Samsung-ი დასაკეცკერანიანი სმარტფონის ახალი ხაზის შექმნაზე მუშაობს

Samsung-ი დასაკეცკერანიანი სმარტფონის ახალი ხაზის შექმნაზე მუშაობს

access_time2019-09-04 20:00:43

Samsung-ი გეგმავს შექმნას დასაკეცეკრანიანი სმარტფონის Fold-ის ახალი ხაზი, რომლის პრეზენტაციაც არსებული ინფორმაციით 2020 წლის დასაწყისში გაიმართება. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

 

სმარტფონების მწარმოებელი სამხრეთკორეული კომპანია მუშაობს მობილურ ტელეფონზე, რომელსაც ერთი ეკრანი ექნება, დიაგონალის სიგრძე 17 სანტიმეტრამდე. დაკეცვის დროს სმარტფონი კვადრატული ფორმის უნდა გახდეს, რომლის ეკრანიც შიდა მხარეს მოექცევა.

როგორც Bloomberg-ის წყაროები ამბობენ, სმარტფონის ეს ხაზი გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი იქნება, ვიდრე კომპანიის მიერ გამოშვებული Galaxy Fold-ი. ამასთან, ახალი სმარტფონი უფრო თხელიც იქნება.

 

დასაკეცეკრანიანი Galaxy Fold-ის გაყიდვა 2019 წლის სექტემბრიდან გარკვეულ ქვეყნებში დაიწყება.

 


პირველი დასაკეცეკრანიანი სმარტფონის გამოშვებას Samsung-ი ჯერ კიდევ აპრილში გეგმავდა, თუმცა ბოლო მომენტში კომპანიამ გაყიდვების დაწყება გადაიფიქრა, მიზეზი კი ჟურნალისტებისა და ბლოგერების მხრიდან, რომლებიც Galaxy Fold-ს ტესტავდნენ, სმარტფონის ეკრანთან დაკავშირებით გამოთქმული მრავალი საჩივარი იყო.

 

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ამ დროის განმავლობაში სრულად შეაფასეს პროდუქტის დიზაინი და ეკრანის დაცვის კუთხით აუცილებელი ცვლილებები შეიტანეს.

 

ახალი სმარტფონის გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის. ადრე ითქვა, რომ Galaxy Fold-ის გაყიდვა ჯერ აშშ-ში დაიწყება და ის 1980 დოლარი ეღირება.


imedinews.ge



თეგები:
Samsung



forbes - საუდის არაბეთზე შეტევას ნავთობის გაძვირება მოჰყვა

forbes - საუდის არაბეთზე შეტევას ნავთობის გაძვირება მოჰყვა
access_time2019-09-16 19:00:49
საუდის არაბეთმა ოფიციალური დაადასტურა ნავთობმოპოვების თითქმის 6 მლნ. ბარელით შემცირება, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს ქარხნებზე უპილოტო საფრები აპარატებით შეტევა განხორციელდა. შავ ოქროზე ფასების ნახტომისებრი ზრდის თავიდან აცილების მიზნით, აშშ-მ განაცხადა, რომ მზადაა აამოქმედოს თავისი რეზერვები. ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე საჰაერო შეტევა შაბათს დილით მოხვდა - პირველმა ეს ინფორმაცია საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა აბდელ...

აუდიტის სამსახური - 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 27 პროექტის წლიური ბიუჯეტი საერთოდ არ არის ათვისებული

აუდიტის სამსახური - 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 27 პროექტის წლიური ბიუჯეტი საერთოდ არ არის ათვისებული
access_time2019-09-16 18:00:58
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯამში 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების, 27 კაპიტალური პროექტის წლიური ბიუჯეტი, 6 თვის მონაცემებით, საერთოდ არ არის ათვისებული. ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური პროექტებისა და მათზე გამოყოფილი სახსრების ათვისების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახრუსი ბიუჯეტის მონიტორი აქვენებს, რომლის თანახმად, 6 თვის მონაცემებით, 26 პროექტში ათვისებულია წლიური ბიუჯეტის 1%-დან...

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია Vetements -დან მიდის

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია Vetements -დან მიდის
access_time2019-09-16 14:30:27
„ვგრძნობ, რომ ჩემი მისია შევასრულე“ - ამბობს დიზაინერი, რომელმაც 5 წლის წინ გავლენიანი ბრენდი „Vetements“ დაარსა“. ასე იწყებს სტატიას ერთ-ერთი გავლენიანი მედია გამოცემა მოდის სფეროში. „WWD“ წერს, რომ ქართველმა დიზაინერი, რომელიც ქუჩის მოდის მთავარი შემოქმედი იყო „Vetements“ -დან მიდის.   ბრენდი, რომელმაც ქუჩის სტილის თამაშის წესები შეცვალა დემნამ ძმასთან ერთად 2014 წელს დაარსა. გურამ გვასალია,...

Meridian Capital Limited - რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ხაზარაძის თქმით, შესაძლოა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს

  Meridian Capital Limited - რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ხაზარაძის თქმით, შესაძლოა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს
access_time2019-09-16 15:40:55
რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში შესაძლოა „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს? როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ  TV “მთავარის“ ეთერში აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ ანაკლიის განვითრების კონსორციუმმა საქართველოს ხელისუფლებას წარუდგინა ანაკლიის ერთ-ერთი პოტენციური ინვესტორი —  ბრიტანული საინვეტსიციო კომპანია  Meridian capital...

თამბაქოს კონტროლის ალიანსი: „პარლამენტში აღარც მალავენ, რომ თამბაქოს ბიზნესს ლობირებენ“

თამბაქოს კონტროლის ალიანსი: „პარლამენტში აღარც მალავენ, რომ თამბაქოს ბიზნესს ლობირებენ“
access_time2019-09-16 13:30:32
თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებები შედის. რეგულაციები ახალი ნაწარმის ბაზარზე განთავსების წესებს შეეხება. თამბაქოს მწარმოებლები და იმპორტიორები ვალდებულები გახდებიან თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის ბაზარზე შეტანის შემთხვევაში შესაბამის უწყებებს შეატყობინონ. ამასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა თამბაქოს კონტროლის ალიანსმა, რომელიც ჯანდაცვის კომიტეტში არსებულ ამ კანონპროექტს აკრიტიკებს და მას თამბაქოს...


მსგავსი სიახლეები

up