Samsung–ის სმარტფონების შემდეგ მომხმარებელს Samsung-ის სარეცხი მანქანაც აუფეთქდა – ბრენდი ნდობას კარგავს

Samsung–ის სმარტფონების შემდეგ მომხმარებელს Samsung-ის სარეცხი მანქანაც აუფეთქდა – ბრენდი ნდობას კარგავს

access_time2016-12-14 13:50:30

მსოფლიოში Samsung–ის ბრენდის მიმართ Note7–ის და მაცივრების აფეთქების შემდეგ ნდობა მცირდება. როგორც republic.ru წერს, სამხრეთ კორეული კაპიტალიზმის სიმბოლოს, ქვეყნის მთავარ ეროვნულ სიამაყეს - კორპორაცია Samsung-ს - ბოლო დროს აშკარად არ უმართლებს, მის ირგვლივ ხმაურიანი სკანდალები არ წყდება.


კომპანიამ ფეთქებადი სმარტფონების პრობლემასთან გამკლავება ვერ მოასწრო რომ ახალი სირთულე გამოუჩნდა - ამერიკაში მომხმარებელს სარეცხი მანქანა აუფეთქდა. შედეგად სასამართლოში ასობით საჩივარი შევიდა, კორპორაციამ კი რამდენიმე მილიონი სარეცხი მანქანა ბაზრიდან გამოიწვია.


ამას შემდგომ ჩინეთში Samsung-ის მენეჯერების არაეთიკურ საქციელში დადანაშაულება მოჰყვა, შემდეგ კი სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მეგობრის სახლში ჩხრეკა და ბრალდება Samsung-თან დაკავშირებულ მექრთამეობაში.


დანაკარგების შეფასება არაა ადვილი - მხოლოდ სმარტფონების გამოწვევა კომპანიას 6 მლრდ. დოლარი დაუჯდება. კორპორაციის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა კი Samsung-ის აქციების ფასი მინიმუმამდე შეამცირა.


ჩინურ სკანდალს არ მოუტანია პირდაპირი ფინანსური დანაკარგები, თუმცა მას საერთაშორისო რეპუტაცია ძალიან შეულახა.


კორპორაციისთვის არანაკლებ სერიოზული შეიძლება გახდეს სკანდალი ქვეყნის შიგნით. Samsung-ს ბრალს სდებენ, რომ კორპორაცია აფინანსებდა ქვეყნის პრეზიდენის მეგობარ-ქალს ჩხე სუნ სულსა, რომელიც იყენებდა თავის გავლენას სახელმწიფო საქმეებში ჩარევისთვის და მათ შორის, Samsung-ის სასარგებლოდ.


ამჟამად პრეზიდენტს ემუქრება იმპიჩმენტი, Samsung-ის ოფისებში კი ჩატარდა რამდენიმე მასშტაბური ჩხრეკა.


Samsung - არის სამხრეთ კორეის უმსხვილესი ე.წ. „ჩებოლი" - ანუ მრავალპროფილური საოჯახო კორპორაცია. ასევე ისაა ქვეყნის უმსხვილესი ექსპორტიორი. მისი აქტივები შეადგებს 529 მლრდ. დოლარს, შემოსავლები 2015 წელს - 170 მლრდ. Samsung-ზე მოდის სამხრეთ კორეის მშპ-ს 8%, კორპორაციის კაპიტალიზაცია შეადგენს 214 მლრდ. დოლარს. Samsung-ის მოწინავე ქვეგანყოფილება Samsung Electronics-ში მხოლოდ სამხრეთ კორეაში მუშაობს 100 000 კაცი, ქვეყნის ფარგლებს გარეთ - კიდევ 200 000. კორპორაციის სხვა ქვეგანყოფილებები კი მუშაობს სხვა და სხვა დარგებში.


„სამხრეთ კორეაში მთელმა სიცოცხლემ შეიძლება ჩაიაროს Samsung-ის გარემოცვაში. ადამიანი შეიძლება დაიბადოს Samsung-ის კლინიკაში, დაამთავროს Samsung-ის სკოლა და უნივერსიტეტი, გაატაროს თაფლობის თვე Samsung-ის სასტუმროში, იყიდოს Samsung-ის აშენებული ბინა, მოაწყოს ის Samsung-ის ტექნიკით, რომელსაც შეიძენს Samsung-ის საკრედიტო ბარათით, ატაროს ბავშვები Samsung-ის გასართობ ცენტრში, ხოლო სიკვდილის შემდეგ მას დაასაფლავებს Samsung-ის რიტუალების კომპანია" - წერს „New York times" - ის ჟურნალისტი ჯეფრი გრინი.


ამჟამად პრობლემები გასცდა ერთ კონკრეტულ პროდუქტს - საუბარია მთელი კორპორაციის რეპუტაციაზე, რაც გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე ერთი ფეთქებადი სმარტფონის ირგვლივ დატრიალებული გაუგებრობა.


