Samsung Group – სახელმწიფო სახელმწიფოში

Samsung Group – სახელმწიფო სახელმწიფოში

access_time2016-08-21 13:30:09

მსოფლიო ბიზნესის სამყაროში, სამხრეთ კორეული კორპორაცია Samsung Group ერთ-ერთი უდიდესი კონგლომერატია. ამ ქვეყანაში, მსგავსი კომპანიების მიმართ ტერმინს „ჩებოლი“ იყენებენ. ეს არის მსხვილი ფინანსურ-სამრეწველო ჯგუფი, რომელიც უპირატესად ერთ ოჯახს ეკუთვნის და სახელმწიფო წრეებთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ამ კომპანიის სახელწოდებას მხოლოდ სმარტფონების, მობილური ტელეფონების, საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოება არ უკავშირდება. ზოგიერთი კომპანია Apple-თან დაკავშირებულ საპატენტო დავების გამო სასამართლო პროცესებს, სკანდალურ რეკლამებსაც გაიხსენებს, მაგრამ ამ კორეული კორპორაციის ბიზნეს-სტრუქტურა ევროპული და ამერიკული კომპანიების ტრადიციული საქმიანობისგან ძალიან განსხვავდება. ამ კორეული „მონსტრი-კორპორაციის“ სამეწარმეო სიძლიერე, ბიზნეს-შესაძლებლობები, პროგრესისკენ სწრაფვა მისი საქმიანობის უფრო ახლოს გაცნობისას უკეთესად შეიგრძნობა. დღეისათვის, Samsung Group–ი „ფორბსის“ 2015 წლის ყველაზე ძვირადღირებული კომპანიების რეიტინგში მეშვიდე ადგილზეა, ხოლო ამ ბრენდის ღირებულება – 37,9 მილიარდი დოლარია. მის სტრუქტურებში შემავალი კომპანიები არა მარტო ელექტრონიკასა და მიკროელექტრონიკას უშვებენ, არამედ ქიმიურ მრეწველობაში, მშენებლობაში, ავტომშენებლობაში, მძიმე მრეწველობაში, ფინანსებისა და კრედიტების, აგრეთვე სადაზღვევო მიმართულებითაც მასშტაბურ ბიზნეს-საქმიანობას ეწევა. 


ამ კონცერნის სტრუქტურა მოიცავს ელექტრონიკის წარმოების სრულყოფილ ციკლს: რესურსების მოპოვებით დაწყებული, გადამუშავებით გაგრძელებული, მზა პროდუქციის გამოშვებით დამთავრებული. ამ ბრენდის გაყიდვების 70% მაინც ელექტრონულ მრეწველობაზე მოდის. 


კონცერნ Samsung Group-ის ელექტრონული მიმართულების კომპანიები საყოველთაო სარგებლობის კონკურენტუნარიან პროდუქტებს უშვებენ, რომელთა შორისაა: მყარი დისკები (HDD, SSD), ოპერატიული მეხსიერება, SRAM-ის ჩათვლით (მათ შორის ვიდეობარათების ჩიპებისა და პროცესორებისთვის), თხევადკრისტალური მონიტორები პერსონალური კომპიუტერებისთვის, თხევადკრისტალური და პლაზმური ტელევიზორები, GSM, CDMA, 3G-ს სტანდარტების მობილური ტელეფონები WIMAX-ის მხარდაჭერით, მოწყობილობები IP-ტელეფონებისთვის, ნოუთბუქები, პრინტერები, მრავალფუნქციური მოწყობილობები, რომლებიც პრინტერის, სკანერის, ფაქსიმილეს მოწყობილობის, ასლის გადამღები მოდულის ფუნქციებს ითავსებს. ამავე ჩამონათვალში ასევეა საყოფაცხოვრებო, აუდიო, ვიდეო ტექნიკა, მუშაობს მესამე და მეოთხე თაობის უსადენო სატელეკომუნიკაციო ქსელის განვითარებაზე, WIMAX – არის სატელეკომუნიკაციო  ტექნოლოგია, რომელიც უნივერსალური უსადენო კავშირის დიდ მანძილებზე დასამყარებლად მოწყობილობათა ფართო ქსელისათვის (პერსონალური კომპიუტერები, ტელეფონები, სერვერები) შეიქმნა. ამას ემატება ანგარიშსწორების სისტემა – Samsung Pay. ეს ჩამონათვალი სრულყოფილი ვერ იქნება მობილური პროცესორებისა და აკუმულატორების გარეშეც, რომელსაც ამ ბიზნეს-ჯგუფის ელექტრო მიმართულების კომპანიები უშვებენ. 


