სამთავრობო პროგრამაში „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ინვესტირებულია 300 მილიონი ლარი. ამ თანხამ დაახლოებით 2 მლრდ 700 მილიონამდე კერძო და საბანკო რესურსი მოიზიდა

სამთავრობო პროგრამაში „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ინვესტირებულია 300 მილიონი ლარი. ამ თანხამ დაახლოებით 2 მლრდ 700 მილიონამდე კერძო და საბანკო რესურსი მოიზიდა

access_time2020-09-20 11:25:17

COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად, მიმდინარე სამეურნეო წელი, უხვმოსავლიანობის თვალსაზრისით, გამორჩეულია. როგორც დარგის ექსპერტები აცხადებენ, ამაში დიდი წვლილი სახელმწიფოს მონაწილეობით შექმნილმა პროგრამებმა შეიტანა
განვლილ პერიოდში, სახელმწიფო პროგრამაში „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ინვესტირებულია 300 მილიონი ლარი.

ამ თანხამ დაახლოებით 2 მილიარდ 700 მილიონამდე კერძო და საბანკო რესურსი მოიზიდა. ანუ, თითქმის 10-ჯერ მეტი რესურსი. სტიმულირებული სოფლის მეურნეობის მხრიდან, გადასახადებით დაგენერირებული თანხები კი უკვე აღემატება სახელმწიფოს მიერ ჩადებულ თანხებს.

„სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო შესაძლებლობას აძლევს ფერმერს, აწარმოოს მისთვის სასურველი კულტურა.

ადაპტირებული ვებგვერდის და საინფორმაციო ცენტრების დახმარებით პროცესები გამჭვირვალე, ცოდნის და ინფორმაციის მიღება კი გამარტივებულია. სახელმწიფო პროექტებში მონაწილეობს 40 000 ფერმერი. მათი ნაწილი ჩართულია USAID-ის, UNDP-ის, შვეიცარიის და ავსტრიის განვითარების სააგენტოებისა და სხვა საერთაშორისო პროექტებში.

„ჩვენ ვქმნით მაქსიმალურ შესაძლებლობებს ფერმერებისთვის. ასე იყო COVID-19-მდე და პანდემიის პირობებში დაემატა ახალი პროექტები. ზოგი ერთჯერად ხასიათს ატარებს. უმეტესობა არის გარდამავალი, მომავალ წლებშიც იქნება და გაგრძელდება.


ჩვენი ამოცანაა, თითოეულ ფერმერს მივაწვდინოთ ხმა, მაქსიმალურად გამოიყენონ ეს პროგრამები. ამისთვის ტარდება არაერთი შეხვედრა რაიონებში,სოფლებსა და დაბებში. ათასობით ადამიანს ვხვდებით და ვუყვებით ჩვენს პროექტებზე.

ვაძლევთ საშუალებას გაითავისონ, მოვიდნენ და მონაწილკეობა მიიღონ სახელმწიფო პროგრამებში. თითოეული ეს პროექტი, იმედი გვაქვს რომ უფრო მეტ რესურსს მოიძიებს, ბიუჯეტი კიდევ უფრო ხელგაშლილი იქნება იმიტომ, რომ სახეზეა იმ ინვესტირებული თანხების წარმატება, რომელიც მთლიანად ბიზნესმა ჩადო“, - აცხადებს გადაცემაში „ბიზნესი იმედზე“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე პირველი მოადგილე გელა ხანიშვილი.

პროგრამის განხორციელება 2015 წლის მარტში დაიწყო და მისი მთავარი მიზანია, მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანი გამოყენება.

შედეგად, იმპორტირებული პროდუქცია ქართული პროდუქციით ჩანაცვლდება, გაიზრდება ექსპორტი, გაადვილდება გადამუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფა და გაუმჯობესდება სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.

პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ დაწყებიდან შექმნილია 11 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი. დასაქმებულთა რაოდენობა რეალურად მეტია, რადგანაც მოცემული მონაცემები მიღებულია მხოლოდ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული ბენეფიციარების მაჩვენებლების მიხედვით.

imedinews.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up