თუმცა, Samsung-ის ისტორია არც აქამდე იყო კრისტალურად სუფთა. მას არაერთხელ მოუწია პროდუქციის გაწვევა - ეს იყო სარეცხი მანქანები, მაცივრები, მიკროტალღური ღუმელები, ახლა კი სმარტფონები.


კორპორაცია არაერთხელ დაადანაშაულეს ბავშვთა შრომაში. Samsung-ის ასობით თანამშრომელი ავადდებოდა ონკოლოგიური დაავადებებით იმის გამო, რომ მათ ჰქონდათ ახლო კონტაქტი წარმოებაში გამოყენებულ მავნე ქიმიურ ნივთიერებებთან. მოგვიანებით კოპმანიამ ბოდიშიც კი მოიხადა, და გამოყო ათეულობით მილიონი დოლარი დაზარალებულთა დასახმარებლად. კორპორაციის გენერალური დირექტორი ლი გონ ხი გაასამართლეს ფინანსური მაქინაციების ბრალდებით, თუმცა მოგვიანებით ის შეიწყალეს.



ექსპერტები ზოგიერთ ზემოთჩამოთვლილ სკანდალს „ჩებოლებს" უკავშირებენ, რომლებიც აკონტროლებენ სამხრეთ კორეის ეკონომიკის 50%-ს. მათ გააჩნიათ რამდენიმე თანდაყოლილი ნაკლი - მაგალითად, ძალიან დახურული კორპორაციული სტრუქტურა და ზედმეტად ახლო კონტაქტები სახელმწიფოსთან.


„ჩებოლები"-ს რეპუტაცია არაერთგვაროვანია - ისინი არიან ქვეყნის ეკონომიკის საფუძველიც და ამავე დროს, 90-იანი წლების კრიზისის მიზეზიც - დიდი ვალების გამო. „ჩებოლები" ქმნიან ასობით ათას სამუშაო ადგილს, თუმცა მათ აკრიტიკებენ გაუმჭვირვალობის და ბაზრიდან საშუალო ბიზნესის განდევნის გამო.

 

საერთო აზრი გამოთქვა სამხრეთ კორეის სამრეწველო ფედერაციის პრეზიდენტმა ლი ჩხოლ ჰენმა: „მეზიზღება ჩებოლები, მაგრამ მინდა ჩემმა შვილმა იმუშაოს ჩებოლში".


„ჩებოლების" მიმართ კიდევ ერთი პრეტენზია - მართვის ავტორიტარული სტილია, რაც შეიძლებოდა ფეთქებადი სმარტფონის გაყიდვამდე მისვლის მიზეზი გამხდარიყო. 


„რასაც გეტყვის უფროსი - ბრძანებაა, როგორც ჯარში. Samsung-ის ხელმძღვანელს აღმერთებენ თითქმის ისევე, როგორც ჩრდილოეთ კორეაში ქვეყნის ლიდერს. ყოველი ახალი მთავრობა იწყებს იმით, რომ ცდილობს „ჩებოლების" გავლენის შემცირებას, თუმცა ყოველთვის - უშედეგოდ" - ამბობს Samsung-ის ყოფილი მენეჯერი მაიკლ კიმი.


„ჩებოლებს" ასევე აკრიტიკებდნენ კორუფციის მაღალი დონის გამო - Samsung-ის ტოპ-მენეჯმენტში საკმაოდ ხშირია სკანდალები, არაერთი მენეჯერი მსჯავრდებულ იქნა სხვადასხვა ბრალდებით.

 

 

ამის მიუხედავად, Samsung-ის ძლევამოსილება არსად არ ქრება. არც არის გასაკვირი. ის ხომ სახელმწოფი სახელმწიფოშია". ის ხომ Samsung-ია.

 

რა სიტუაციაა საქართველოში? დაფიქსირდა თუ არა მომხმარებლის მხრიდან Samsung-ის ტექნიკასთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია? 

 

ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „სმაილში" აცხადებენ, რომ მათ კომპანიაში და არც საქართველოში „სამსუნგის" ბრენდის სარეცხი მანქანების აფეთქების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. მათი თქმით, ინფორმაცია „სამსუნგის" სარეცხის მანქანების აფეთქებასთან დაკავშირებით უფრო ჭორია, ვიდრე რეალობა. „სამსუნგის" სარეცხის მანქანები ხარისხით ერთ-ერთი გამორჩეულია. ზოგადად,ტექნიკა იმდენნაირად იტესტება, რომ მეეჭვება რამე გაპარვოდათ და რეაგირება არ ჰქონოდათ. როდესაც Note7-ზე პრობლემა იყო, მაშინ ოფიციალურად მოიწერეს, ამ შემთხვევაში მათგან არანაირი შეტყობინება არ მოსულა"-აცხადებენ „სმაილში"

 

„სამსუნგის" სარეცხის მანქანების აფეთქების შემთხვევი არ დაფიქსირებულა არც ტექნიკის მაღაზიათა ქსელ "გრანდ ელექტრონიქსში". კომპანიის კომერციული მენეჯერი გიორგი ჭედია აცხადებს, რომ როდესაც კონკრეტულ ბრენდზე პრობლემაა, ამ დროს მომხმარებელი სერვის ცენტრს მიმართვს, თუმცა, მათთან ინფორმაცია მსგავსი ხარვეზის შესახებ მაინც დაფიქსირდებოდა.

