სამსუნგის უახლესი Galaxy Watch4 სერია: შენი ჯანმრთელობა სანდო ხელშია, შენსავე მაჯაზე

სამსუნგის უახლესი Galaxy Watch4 სერია: შენი ჯანმრთელობა სანდო ხელშია, შენსავე მაჯაზე

access_time2021-09-30 18:15:25

სამსუნგმა 2021 წლის აგვისტოში „სმარტ“ საათების ახალი, ფლაგმანური თაობა წარადგინა; ესენი გახლავთ Galaxy Watch4 და Galaxy Watch4 Classic. Watch4 სერიაში შემოთავაზებულია ყველა ის სასარგებლო და პრაქტიკული ფუნქცია, რაც აქამდე გამოიყენებოდა სამსუნგის გონიერ საათებში. თუმცა, რაღათქმაუნდა დამატებულია ახალი ფუნქციები და შესაძლებლობები, როგორც ჯანმრთელობის მონიტორინგის, ასევე ყოვედღიური ამოცანების მარტივად გადაჭრის მიმართულებით.



Galaxy Watch4 სერიაში განსაკუთრებული ყურადღება ჯანმრთელობის ზრუნვასა და ფიტნესზე არის გამახვილებული. წინა მოდელებთან შედარებით აქ დამატებულია ახალი მაღალტექნოლოგიული სენსორები, რომლებიც კიდევ უფრო მეტი და უფრო ზუსტი ინფორმაციის მიღების საშუალებას გვაძლევენ ორგანიზმის მდგომარეობის და მასში მიმდინარე პროცესების შესახებ. ახალია ბიოელექტრული წინაღობის სენსორი, რომლის საშუალებითაც ხდება სხეულის შემადგენლობის გაზომვა. ასეთი ფუნქცია პირველად გამოიყენება გონიერი საათებში და ის საშუალებას იძლევა მივიღოთ ინფორმაცია: სხეულში კუნთოვანი მასის, ცხიმოვანი მასის, სხეულის ცხიმოვანი ბალანსის, სხეულში წყლის შემცველობის, სხეულის მასის ინდექსის და საბაზო მეტაბოლური ინდექსის შესახებ. ამ მაჩვენებლებზე დაკვირდებით ადამიანი ყოვედღიურად დააკვირდება ორგამიზმში მიმდინარე პროცესებს და თვალსაჩინოდ დაინახავს იმ შედეგებს, რაც ჯანმრთელი ცხოვრების წესს, ჯანსაღ კვებასა და ვარჯიშს მოაქვს ორგანიზმისათვის,  Watch4 სერიაში ასევე ხელმისაწდომია არტერიული წნევის გაზომვის, ელექტროკარდიოგრამის გადაღების და სისხლის ჟანგბადით გაჯერებულობის (სატურაციის) დონის გაზომვაც.



ახალი გონიერი Galaxy Watch4 საათები უკვე ახდენენ 95 სხვადასხვა სახის ფიზიკური აქტივობის დოკუმენტირებას. განსაკუთრებით საინტერესოა ინფორმაცია სირბილის ან ველოსიპედით სიარულის დროს: დამწვარი კალორიები, ვარჯიშის ხანგრძლივობა, გავლილი/გარბენილი მანძილი, გულის ცემის სიხშირე, მაქსიმალური განვითარებული სიჩქარე, საშუალო სიჩქარე და რეკომენდაციები სირბილის სიმეტრიისა და ალგორითმის შესახებ. ასევე ვარჯიშის ბოლოს შეგვიძლია ვნახოთ ჩვენს მიერ გავლილი მარშრუტი და სურვილის შემთხვევაში გავაზიაროთ. მოტივაციის გასაზრდელად და ვარჯიშში მეტი აზარტის შესატანად, შესაძლებელია მეგობრების მაჩვენებლებთან შეჯიბრი, როგორც გარბენილი მანძილის, ასევე გადადგმული ნაბიჯების რაოდენობით.



Galaxy Watch4 Classic (46 მმ, 42 მმ დიამეტრით) სერიის ფლაგმანურ მოდელს წარმოადგენს, რომელიც მაქსიმალურად ელეგანტურად და სოლიდურად გამოიყურება. რაც შეეხება Galaxy Watch4 (44 მმ და 42 მმ დიამეტრით) მოდელს, ის მეტად სპორტული და ყოვედღიური ვიზუალით არის წარმოდგენილი. ორივე მოდელი ხელმისაწვდომია როგორც დიდ,  ასევე პატარა ზომებში.




Watch4 სერიაში სამსუნგმა შემოგვთავაზა სრულიად ახალი ოპერაციული სისტემა გონიერი საათებისათვის: Wear OS. ის წარმოადგენს Tizen-ისა და Android Wear-ის ნაზავს, უფრო სწორედ კი ამ ორი სისტემის საუკეთესო შესაძლებლობებისა და ფუნქციონალის კომბინაციას. Wear OS-ის საშუალებით უკვე შესაძლებელია როგორც Android Wear-ის ასევე Tizen-ის აპლიკაციების გამოყენება. შედეგად, ისეთი სასარგებლო აპლიკაციები, როგორიც არის Google Maps და Youtube ახლა უკვე საათზეც ხელმისაწვდომი იქნება.



გაუმჯობესდა ტექნიკური მახასიათებელბიც. Watch4 სერიაში გვაქვს 16GB შიდა მეხსიერება (აპლიკაციების, სიმღერებისა და სურათებისათვის) და 1.5GB ოპერატიული ახალი თაობის 5 ნანომეტრიან პროცესორთან ერთად. Galaxy Watch4 სერია მაქსიმალურად დაცულია. მისი ეკრანი დაცულია ულტრაგამჭვირვალე Corning Gorilla Glass DX (Watch4 დაცულია DX+ ით ეკრანის ფორმიდან გამომდინარე) ტექნოლოგიით, ხოლო კორპუსი წყალგაუმტარია 5ATM სტანდარტით რაც გულიხსმობს, რომ შესაძლებელია საათის ჩატანა 50 მეტრ სიღრმემდე ულიმიტო დროით, ნებისმიერი ტიპის წყალში. შესაბამისადნ ახალი საათებით ცურვა ან აბაზანის მიღება პრობლემას არ წარმოადგენს. საათებს ასევე აქვთ სამხედრო სტანდარტის დაცულობა MIL_STD_810G ექსტრემალურად მაღალი/დაბალი ტემპერატურებისა და მაღალი გადატვირთვისაგან.



Galaxy Watch4 სერია თავსებადია ყველა ანდროიდ მოწყობილობასთან Android 6.0 Marshmallow და ზევით.  საათით შეგიძლიათ მიიღოთ, ნახოთ და უპასუხოთ შეტყობინებებსა და ზარებს. გარდა ზომის და ფერისა Watch3-ის საკუთარ სტილზე მორგება ფუნქცია: ,,ჩემი სტილი’’-ით არის შესაძლებელი. გადაუღეთ ტანსაცმელს ან აქსესუარს სურათი და სისტემა თავად შეგვიქმნის ტანისამოსის ფერებში გადაწყვეტილ სხვადასხვა დიზაინის საათის სკინის ფონს.



საათების შეძენა სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებსა და მათ ვებ-გვერდებზე შეგიძლიათ; შეგახსენებთ, რომ შეიძინოთ სამსუნგის სმარტ მოწყობილობები  მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით, რადგან ჰოლოგრამა გიცავთ..

 

 

(R)


თეგები:
Galaxy Watch4



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up