Samsung წარმოგიდგენთ Galaxy S7-ს და Galaxy S7 Edge-ს მობილური სამყაროს ახალ ცენტრს

Samsung წარმოგიდგენთ Galaxy S7-ს და Galaxy S7 Edge-ს მობილური სამყაროს ახალ ცენტრს

access_time2016-03-04 11:03:11

კომპანია Samsung Elecrtronics,  Samsung - ის ბრენდ მაღაზიაში მედიის წარმომადგენლებს Samsung GALAXY S სერიის სმარტფონების - Galaxy S7 და Samsung Galaxy S7 Edge  უახლესი მოდელების პრეზენტაციაზე იწვევს. 


21 თებერვალს კომპანიამ Samsung, ბარსელონაში წარმოადგინა ყველაზე ინოვაციური Samsung GALAXY S სერიის სმარტფონები - Samsung Galaxy S7 და Samsung Galaxy S7 EDGE, რომელსაც მომხმარებელი დიდხანს ელოდა. წარმოდგენილი სმარტფონები მომხმარებელს სთავაზობს განუმეორებელ დიზაინსა და მეტ ეფექტურობას, კიდევ უფრო მეტი სისწრაფისა და სიმარტივისთვის. 


პროდუქტი შექმნილია დღევანდელი მობილური ცხოვრების წესისთვის და შეიცავს გაუმჯობესებულ ფუნქციებს: დახვეწილ დიზაინს, უკეთესი ხარისხის კამერას, განვითარებული პროგრამის ფუნქციასა და სერვისის შეუდარებელ წვდომას პროდუქტთან.


"ჩვენ გვჯერა უკეთესი სამყაროსი, მეტი სიმკვეთრით, შესაძლებლობებითა და გართობით. 


ჩვენი ახალი პროდუქტით ვცდილობთ ეს ხედვა გავუზიაროთ მომხმარებელსაც" – ამბობს DJ Koh, მობილური კომუნიკაციების ბიზნესის პრეზიდენტი Samsung Electronics-ში.


"ჩვენ მომხმარებელს ვაძლევთ ძალას, რომ მიიღონ ცხოვრებისგან მაქსიმუმი ამ ტექნოლოგიით და სულ უფრო მეტად შორს გადავწიოთ შესაძლებლობების ზღვარი." 

 

4 მარტიდან Samsung Elecrtronics-ი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას განათავსოს წინასწარი შეკვეთა ახალ სმარტფონებზე და საჩუქრად მიიღოს ვირტუალური რეალობის სათვალე Gear VR.


კომპანია Samsung Elecrtronics ყოველთვის ცდილობს მედიას პირველს გააცნოს ყველა სიახლე და ინოვაცია, სანამ ფართო აუდიტორიას წარუდგენს. სწორედ ამიტომ, გიწვევთ პირველებს პრეზენტაციაზე, რომ წარმოგიდგინოთ ახალი პროდუქტები, სურვილისამებრ გამოსცადოთ Gear VR - ვირტუალური რეალობის სათვალე, ასევე ისიამოვნოთ  ფურშეტით და მიიღოთ სამახსოვრო საჩუქრები.

 

ინფორმაცია სმარტფონების შესახებ



 გაუმჯობესებული კამერა: მაღალი ხარისხის ფოტოები დღის ნებისმიერ მონაკვეთში და ნებისმიერ ადგილას.


Samsung Galaxy S7 და Samsung Galaxy S7 Edge აღჭურვილია სრულყოფილი კამერით, რომელიც უშვებს 95%-ით მეტ სინათლეს ლინზაში და შესაძლებელს ხდის გადავიღოთ ფოტო ნებისმიერი ტიპის განათებაში. 


ეს არის პირველი შემთხვევა, როცა სმარტფონის კამერას აქვს Dual Pixel სენსორი, რაც ფოკუსს უფრო სხარტს და ზუსტს ხდის. ამით ის უკვე სჯობნის ნებისმიერ არსებულ სმარტფონს არსებულ ბაზარზე. 


გაუმჯობესებული დიზაინი და ფუნქცია:


მომრგვალებული შუშის უკანა ფასადი და სითხელე, ეკრანის და პანელის სიდიდე ხელს უწყობს უახლეს ორ მოდელს იყოს განსაკუთრებით კომფორტული ხელში დასაჭერად, ჩანთაში ჩასადებად და აპლიკაციების გამოყენებისთვის. დააჭერთ ერთხელ და მიიღებთ პირდაპირ წვდომას ნებისმიერი სახის ინფორმაციასა და ფუნქციასთან.


