Bloomberg-ზე გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, 2017 წლის დასაწყისში Samsug-მა შესაძლოა ორი ახალი მოდელი წარადგინოს, რომლებსაც დრეკადი ეკრანი ექნებათ. სააგენტოს მიხედვით, ამ გზით კორეული კომპანია Apple-ის მოხმარებლების გადაბირებას შეეცდება. ერთ-ერთი მოდელი, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შუაზე გაიხსნება.
რაც შეეხება მეორეს, მას ჩვეულებრივი სმარტფონის შეხედულება ექნება, თუმცა მის კორპუსს შემოტრიალებისა და შესაბამისად, პლანშეტურ კომპიუტერად გადაქცევის შესაძლებლობა ექნება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2015 წელს Sam Mobile წერდა: გამოცემა, რომელიც Samsung-ის ირგვლივ განვითარებულ სიახლეებზე არის ორიენტირებული. მოსალოდნელი იყო, რომ დრეკადი სმარტფონები ბაზარზე 2016 წლის დასაწყისში გამოჩნდებოდა, თუმცა მოლოდინები არ გამართლდა.
„თუკი Samsung-ი შეძლებს და დრეკადი სმარფონებისათვის სათანადო ინტერფეისს შექმნის, ამდაგვარი ტელეფონები ბაზარს სრულიად შეცვლიან,“ – განაცხადა Bloomberg-ის ანალიტიკოსმა, ლი სინ ვუმ.