კომპანია Samsung Electronics-მა ახალი სმარტფონი - Samsung Galaxy Note 7 წარადგინა. სმარტფონი 5,7 დუიმიანია და მისი გაფართოება 2560x1440-ს შეადგენს. ამასთან, მასში წყლისგან დაცვის სისტემაც მოქმედებს.
ტელეფონის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი თვალის სკანირების საშუალებაა. მომხმარებელს შეუძლია ტელეფონს სპეციალური ბლოკი დაადოს და მისი განბლოკვა მხოლოდ საკუთარი თვალით სკანირებით იქნება შესაძლებელი. ამასთან, Galaxy Note 7 თითის ანაბეჭდის ამომცნობითაც არის აღჭურვილი.
სხვა ტელეფონში ინტეგრირებულ სენსორებს შორის გამოსაყოფია ბარომეტრი, ჰოროსკოპი, გეომაგნიტური სენსორი, გულის პულსის მზომავი და სხვ.
Samsung-ის უკანასკნელი კვარტლის შედეგებით ირკვევა, რომ Galaxy-ს მოდელის სმარტფონების დახმარებით კომპანიის გაყიდვები 6 პროცენტით, $43.4 მილიარდამდე არის გაზრდილი. ყურადსაღებია ფაქტი, რომ ბაზარზე ახალ სმარტფონებზე მოთხოვნა თანდათან იკლებს. თუმცა Samsung-ის განცხადებით, მისი გაყიდვები გასულ წელთან შედარებით ნებისმიერ შემთხვევაში გაიზრდება.
Samsung Galaxy Note 7-ს რვაბირთვიანი პროცესორი აქვს. 64 ბიტიან პროცესორს 4 გიგაბაიტიანი ოპერაციული მეხსიერება ემატება, ხოლო ტელეფონის საერთო მეხსიერება 64 გიგაბაიტს შეადგენს. ამასთან, სმარტფონში მიკროჩიპის განთავსება და მეხსიერების მაქსიმუმ 320 გიგაბაიტამდე გაზრდაა შესაძლებელი.