“სახელმწიფოს უჭირს ეკონომიკური ძალაუფლების დათმობა“ - სამთავრობო პროგრამის მუდმივი დილემა

“სახელმწიფოს უჭირს ეკონომიკური ძალაუფლების დათმობა“ - სამთავრობო პროგრამის მუდმივი დილემა

access_time2019-09-12 10:00:31

“სამთავრობო პროგრამა 2019-2020“ ოფიციალურად უკვე დამტკიცებულია.  საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მთავრობამ სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით უნდა იხელმძღვანელოს. თუმცა, როგორც ირკვევა, პროგრამა ყოველწლიურად თითქმის უცვლელია და იდენტური გზავნილებია. ასევე ძალიან ხშირად გეგმა განუხორციელებელი რჩება და პრობლემების დიდი ნაწილი  ისევ მოუგვარებელია, რასაც დარგის სპეციალისტების თქმით, ერთადერთი ახსნა აქვს -  სახელმწიფოს უჭირს ეკონომიკური ძალაუფლების დათმობა.


ამას ადასტურებს პროგრამის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება  - ეკონომიკური განვითარება.


„კომერსანტი“ ეტაპობრივად გაგაცნობთ დოკუმენტის ფარგლებში სხვადასხვა საკითხის შეფასებით ნაწილს. ამჯერად ბიზნესგარემოს იმ პუნქტზე გავამახვილებთ ყურადღებას, სადაც მთავრობა ამბობს:


„2.4 აქტიური და ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვისთვის“...


ეს ძალიან მნიშვნლოვანი გზავნილია და როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, პირდაპირ მიუთითებს ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაზე; ინვესტიციების მოცულობის ზრდაზე; საკუთრების დაცვაზე და საბოლოოდ,  ეკონომიკის განვითარებაზე.


თუმცა როგორც ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი “კომერსანტთან“ აცხადებს, ის, რაც სამთავრობო პროგრამაშია ხაზგასმული, რეალობაში სულ სხვაგვარად ხდება. 


მისი თქმით, ხელისუფლება ამბობს, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზება აუცილებელია, მაგრამ სინამდვილეში ეს პროცესი ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს, რაც ადეკვატურად აისახება  ბიზნესგარემოზე. ზოგადად პრივატიზება უნდა გავყოთ სამ ნაწილად: მიწა, სახელმწიფო კომპანიები და სხვა აქტივები:



„მიწების შემთხვევაში გასხვისების ტემპი საკმაოდ ნელია. ძირითადი პრივატიზება მოხდა 2012 წლამდე, ამის მიუხედავად კი დღესაც ბევრი მიწაა დარჩენილი, მათ შორის დაურეგისტრირებელი. 2013 წელს მიწის რეგისტრაციის შესახებ მთავრობამ თითქოს აქტიური მუშაობა დაიწყო, მაგრამ შემდგომ ესეც დაპაუზდა. ყველაფერს ისიც დაემატა, რომ უცხოელებზე მიწის გაყიდვა აიკრძალა. საბოლოოდ, გვაქვს დიდი ალტერნატიული ხარჯი, რომელიც საერთოდ არ გამოიყენება.


რაც შეეხება სახელმწიფო კომპანიებს, მუდმივად წაგებაზე მუშაობს და შარშან ამ ციფრმა ნახევარ მლრდ. ლარსაც კი გადააჭარბა.  ასეთი კომპანიებია, საქართველოს რკინიგზა, საქართველოს ფოსტა და ა.შ. იმიტომ, რომ ყველა სახელმწიფოს საკუთრებაა, ეკონომიკა ამით ზარალდება და ზარალდება მოსახლეობაც“.