კონცერნ Samsung Group-ის  მთავარ ოფისებში, მსოფლიოს 47 ქვეყანაში 70 ათასამდე ადამიანია დასაქმებული. 


პირველი თანასწორთა შორის


კორპორაცია Samsung Group -ის ისტორია 1930-იანი წლებიდან იწყება, როცა მდიდარი მიწათმფლობელის ვაჟმა, 28 წლის ლი ბიონ ჩხულმა, 1938 წელს ბრინჯის ფქვილის მწარმოებელი ფირმა გახსნა. მცირე მოცულობის საწყობი ქალაქ ტეგუში ფუნქციონირებდა. დროის იმ მონაკვეთში, კორეა იაპონიის კოლონია იყო, ამიტომაც ამ ქვეყანაში კერძო მეწარმეობის დაწყება ურთულეს საქმედ მიიჩნეოდა. თავიდან ეს პატარა საწარმო, სხვა მცირე კერძო ფირმების მსგავსად, იაპონიის მკაცრი კოლონიალური პოლიტიკის პირობებში საქმიანობდა. ამის მიუხედავად, ფირმის დამაარსებელმა იმავე წელს კორეაში ჩინეთიდან და მანჯურიიდან ექსპორტის განსახორციელებლად, პირველი დამოუკიდებელი არხი გახსნა. აქტიურად განავითარა კვების პროდუქტების – ბრინჯის, შაქრის, “მშრალი” თევზის თავის ქვეყანაში მიწოდების პროცესი. სულ მალე, შესაძლებლობა გაუჩნდა სავაჭრო ნიშანი Samsung Trading Company რეგისტრაციაში ოფიციალურად გაეტარებინა. ეს სახელწოდება კორეულიდან როგორც სამსონი (ბიბლიური გმირი) იკითხება, ხოლო თარგმანში “სამ ვარსკვლავს” (ეწოდა ფირმის დამაარსებლის სამი ვაჟის საპატივცემულოდ) ნიშნავს. კორეისთვის უცხო სახელწოდება (რომელიც ამ ფირმას უწოდეს), მისი დამაარსებლის შორს მიმავალი, ამბიციური გეგმის განხორციელების სურვილით იყო ნაკარნახევი. ლიმ ბიზნესი მხოლოდ 30.000 ვონით (2.000 ამერიკული დოლარი) დაიწყო. მან იაპონიის ხელისუფლების კეთილგანწყობა მოიპოვა. 

 


შემდგომში, ქვეყნის მეთაურის, ლი სინ მანის მთავრობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებით იყო დაინტერესებული. კორეის ეკონომიკის საფუძველი და ფენომენი – „ჩებოლი“ სწორედ მაშინ დაიბადა. ეს არის ფინანსურ-სამრეწველო ჯგუფი, რომელიც გარკვეული ოჯახების მფლობელობაშია. „ჩებოლთა“ იაპონური ანალოგი “ძაიბაცუს“ სახელწოდებით, მეჩვიდმეტე საუკუნიდან არის ცნობილი. „ჩებოლები“ მოგვიანებით გამოჩნდნენ, მაგრამ კორეული ეკონომიკური სასწაული სწორედ მათი ძალისხმევის შედეგად დაიბადა. ასეთ ფირმებში, იმ პერიოდში შრომისუნარიანი მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედი იყო დასაქმებული, მაგრამ მათ წილად სამრეწველო წარმოების ნახევარზე მეტი მოდიოდა. „ჩებოლთა“  ფენომენი თავისუფალ ბაზარზე კონკურენციის შედეგად არ დაბადებულა, იგი ხელოვნურად, მიზანმიმართულად შეიქმნა, როცა ამ ქვეყანაში სამრეწველო და ეკონომიკური რეფორმების განხორციელება დაიწყო.


