეგულირების გეგმა თუ კეთდება, ე.ი. ტერიტორიაც იდენტიფიცირებულია. გეგმა კეთდება კონკრეტულ ტერიტორიაზე, ეს არის ორთაჭალაში, გულუას ქუჩაზე. იქ არის გარკვეული ტერიტორია, სადაც, იმ შემთხვევაში თუ სივრცითი მოწყობის და ეკონომიკური ეფექტურობის დასაბუთების ნაწილში პროექტის ეფექტურობა დადასტურდება, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება აშენებული", - აღნიშნა მინისტრმა.

 

 

აღსანიშნავია, რომ სამთავრობო ქალაქის პოექტის ფინანსური ნაწილი ან სხვა სახის დეტალები ამ დროისთვის უცნობია. მთავრობის მეთაურს არ უთქვამს, თუ რა დაჯდება სამთავრობო ქალაქის აშენება. 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით კი, ამ პროექტის მშენებლობა გათვალისწინებული არაა. ამასთან ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რა ფინანსებით მოხდება ამ პროექტის განხორციელება, იქნება ეს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებით, საერთაშორისო ორგანიზაციის გრძელვადიანი კრედიტით თუ რაიმე სახის გრანტით დაფინანსებული.
დღეის მდგომარეობით, ორთაჭალაში სამი სამინისტროა განთავსებული, ესენია: ფინანსთა, გარემოს დაცვისა და იუსტიციის სამინისტროები, ასევე შემოსავლების სამსახური. ერთადერთი სამინისტრო, რომელიც ნაქირავებ ოფისშია, ეკონომიკის სამინისტროა. ის თბილისის ცენტრში შენობას ქირაობს. ეკონომიკის სამინისტროს ძველი შენობა კი გასხვისებულია, სადაც ჰუალინგ ჯორჯია სასტუმროს გაკეთებას აპირებს.

 

 

იდეა, როგორც ასეთი სამთავრობო ქალაქის აშენების ნამდვილად საინტერესოა და ეკონომიკისთვის სასარგებლოც შეიძლება იყოს. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ მოხდება გარკვეული თანხების ოპტიმიზაცია, როგორიცაა დასუფთავება, დაცვა, აიტი მომსახურება და ა.შ. ანუ მოხდება გარკვეული ტიპის ხარჯების ოპტიმიზაცია. ამასთან აღსანიშნავია, რომ თუ ახალი შენონბების აშენებაზე არ დაიხარჯება დიდი თანხები, არ იქნებიან ისინი ფუფუნების საგნებით მომარაგებული, როგორიც დღეს ქუთაისის პარლამენტის შენობა და პრეზიდენტის სასახლეა, მაშინ ეს პროექტი მომგებიანი იქნება ქვეყნისთვის.

 

 

აქვე აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება ზეგავლენას მოახდენს ეკონომიკის ზრდის ტემზეც, რაც ესეოდენ სჭირდება დღევანდელი საქართველოს ეკონომიკას. იმ შენობების პრივატიცაზია კი, სადაც დღეს სამთავრობო სტრუქტურებია განთავსებული დამატებით ინვესტიციებს შემოიტანს ქვეყანაში. ასე რომ, დაველოდოთ სამთავრობო ქალაქის პროექტის შესახებ დეტალურ განთვლებს და ეკონომიკურ დასაბუთებას, რის შემდეგად უფრო ნათელი წარმოდგენა შეექმნება საზოგადოებას ამ პროექტის ავ-კარგიანობის შესახებ.

 

 

 

 



„დანკინმა“ ინფექციურის და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა

„დანკინმა“  ინფექციურის  და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა
access_time2020-04-07 12:30:35
ამერიკული რესტორნების ქსელმა „დანკინმა“ ინფექციურის და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკების ბოქსირებული განყოფილების მედიკოსებს დაუღალავი შრომისთვის მადლობის ნიშნად საუზმე მიართვა და საშუალება მისცა „დანკინის“ ყავით და დესერტებით ენერგიულად დაეწყოთ დილა. აქცია „ვისოლ ჯგუფის“ სოციალური კამპანიის ნაწილია, რომელიც საზოგადოებას თანამედროვე გმირებს გააცნობს დევიზით #შექმენიისტორია. შეგახსნებთ, რომ „დანკინის“ რესტორნები ახალი რეგულაციების გათვალისწინებით განაგრძობენ მუშაობას და...

„ქვეყნისთვის პრიორიტეტი ამ ეტაპზე სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებაა“-ლაშა პაპაშვილი

„ქვეყნისთვის პრიორიტეტი ამ ეტაპზე სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებაა“-ლაშა პაპაშვილი
access_time2020-04-07 14:00:16
„ქვეყნისთვის პრიორიტეტი ამ ეტაპზე სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებაა“ -ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა განუცხადა. ის მთავრობის გადაწყვეტილებას ბიზნესის გადაზღვევასა და კომუნალურების სუბსიდირებასთან დაკავშირებით, დადებითად აფასებს და ამბობს,რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს მოქალაქეებისთვის და შემდეგ ბიზნესისთვის. „ბიზნესისთვის სესხების გადაზღვევა რამდენად შეღავათს...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1794 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2200 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1794 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2200 ლარი ღირს
access_time2020-04-07 12:30:10
ლარი გაუფასურების ტენდენციას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1762-ით დაიწყო, 12:20 საათისთვის 1 დოლარი 3.1794-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 6 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1740 ლარი შეადგინა.  შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2000 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.1500 ლარად. „საქართველოს...

უაქციზო სასაქონლო ნომენკლატურის კოდზე გაურკვეველი, სავარაუდოდ აქციზური პროდუქტის იმპორტი ხორციელდება რაც გონივრულ ეჭვებს აჩენს-შავლეგ მიშველაძე

უაქციზო სასაქონლო ნომენკლატურის კოდზე  გაურკვეველი, სავარაუდოდ აქციზური პროდუქტის იმპორტი ხორციელდება რაც გონივრულ ეჭვებს აჩენს-შავლეგ მიშველაძე
access_time2020-04-07 12:25:48
ყოველდღიური ზარალი სახელმწიფო ბიუჯეტს: უაქციზო სასაქონლო ნომენკლატურის კოდზე (2901 10 000 00) გაურკვეველი, სავარაუდოდ აქციზური პროდუქტის იმპორტი ხორციელდება რაც გონივრულ ეჭვებს აჩენს - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის თავმჯდომარე, შავლეგ მიშველაძე. მიმდინარე წლის მარტის თვეში 2901 10 000 00 სასაქონლო კოდით (ორგანული ქიმიური ნაერთები, ნახშირწყალბადები, აციკლური გაჯერებული) - რეკორდული რაოდენობის...

6 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა მცირედით გამყარდა

6 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა მცირედით გამყარდა
access_time2020-04-06 19:00:47
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 6 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული...


მსგავსი სიახლეები

up