სამსუნგმა ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ 250-ზე მეტ თამაშს დააინტეგრირებს Samsung Gaming Hub-ში Amazon Luna სტრიმინგზე დაფუძნებული სათამაშო სერვისის მეშვეობით. კომპანია ამ სიახლესხელმისაწვდომს ხდის Samsung-ის 2022 წლის სმარტ ტელევიზორებსა და M-სერიის სმარტმონიტორებზე.
Amazon Luna-ს დამატებით, მომხმარებლებს ახლა აქვთ წვდომა 1000-ზე მეტ თამაშის სათაურზე. Gaming Hub ასევე სთავაზობს მომხმარებლებს დააკავშირონ YouTube, Spotify და Twitch ანგარიშები.
„დღეიდან, Luna-ს მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ დააკავშირონ თავიანთი ანგარიშები Samsung Gaming Hub-თან და განაგრძონ თამაში Samsung-ის 2022 წლის ტელევიზიის მოდელებზე. Samsung Gaming Hub-ის კონტროლერის გავლის ტექნოლოგიის გამოყენებით, მოთამაშეებს შეუძლიათაირჩიონ თავიანთი Amazon Luna-ს თამაში Luna Controller-ით ან ნებისმიერი სხვა მხარდაჭერილიBluetooth კონტროლერით,” - ნათქვამია Samsung-ის პრესრელიზში.
მომხმარებლებს ვისაც არ გაქვთ Bluetooth კონტროლერი, შესაძლებლობა აქვთ ითამაშონ თავიანთი სმარტფონითაც.
წყარო: techcrunch.com