შემუშავდა ეკონომიკის სამრეწველო სექტორის განვითარების პროგრამა. განსაკუთრებული ორიენტაცია აშშ-სთან მჭიდრო ურთიერთობით გამყარებული ექსპორტისაკენ იყო მიმართული. უცხო ქვეყნებიდან მიღებული სესხით უმაღლეს სახელმწიფო დონეზე ნედლეულისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შეძენა გადაწყდა, ხოლო მიღებული მოგება კვლავ ნედლეულისა და ტექნიკის ყიდვას უნდა მოხმარებოდა. კორეელი რეფორმატორები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ქვეყნის სტაბილური ეკონომიკა უმსხვილეს კონცერნებს უნდა დაყრდნობოდა, ამიტომაც მათი შექმნა უმოკლეს დროში გადაწყდა. ამ მიზნით, კორეის ყველაზე გამორჩეულ ბიზნესმენებს სამთავრობო კრედიტები და სესხები გადასცეს. ისინი უზრუნველყოფილნი იყვნენ სამთავრობო შეკვეთებით, ამასთან, გარკვეულმა საგადასახადო შეღავათებმა სახელმწიფოს მხრიდან, მცირე საწარმოებს ფართო კონგლომერატებამდე გაზრდის საშუალება მისცა. ამ ბედნიერ მეწარმეთა შორის ლი ბიონ ჩხოლიც აღმოჩნდა. სახელმწიფოსა და რამდენიმე მსხვილ კორპორაციას შორის ალიანსი ჩამოყალიბდა, თანაც სახელმწიფო ბიზნესისა და სოციალური ურთიერთობების რეგულირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. 


“ექსკლუზიური“ ურთიერთობების ურთიერთხელსაყრელი სარგებელი კერძოდ იმაშიც მდგომარეობდა, რომ ბიზნესმენებს გაუჩნდათ შესაძლებლობები აშშ-დან შემოტანილი ნედლეული ოფიციალური სავალუტო კურსით შეესყიდათ, ხოლო პროდუქციის რეალიზება საშინაო, არაკონკურენტუნარიან ბაზარზე განეხორციელებინათ. მსგავსი ფირმები მიწასა და წარმოების საშუალებებს შემცირებული ღირებულებით იძენდნენ. 


სახელმწიფოსგან კონცერნმა “სამსუნგმა“ ოთხიდან სამი კორეული ბანკის მნიშვნელოვანი წილები (50-დან 83%-მდე) შეიძინა. თავის მხრივ, მთავრობა 180 ათასი დოლარის მოცულობით, ამ ფირმის მიერ აღებული კრედიტის გარანტი გახდა, რომელიც მას შაქრის ქარხნის  ასაშენებლად უნდა გამოეყენებინა. „სამსუნგი“ კორეის ნახევარკუნძულზე არსებული  უმძიმესი პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე აგრძელებდა თავის ბიზნეს-საქმიანობას: 1950-1953 პერიოდში, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის კონფლიქტი მიმდინარეობდა, რის შემდეგაც ქვეყნის სამხრეთი ნაწილი პროამერიკული გახდა, ხოლო ჩრდილოეთმა ნაწილმა პროსაბჭოური გავლენა შეინარჩუნა.  


