სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” პრივატიზაციის ფარგლებში, წყნეთში, ყოფილი სამთავრობო აგარაკები იყო გამოტანილი, თუმცა აუქციონი დღეს დამთავრდა და ობიექტის შესყიდვის ინტერესი არავის გამოუხატავს.
აუქციონზე გამოტანილი ყოფილი სამთავრობო აგარაკების 89,988 მ² ფართობი (13 შენობა ნაგებობა) სასტუმრო კომპლექსის დანიშნულებით იყიდებოდა.
აუქციონის საწყისი ფასი კი 55.7 მლნ ლარი იყო.
მყიდველს ყიდვიდან 36 თვეში სასტუმრო უნდა აეშენებინა რისთვისაც არანაკლებ 20 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.
Gbc.ge