Samsung-მა Galaxy Note 7-ის წარმოება შეაჩერა – "საქართველოში Galaxy Note 7–ის არც ერთი ტელეფონი არ გაყიდულა"

Samsung-მა Galaxy Note 7-ის წარმოება შეაჩერა – "საქართველოში Galaxy Note 7–ის არც ერთი ტელეფონი არ გაყიდულა"

person access_time2016-10-10 16:00:23

 

CNN-ის ინფორმაციით, Samsung-მა Galaxy Note 7-ის სმარტფონების წარმოება შეაჩერა. როგორც ცნობილია, ახალი სმარტფონის ელემენტი ფეთქებადი თვისებით ხასიათდება და აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრა კომპანიამ ვერც სმარტფონების გაწვევის და მათში ახალი ელემენტებით ჩანაცვლების შედეგად შეძლო.

 

ტელეფონი ბაზარზე აგვისტოში გამოვიდა, თუმცა მალევე ახალი სმარტფონის არაერთმა მომხმარებელმა განაცხადა, რომ მათი ტელეფონი მოულოდნელად აფეთქდა. გასულ თვეში Samsung-მა 2.5 მილიონი ტელეფონი გაიწვია და გაჩნდა მოლოდინი, რომ ჩანაცვლებული ტელეფონები პრობლემას აღარ წარმოადგენდნენ, თუმცა განვითარებულმა მოვლენებმა საპირისპირო შედეგი აჩვენა.

 

გასულ კვირას ამერიკელმა მომხმარებლმა განაცხადა, რომ მისი სმარტფონი ცეცხლში გაეხვა. ოთხშაბათს კი უკვე გამოცვლილმა Galaxy Note 7-მა Southwest Airline-ის თვითმფრინავში აალება დაიწყო, რის გამოც ფრენა გადაიდო. აშშ-ის სამომხმარებლო პროდუქციის კომისიის განცხადებით თვითმფრინავში მომხდარი ინციდენტის გამოძიება მიმდინარეობს.

 


 

პარალელურად უმსხვილესმა სატელეფონო ოპერატორებმა მსოფლიოს მასშტაბით Note 7-ის გაყიდვები შეაჩერეს. მათ შორისაა AT&T, T-Mobile, ავსტრალიური Telstra და ა.შ.

 

ყოველივე ეს Samsung-ის აქციებზე უარყოფითად აისახა. ორშაბათს სეულში კომპანიის აქციების ღირებულება 4.6%-ით დაეცა.

 

"კომერსანტი" დაინტერესდა, გაიყიდა თუ არა აღნიშნული მოდელის ტელეფონები საქართველოში.

 

როგორც გაირკვა , საქართველოში Galaxy Note 7-ის წინასწარი გაყიდვები დაწყებული იყო, "თუმცა მას შემდეგ, რაც სათაო ოფისმა ბაზრიდან ეს მოდელები გაიწვია, საქართველოში წინასწარი გაყიდვებიც შეწყდა. ასე რომ, ჩვენთან Galaxy Note 7–ის არც ერთი ტელეფონი არ გაყიდულა", – განუცხადეს "კომერსანტს" Samsung–ის საქართველოს წარმომადგენლობაში. 




საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს
access_time2021-06-14 18:45:14
ბელარუსულმა ავიაკომპანიამ „ბელავია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების რაოდენობას 15 ივნისიდან მნიშვნელოვნად გაზრდის. „15 ივნისიდან ბათუმის რეისების რაოდენობა გაორმაგდება – კვირაში 7–დან 14–მდე. „ბელავია“ საქართველოს მთავარ საზღვაო ქალაქში დღეში ორჯერ იფრენს. 15 ივნისიდანვე იგეგმება თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდაც – ნაცვლად არსებული 7 რეისისა კვირაში – 11 რეისამდე. ოთხი რეისი დაემატება: სამშაბათობით, ოთხშაბათობით და შაბათ–კვირას“, – განაცხადეს...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...


მსგავსი სიახლეები

up