სამხედრო კონფლიქტისა და პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, `სამსუნგის~ ეს განყოფილება ისე გაფართოვდა, რომ ამერიკიდან, დახმარების სახით შემოსული ხორბლის დაფქვას რამდენიმე ქარხანაში ახორციელებდა. 1956 წელს, ასევე სახელმწიფოს დახმარებით, მატყლის გადამამუშავებელი ფირმა Cheil Industries  შეიქმნა. ამის შემდეგ, სახელმწიფო სტრუქტურებმა ამავე კომპანიაში, ამერიკიდან მიღებული ფინანსური დახმარებიდან 1 მილიონი ამერიკული დოლარი განათავსა, რითაც ბაზრიდან კონკურენტები ჩამოაშორა და ქვეყანაში წარმოებული შალის ქსოვილების ექსპორტი შეზღუდა. ამ ეპოქის სამხრეთ კორეა მსოფლიოს ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა იყო. ამის მიუხედავად, 1950-იანი წლების ბოლოსათვის, კომპანია „სამსუნგი“ მოქმედ „ჩებოლთა“ შორის ყველაზე დიდი გახდა, რადგან 16 დარგობრივ და ტერიტორიულ განყოფილებას განკარგავდა. სულ სამხრეთ კორეაში, 30 უმსხვილესი კომპანია შეიქმნა, რომლებსაც ბიზნეს-საქმიანობის საკუთარი მიმართულება ჰქონდათ.


Daewoo – ავტომობილებს, Goldstar – საყოფაცხოვრებო ტექნიკას, შამსუნგ – ელექტრონიკას უშვებდა, ხოლო Hyundai – საოცარია, მაგრამ მშენებლობით იყო დაკავებული. 



1960-იან წლებში, კორეაში, ერთ სულ მოსახლეზე წლიური შემოსავალი 80 დოლარს არ აჭარბებდა. ამის მიუხედავად, ლი ბიონი სწრაფად გამდიდრდა. ამ ქვეყნის დედაქალაქში, სეულში, ამ მომენტისათვის ელექტროენერგია მოსახლეობას მხოლოდ რამდენიმე საათით მიეწოდებოდა. არ არსებობდა წყალგაყვანილობის ცენტრალიზებული სისტემაც. გასაკვირი არ ყოფილა ის, რომ ამ ქვეყანაში, 1961 წელს სამხედრო გადატრიალება განხორციელდა, რის შედეგადაც კორეის პრეზიდენტი, ლი ბიონის უახლესი მეგობარი ლი სინ მანი ხელისუფლებას ჩამოაშორეს. კომპანიის დამაარსებელი იაპონიაში გაიქცა, მაგრამ ერთი თვის შემდეგ, საკუთარი სურვილით კორეაში დაბრუნდა. Samsung-ის მეთაური პირდაპირ აეროპორტში დააპატიმრეს. ციხეში მექრთამეობისა და დამხობილ პრეზიდენტთან ახლო ურთიერთობის ბრალდებით ჩასვეს. კორპორაცია „სამსუნგმა“ მცირე პერიოდში უმძიმესი ფინანსური დარტყმა იწვნია. ქვეყნის სამხედრო მთავრობამ ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადაიყვანა, ხოლო კერძო აქციონერებს კუთვნილი აქციები ჩამოართვა. 


ჩატარებულმა გამოძიებამ გაარკვია, რომ „სამსუნგი“ ლიბერალურ პარტიას ასტრონომიულ რაოდენობის ფულს შემოწირულობის სახით გადასცემდა, ხოლო მთავრობა, თავის მხრივ, თვალს უზარმაზარი გადასახადებისგან თავის არიდებაზე ხუჭავდა. მსგავსი სიტუაცია, ნებისმიერი ფირმის ძირ-ფესვიანად განადგურების ტოლფასია, მაგრამ მდგომარეობა უეცრად კარდინალურად შეიცვალა: ქვეყნის სამხედრო მთავრობამ გადაწყვიტა, რომ „ჩებოლები“ – ფულიანი ოჯახები არ დაესაჯა. ისინი ქვეყნის ეკონომიკური მოდერნიზაციის სამსახურში უნდა ჩამდგარიყვნენ.