როგორც ხორგუაშვილი ამბობს, სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით ყოველწლიურად პრივატიზაციის პუნქტში დაახლოებით 60-70 მლნ. ლარია გათვლილი, რაც არასწორია. ხელისუფლებას ამ ციფრის გაზრდა მარტივად შეუძლია და შესაბამისად ეკონომიკური განვითარების დაჩქარებაც, მაგრამ ამას გამიზნულად არ აკეთებს:


სახელმწიფო აქტივები რაც შეიძლება სწრაფად რომ გასხვისდეს, რის შედეგადაც მკვეთრად გაიზრდება საბიუჯეტო შემოსავლები და რაც ისევ მოსახლეობაზე აისახება დადებითად. მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე საქართველოს ყველა პრემიერი საუბრობდა და ახლა გახარიასაც იგივე პათოსი აქვს, პრაქტიკა გამიზნულადაა საპირისპირო. რატომ? - სამი მიზეზია:


პირველი - სახელმწიფო ვერ თმობს ეკონომიკურ ძალაუფლებას, რადგან საუბარია მსხვილ ფინანსურ წყაროებზე. მეორე - ძალიან ბევრი სიპპ-ები და ააიპ-ებია, მათ შორის სახელმწიფო კომპანიები, სადაც მკვეთრად გაზრდილია პარტიული დასაქმება. მესამე - არ არსებობს ერთი ხედვა და მიმართულება. ყველა ზევიდან ელოდება ბრძანებას და თავის ინიციატივით ვერაფერს შვრება, ზევიდან კი პოლიტიკური ნება არ არის“.


ამ მოცემულობაში ზვიად ხორგუაშვილს ბიზნესგარემოების გაუმჯობესების მოლოდინი ნაკლებად აქვს. იგი დარწმუნებულია, რომ გახარიას პრემიერობის შემთხვევაშიც მნიშვნელოვანი ცვლილება არ განხოციელდება. მეტიც, სამთავრობო პროგრამის არ შესრულების პარალელურად, ახლა სრულიად საპირისპირო ქმედებებია დაწყებული:


„მნიშვნელოვან ცვლილებებს ნამდვილად არ ველოდები, მათ შორის არც ეკონომიკის ნაწილში. დიახ, ვთანხმდებით რომ აუცილებელია სახელმწიფო აქტივების გასხვისება, მაგრამ შედეგად ვიღებთ საპირისპიროს - მაგალითად, სულ ახლახანს გადაწყდა სამედიცინო სფეროს ნაციონალიზაცია. მედიკამენტების ფასების რეგულირება ხომ სრული კატასტროფაა და პირდაპირ ჯანსაღი ბიზბესგარემოს საწინააღმდეგოა. ამიტომ, რა თქმა უნდა, სამთავრობო პროგრამა ამჯერადაც ფურცელზე დაწერილი ფორმალობაა და მეტი არაფერი“.


ის რომ სახელმწიფო აქტივების პრივატიზება ნელი ტემპით მიმდინარეობს და წლიურად მისი ოდენობა 70 მლნ. ლარს ნამდვილად არ აღემატება, ამას ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს. რაც შეეხება გასხვისებულ ქონებას, რეიტინგი ამგვარად ნაწილდება :


  • 2019 წლის 1-ელ კვარტალში -  403 აუქციონის შედეგად 21.2 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონება გაიყიდა.(აღსანიშნავია, რომ გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით წელს სააგენტომ მეტი აუქციონი გამოაცხადა, თუმცა გაყიდული სახელმწიფო ქონების ღირებულება დაახლოებით 13 მლნ ლარითაა შემცირებული. გაყიდულ ობიექტებს შორის ჯერჯერობით არ მოხვედრილა სახელმწიფო საწარმო);


  • 2018 წელს 988 სახელმწიფო ქონება გადავიდა კერძო სექტორში, რითაც სააგენტომ სახელმწიფო ბიუჯეტში 115 600 000 ლარზე მეტის მობილიზება უზრუნველყო. გაყიდულ ობიექტებზე მოსალოდნელი ინვესტიციის ოდენობა დაახლოებით  68 000 000 ლარია. 

(წყარო: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო).


„კომერსანტი“ აგრძელებს სამთავრობო პროგრამის მიმოხილვას. უახლეს დღეებში ჩვენ სხვა საკითხზე გავამახვილებთ ყურადღებას.