 

 

 ავტორი: "კომერსანტი", გამოყენებულია republic.ru-ს მასალები.



აკაკი ზოიძე „ქართულ ოცნებას“ 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას სთავაზობს

 აკაკი ზოიძე „ქართულ ოცნებას“ 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას სთავაზობს
access_time2019-11-22 18:15:11
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ან პლებისციტი უნდა ჩატარდეს. როგორც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, რომ მან მიმართა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს, რომ მიიღონ ზომები რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩასატარებლად. „ვხედავ, მესმის, ვგრძნობ მრავალი ადამიანის სამართლიან პროტესტს, გულისწყრომას და იმედგაცრუებას პარლამენტის მიერ 2020 წელზე პროპორციულ...

რა რისკებს შეიცავს უკრაინაში ინვესტიციის განხორციელება

რა რისკებს შეიცავს უკრაინაში ინვესტიციის განხორციელება
access_time2019-11-22 20:25:43
უცხოელი ინვესტორები, რომლებიც ფინანსებს ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან განვითარებად სავაჭრო ბაზრებში აბანდებენ, Bloomberg-ის ინფორმაციით შესაძლოა საფრთხეში აღმოჩნდენ. განვითარებადი მეორადი ბაზარი ნიშნავს იმას, რომ უკრაინის ადგილობრივი აქტივების შემსყიდველებმა შესაძლოა ვერ გაყიდონ საკუთარი აქტივები, თუკი გლობალური რისკის შეგრძნება შემცირდება. თუნდაც მათ იპოვონ მყიდველი ობლიგაციებისთვის , სავალუტო ბაზრის მერყეობა,  შესაძლოა მათ მომავალ დანაკარგებს მოასწავებდეს რაც გრივნის...

კვიპროსი ბინძურ ფულზე უარს ამბობს

კვიპროსი  ბინძურ ფულზე უარს ამბობს
access_time2019-11-22 19:30:21
ოფიციალური სტატისტიკით, კვიპროსის დედაქალაქ ლიმასოლში, რომლის მოსახლეობაც 100 000 ადამიანს შეადგენს, ჯერ კიდევ 2012 წელს 4500-ზე მეტი რუსი ცხოვრობდა, ხოლო ექსპერტების შეფასებით, დღეს, 2019 წელს, რუსები ლიმასოლის მოსახლეობის 8-11%-ს შეადგენენ. მათ იქ იზიდავს თბილი კლიმატი, ზღვა, გემრიელი სამზარეულო და მარტივი საიმიგრაციო სისტემა - 300 000 ევროს ღირებულების უძრავი...

ბელგიაში, ქურდობაზე დაკავებული ქართველი, სასამართლომ გამოუშვა, ჯანდაცვის სამინისტროს კი მისი შვილის მკურნალობა დაავალა

ბელგიაში, ქურდობაზე დაკავებული ქართველი, სასამართლომ გამოუშვა, ჯანდაცვის სამინისტროს კი მისი შვილის მკურნალობა დაავალა
access_time2019-11-22 16:30:08
სასამართლო პროცესის შესახებ ბელგიაში, ქართველი ემიგრანტი, “ემიგრანტთა სახლის” ხელმძღვანელი ანა ბალამწარაშვილი ინფორმაციას  სოციალურ ქსელ „ფეისბუქით“ ავრცელებს.   „დღეს სასამართლო პროცესზე ბელგიის სამეფოში, ტონგერენში ბრალდებული ქართველია, 45 წლის თმაშევერცხლილი მამაკაცი. მოსამართლე: -ბატონო მირზა, რატომ ჩამოხვედით ბელგიაში, ვინ ხართ და რა გინდათ? რატომ მოიპარეთ ბოთლები და სიგარეტები? ასე ხომ ციხეში...

კობა გვენეტაძე მთავრობის და ბიზნესის კრიტიკას პასუხობს

კობა გვენეტაძე მთავრობის და ბიზნესის კრიტიკას პასუხობს
access_time2019-11-22 14:58:24
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს. ამის შესახებ გვენეტაძემ ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო გადაცემა „ქრონიკას “ მისი მისამართით გამოთქმული კრიტიკის პასუხად განუცხადა. გვენეტაძის თქმით, ის თანამდებობიდან გამომდინარე არ აპირებს პოლიტიკური შინაარსის ბრალდებებს უპასუხოს და აცხადებს, რომ ლარის სტაბილურობას ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: მათ შორის საგარეო შოკები და მოლოდინები, პროცესებზე პასუხისმგებელი...


მსგავსი სიახლეები

up