პატრიოტიზმი იძულებით 


სულ მალე, Samsung-ის დამაარსებელი, ლი ბიონ ჩხული ციხიდან პირდაპირ კორეის ახალი პრეზიდენტის, გენერალ პაკ ჩჟონ ხი-ს რეზიდენციაში აღმოჩნდა, სადაც დიქტატორთან მოლაპარაკებები ქვეყნის ეკონომიკურ მომავალზე გამართა. მათ შორის გამართული საუბრის შინაარსიდან გამომდინარე, სამხედროებმა კორპორაციებს ულტიმატუმი წაუყენეს, რომლის მიხედვითაც მათ ნახევრად ღატაკი ქვეყნის ინდუსტრიულ ლიდერად გადაქცევის გეგმის განსახორციელებლად უფრო მეტი მონდომებით უნდა ემუშავათ. კორეაში ეკონომიკური განვითარების პოლიტიზაციამ ახალი ფორმები მიიღო: ამჯერად სახელმწიფო კერძო კაპიტალზე დომინირებდა, რაც მთავრობასა და კორპორაციებს შორის მანამდე არსებული კავშირისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. სახელმწიფომ კორპორაციები ფინანსურ ნაკადებზე მკაცრი კონტროლის დაწესების გზით დაიმორჩილა: ისინი ინვესტიციებს იქ ახორციელებდნენ, სადაც სახელმწიფო „მთელი ერის ინტერესების დასაცავად“ მიუთითებდა. 


„ჩებოლები“ პოლიტიკას ჩამოაშორეს, ხოლო პოლიტიკური მოღვაწეები სამხრეებს ატარებდნენ, ამიტომაც კერძო კაპიტალთან ურთიერთობა აღარ ჰქონდათ. ვისაც კორეის ახალი პრეზიდენტი პაკ ჩჟონ ხი ენდობოდა, ოლიგარქებად დანიშნა. მათ მთავრობის რეკომენდაციების შესრულებაზე და რაც მთავარია, ექსპორტის გაფართოებაზე პასუხისმგებლობა დაეკისრათ. ამის სანაცვლოდ, რჩეულთა კასტამ შეღავათიანი კრედიტები და უცხოელი კრედიტორების წინაშე, გარანტიები მიიღეს. მუშათა მრავალრიცხოვანი გაფიცვები პოლიციის ძალებით ითრგუნებოდა. 


სამხრეთ კორეის ახალი მთავრობის მიერ შეწყალებულმა ბიზნესმენებმა, ქალაქ ულსანში ახალი სამრეწველო რაიონის აშენების ვალდებულება იკისრეს. მათ იქ შექმნილი საწარმოების აქციები სახელმწიფოს გადასცეს. 1980-იანი წლების ბოლოს ეს აქციები იგივე კორპორაციებს სიმბოლურ ფასად დაუბრუნეს. 


1970-იანი წლების დასაწყისისათვის, კომპანია „სამსუნგი“ ფინანსურ ბაზრებზეც გავიდა. სადაზღვევო ბიზნესში ადგილი რამდენიმე კომპანიის შეძენის გზით დაიკავა. ფასიანი ქაღალდებისა და საცალო ბანკინგის გარდა, ამ კორპორაციამ მედია-ინდუსტრიის ათვისებაც დაიწყო. 1973 წელს, საკუთარი პოზიციების გამყარების სამწლიანი გეგმა მძიმე მრეწველობაში, ქიმიურ და ნავთობ-ქიმიის დარგებში გამოაცხადა. 1974 წელს კომპანიები Samsung Petrochemical და Samsung Heavy Industries  შეიქმნა. 1972-1978 წლების პერიოდში, ამ კორპორაციაში შემავალი შვილობილი კომპანიების რიცხვი 16-დან 33-მდე გაიზარდა. ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა საშინაო ბაზრის დაცვის პირობებში, შემოსული კაპიტალის დაგროვების მეშვეობით, პრივილეგირებულ კრედიტებთან ერთად, რომელსაც სახელმწიფო ბანკები გამოყოფდნენ. 