სალომე ლემონჯავა





forbes - საუდის არაბეთზე შეტევას ნავთობის გაძვირება მოჰყვა

forbes - საუდის არაბეთზე შეტევას ნავთობის გაძვირება მოჰყვა
access_time2019-09-16 19:00:49
საუდის არაბეთმა ოფიციალური დაადასტურა ნავთობმოპოვების თითქმის 6 მლნ. ბარელით შემცირება, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს ქარხნებზე უპილოტო საფრები აპარატებით შეტევა განხორციელდა. შავ ოქროზე ფასების ნახტომისებრი ზრდის თავიდან აცილების მიზნით, აშშ-მ განაცხადა, რომ მზადაა აამოქმედოს თავისი რეზერვები. ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე საჰაერო შეტევა შაბათს დილით მოხვდა - პირველმა ეს ინფორმაცია საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა აბდელ...

ამერიკა ცდილობს უზბეკეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს დაკავშირებას

 ამერიკა ცდილობს უზბეკეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს დაკავშირებას
access_time2019-09-16 20:00:25
უზბეკეთმა და საქართველომ მიაგნეს შეხების წერტილს - ესაა ტრანზიტი. თბილისისთვის ეს არის ქვეყნის ტერიტორიაზე ტვირთბრუნვის გაზრდის საშუალება, ხოლო უზბეკეთი იღებს ქართული პორტების გავლით ევროპულ ბაზრებზე გასვლის საშუალებას. ინტერესი ორმხრივია, თუმცა, პრობლემა იმაშია, რომ დღეისათვის არ არსებობს კავკასიურ სატრანსპორტო დერეფანზე გასატარებელი ტვირთების საკმარისი რაოდენობა. 11-13 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი...

აუდიტის სამსახური - 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 27 პროექტის წლიური ბიუჯეტი საერთოდ არ არის ათვისებული

აუდიტის სამსახური - 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 27 პროექტის წლიური ბიუჯეტი საერთოდ არ არის ათვისებული
access_time2019-09-16 18:00:58
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯამში 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების, 27 კაპიტალური პროექტის წლიური ბიუჯეტი, 6 თვის მონაცემებით, საერთოდ არ არის ათვისებული. ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური პროექტებისა და მათზე გამოყოფილი სახსრების ათვისების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახრუსი ბიუჯეტის მონიტორი აქვენებს, რომლის თანახმად, 6 თვის მონაცემებით, 26 პროექტში ათვისებულია წლიური ბიუჯეტის 1%-დან...

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია Vetements -დან მიდის

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია Vetements -დან მიდის
access_time2019-09-16 14:30:27
„ვგრძნობ, რომ ჩემი მისია შევასრულე“ - ამბობს დიზაინერი, რომელმაც 5 წლის წინ გავლენიანი ბრენდი „Vetements“ დაარსა“. ასე იწყებს სტატიას ერთ-ერთი გავლენიანი მედია გამოცემა მოდის სფეროში. „WWD“ წერს, რომ ქართველმა დიზაინერი, რომელიც ქუჩის მოდის მთავარი შემოქმედი იყო „Vetements“ -დან მიდის.   ბრენდი, რომელმაც ქუჩის სტილის თამაშის წესები შეცვალა დემნამ ძმასთან ერთად 2014 წელს დაარსა. გურამ გვასალია,...

Meridian Capital Limited - რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ხაზარაძის თქმით, შესაძლოა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს

  Meridian Capital Limited - რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ხაზარაძის თქმით, შესაძლოა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს
access_time2019-09-16 15:40:55
რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში შესაძლოა „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს? როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ  TV “მთავარის“ ეთერში აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ ანაკლიის განვითრების კონსორციუმმა საქართველოს ხელისუფლებას წარუდგინა ანაკლიის ერთ-ერთი პოტენციური ინვესტორი —  ბრიტანული საინვეტსიციო კომპანია  Meridian capital...


მსგავსი სიახლეები

up