კომპანია Samsung-ის ახალი სმარტფონის სახელწოდება ცნობილია. გამოცემა The Verge-ის ცნობით, Samsung Galaxy S10-ის შემდეგ კომპანია არა Galaxy S11-ს, არამედ Galaxy S20-ს გამოუშვებს.ექსპერტების ვარაუდით, შესაძლოა, ეს ახალი მოდელის გამოშვების წელსაც უკავშირდებოდეს. სმარტფონს 4 ძირითადი კამერა ექნება.
სმარტფონის ოფიციალური პრეზენტაცია 11 თებერვალს სან-ფრანცისკოში გაიმართება. 2019 წელს კომპანია Samsung-მა 6,7 მილიონი 5G-სმარტფონი გაყიდა.
imedinews.ge