„სამსუნგი“ ამჟამად ყველგანაა – დედამიწაზე, ოკეანეში, კოსმოსში.


სახელმწიფო „ჩებოლთა“ მხარდაჭერას საკუთარი სიძლიერისა და ავტორიტეტის მეშვეობით კვლავაც აგრძელებს. 


კომპანია Samsung Electronics-ის ისტორია კომპანია Sanyo-სა და ქალაქ სუვონში არსებული შავ-თეთრი ტელევიზორების ქარხნის – Samsung Electric Industries–ის გაერთიანებით დაიწყო. შემდგომში წარმოების სიმძლავრეები სწრაფად აკრიფეს კომპანიებმა Samsung Electro-Mechanics, Samsung Corning, Samsung Semiconductor & Telecommunications. 1988 წელს ყველა ეს საწარმო Samsung Group-ის ეგიდით გაერთიანდნენ და კომპანია Samsung Electronics შეიქმნა. საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე Samsung–ი შედარებით გვიან გამოჩნდა: ჯერ კიდევ 1950-იან წლებში, კორეული კომპანია Goldstar (ამჟამად LG) იაპონურ კომპანიებთან თანამშრომლობით ტელევიზორებსა და რადიომიმღებებს უშვებდა. პაკ ჩჟონ ხი-ს მთავრობამ სწრაფად მზარდი ბაზრის პოტენციალი დაინახა. 1960-იანი წლების შუაგულიდან ელექტრონული მრეწველობის დამკვიდრებისა და მხარდაჭერის რვაწლიანი პროგრამა აამოქმედა. 1960-იანი წლების ბოლოსათვის, კორეული ტელევიზორები ექსპორტზე ასობით ათასი გაჰქონდათ. 1971 წელს ელექტრონიკა კორეაში სტრატეგიულ საექსპორტო დარგად გამოცხადდა. ის, რაც იწყებოდა როგორც უცხოეთიდან შემოტანილი დეტალების შეერთება, 1970-იანი წლების ბოლოსათვის, პრაქტიკულად მთლიანად ლოკალიზებულ წარმოებად გადაიქცა. 


საშუალო დონის მწარმოებლებს არ შეეძლოთ კონკურენცია ისეთი კომპანიისთვის გაეწიათ, რომელიც ინვესტიციებს არ იშურებდა, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან მფარველობით სარგებლობდა. სატელეფონო კომუტატორების წარმოების დაწყების შემდეგ, კორპორაციამ ტელეფონებისა და ფაქსების, შემდეგ მობილური ტელეფონების გამოშვება დაიწყო. 


კორეის უმსხვილეს „ჩებოლად“ კომპანია „სამსუნგი“ 1980-იან წლებში გადაიქცა. 


1987 წელს კომპანიის დამაარსებელი ლი ბიონ ჩხული გარდაიცვალა, ხოლო მისი ადგილი უმცროსმა ვაჟმა – ლი გონხიმ (ლი კუნ ხი) დაიკავა. 