ასევე გვთავაზობს სრულიად განსხვავებულ ფუნქციას: Always-On ფუნქციას, რაც საშუალებას გაძლევთ თვალყური ადევნოთ ნებისმიერი სახის ინფორმციას სმარტფონის ეკრანის ჩაქრობა-ანთების გარეშეც კი. და რაც მთავარია, ორივე მოდელი არის წყალგაუმტარი. შესაბამისად თქვენ ყოველთვის დაცული ხართ შემთხვევითი დასველების საშიშროებისგან!


გაუმჯობესებული პერფორმანსი:


განახლებული CPU-სა და GPU-ს დახმარებით, აპლიკაციების გამოყენება, თამაშებით გართობა, ვიდეოების ჩატვირთვა ხდება უფრო სწრაფად დამარტივად!


სმარტფონებს აქვთ უფრო ძლიერი ბატარეა, უფრო სწრაფი უსადენო დატენვის ფუნქციით. 


ასევე, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს სმარტფონში დაამატოს მეხსიერების კარტა 200 გიგაბაიტამდე!


გალაქტიკის სრული გამოცდილება:


Samsung ყოველთვის ცდილობს გასცდეს დღევანდელ ტექნოლოგიურ ჩარჩოებს და მომხმარებელს შესთავაზოს ყველაზე ადვილი გზა დასაკავშირებლად და გამოცდილების მისაღებად. სამსუნგს ეს ბრწყინვალედ გამოსდის თავისი 360 გრადუსიანი კონტენტით - სამსუნგი ცვლის იმას თუ რისი გაკეთება შეუძლია მომხმარებელს საკუთარი სმარტფონით. 


ასევე წარმოდგენილ ორ უახლეს მოდელს აქვს ეფექტური გადახდების სერვისი, Samsung Pay რომელიც არის დაცული, ადვილად ადაბტირებადი დაყველგან ხელმისაწვდომი. 


Samsung+ კი არის უფასო მობილური აპლიკაცია რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ისარგებლოს სამსუნგის ნებისმიერი, ფიზიკური თუ ვირტუალური დამხმარე სერვისებით.

Samsung Smart Switch კიდევ ერთი ახალი პროდუქტია, რომელიც მომხმარებელს გაუადვილებს ერთი სმარტფონიდან მეორეზე გადასვლას, ისე რომ მან არ დაკარგოს არც ერთი სახის არსებული ინფორმაცია მის ძველ სმარტფონზე.


უსაფრთხოება:


Samsung Galaxy S7 და Samsung Galaxy S7 Edge-ს აქვს განუმეორებელი და შეუდარებელი დაცვის სისტემა, რომელიც ახერხებს სმარტფონის ჩართვის მომენტიდან მთელი მისი გამოყენების მანძილზე დაიცვას თქვენი პირადი და სმარტფონის უსაფრთხოება!




რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი

რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი
access_time2021-12-04 11:00:24
საკმეველი და მირონი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებული და ძვირფასი ნედლეულია. მხოლოდ რომის კათოლიკური ეკლესია წელიწადში დაახლოებით 50 ტონა საკმეველს იყენებს. საკმევლის...

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან
access_time2021-12-04 15:00:08
როდესაც რუსეთი რაკეტის დარტყმით ანადგურებს კოსმოსში განლაგებულ თანამგზავრს, ან ჩინეთი ახალ ზებგერით რაკეტას ცდის, შეიარაღებათა რბოლა, რომელიც მიმდინარეობს დედამიწის ორბიტაზე, მას-მედიაში ახალი ამბების თემა ხდება, თუმცა, ამ აშკარა ფაქტების და ფართო საზოგადოების ყურადღების მიღმა, აშშ და მისი მოწინააღმდეგეები ერთმანეთს კოსმოსში ყოველდღიურად ებრძვიან. სანამ ვაშინგტონის ოფიციალური პირები და ექსპერტები გაზრდილ საფრთხეებზე საუბრობენ, მოწინააღმდეგეები ამერიკულ თანამგზავრებს თითქმის ყოველდღე...

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს
access_time2021-12-04 12:00:27
...

Brexit-ის შედეგები გაერთიანებულ სამეფოში

Brexit-ის შედეგები გაერთიანებულ სამეფოში
access_time2021-12-04 17:00:24
...

რა გვიჯდება ბიუროკრატიის შენახვა

რა გვიჯდება ბიუროკრატიის შენახვა
access_time2021-12-04 16:00:11
...


მსგავსი სიახლეები

up