Samsung-ის შტაბ-ბინაში ისტორიაში პირველად ჩხრეკა ჩატარდა

Samsung-ის შტაბ-ბინაში ისტორიაში პირველად ჩხრეკა ჩატარდა

access_time2016-11-08 20:30:53

 

Samsung მორიგ სკანდალში ეხვევა. სეულში Samsung Electronics-ის შტაბ-ბინის ჩხრეკა ჩატარდა. გამოძიების მიხედვით, არსებობს ეჭვი, რომ კომპანიის გავლით ქვეყნის პრეზიდენტ პაკ კინ ჰეს მეგობრის ანგარიშზე უკანონო გადახდები იყო განხორციელებული. თავად პრეზიდენტის მეგობარს კი თავისი კავშირების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად.

 

 

პრეზიდენტის მეგობარი, ცოი სუნ სილი გასულ კვირას სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად დააკავეს. სუნ სილი უკვე დაკითხულია. მას ბრალი სამთავრობო საქმეებში ჩარევაში ედება - პრეზიდენტთან კავშირის შედეგად მან პირადი მოგების მიღება მოახერხა.

 



გამოძიების ვერსიით, Samsung-ს შესაძლოა, საკონსულტაციო სერვისის სანაცვლოდ 2.8 მილიონი ევრო ჰქონდეს ცოი სუნ სილის კომპანიაში გადარიცხული, რომელიც გერმანიაში მდებარეობს. რეალურად კი აღნიშნული თანხა მან პირადი მოხმარებისთვის გამოიყენა.

 

BBC-ის ინფორმაციით, Samsung-ი კომპანიაში მიმდინარე ჩხრეკის ფაქტს ადასტურებს.

 

Samsung-ისთვის მიმდინარე წელს წარმატებული ნამდვილად ვერ დაერქმევა. შემოდგომაზე კომპანიას 2.5 მილიონი Galaxy Note 7-ის გაწვევა მოუხდა, რაც სმარტფონის ელემენტის აალებისა და აფეთქების საფრთხისგან იყო გამოწვეული. სავარაუდოდ, აღნიშნული კრიზისის შედეგად კომპანია მინიმუმ $5.3 მილიარდს იზარალებს.

 

 

ავტორი: gazeta.ru



კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ

კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ
access_time2020-07-05 20:00:36
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით არნახული ეკონომიკური კრიზისი გამოწვია და მასშტაბებიდან გამომდინარე 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისსაც გადააჭარბა. პანდემიის გამო მსოფლიოს...

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები
access_time2020-07-05 18:30:55
სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, განახლდა და დამტკიცდა ახალი რეკომენდაციები. მათ შორისაა რეკომენდაციები ტურ-ოპერატორებისთვის, გიდებისთვის და...

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში
access_time2020-07-05 11:30:02
აზარტული თამაშების რეგულირებასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, თუკი ამ ბიზნესს ჩავკეტავთ, იგი იატაკქვეშ გადაინაცვლებს და გაცილებით უფრო მძიმე მაფიოზური სიტუაცია შეიქმნება. როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მსგავსი სიტუაცია, რომ...


მსგავსი სიახლეები

up