ლი გონხიმ ამ თანამდებობაზე საქმიანობის დაწყებისთანავე აღმოაჩინა, რომ მამამისის კომპანიის მიერ გამოშვებული პროდუქცია აღარ შეესაბამებოდა „უმაღლესი ხარისხის“ კატეგორიას, რომელმაც მსოფლიოში პოპულარობა თანდათან მოიპოვა. ‘სამსუნგი“ დროს ჩამორჩა, რადგანაც დიდი რაოდენობის მიუხედავად, კომპანიის გამოშვებული საქონელი უხარისხო, ან დაბალხარისხიანი იყო. არსებული მდგომარეობის გამოსწორება სწორედ კომპანიის ახალმა მმართველმა გადაწყვიტა. იმ მომენტიდან, წარმოებული პროდუქციის ხარისხი სულ უფრო უკეთესი ხდება. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ცვლილება კომპანიის ლოგოტიპს შეეხო. ახალი, თანამედროვე ლოგოტიპი მხოლოდ ფირმის სასიკეთოდ ამუშავდა და მსოფლიოში ძალიან ცნობადი გახდა. სიახლეების დანერგვა ამით არ დასრულებულა: კომპანიის ახალმა მეთაურმა ელექტრონული განყოფილება ახალ დონეზე აიყვანა. 1991 წლიდან კომპანიამ მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების გამოშვება დაიწყო. 1991 წელს სამსუნგის პირველი მობილური ტელეფონი, 1992 წელს – 64 მბ-ის ტევადობის მეხსიერების მიკროსქემა DRAM შეიქმნა, 1998 წელს – ციფრული ტელევიზორები  გაყიდვაში გამოვიდა, 1999 წელს – მომხმარებელმა კომპანიის პირველი სმარტფონი გაიცნო. 


1990-იან წლებში, სამსუნგის სავაჭრო ნიშნით გამოშვებული სხვადასხვა სახეობის პროდუქცია ყველა კონტინენტზე გამოჩნდა. 1993 წლიდან კორპორაციამ LСD ტელევიზორების გამოშვება დაიწყო და საუკეთესო გახდა მსოფლიოში. იმავე პერიოდში, ”სამსუნგი” უკვე ტრანსნაციონალურ კორპორაციად იქცა. Samsung C&T Corporation  მშენებლობას, ინჟინერინგს, ლოჯისტიკურ და ტრეიდინგულ ოპერაციებს უძღვებოდა. სამშენებლო განყოფილებამ ერთბაშად რამდენიმე ხმაურიანი სამშენებლო პროექტის განხორციელება უზრუნველყო, რომელთა შორის გამორჩეულია: Petronas Towers  – მალაიზიაში, Taipei 101 – ტაივანში და 828 მეტრიანი ბურჯ-ხალიფა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. აქტიურად საქმიანობს აგრეთვე აეროკოსმოსური კორპორაცია Samsung Techwin, რომელიც თვითმფრინავის ძრავებს, გაზის ტურბინებს, ასევე თვითმფრინავების – Boeing-ის და Airbus-ის რეაქტიული ძრავების მაკომპლექტებელ ნაწილებს უშვებს. 


1993 წელს კიდევ ერთი რეორგანიზაცია განხორციელდა: კორპორაციამ მთავარი ყურადღება ელექტრონიკაზე, მშენებლობაზე, მანქანათმშენებლობაზე, ქიმიურ მრეწველობაზე გადაიტანა. გაყიდა 10 შვილობილი კომპანია, შტატები შეამცირა, ხოლო განახლებულმა კორპორაციამ ინვესტიციების განხორციელება LCD-პანელების ტექნოლოგიებში დაიწყო და 2005 წლისათვის მათი უმსხვილესი მწარმოებელი გახდა. შამსუნგ-ის პარტნიორობა ამ სფეროში იაპონურ შონყ-სთან დასრულდა იმით, რომ კორეულმა კორპორაციამ ამ ერთობლივ საწარმოზე მთლიანი კონტროლის განხორციელება დაიწყო. 


1990-იანი წლების დასაწყისში, სამსუნგის წილად სამხრეთ კორეის მთლიანი ეროვნული პროდუქტის 2%-ზე მეტი მოდიოდა. 2010 წელს, ამ კორპორაციის ბრუნვა 172 მილიარდ დოლარს შეადგინა, რაც ანალოგიური მაჩვენებლის 20%-ია 


ოცდამეერთე საუკუნეში მსოფლიო მნიშვნელობის კონცერნი შამსუნგ ძირითად ყურადღებას ხუთ მთავარ მიმართულებას გამოარჩევს, რომელთა შორის მობილური კავშირი, ელექტრონიკა და ბიოტექნოლოგიური (მათ შორის გენურ-ინჟინერული) პრეპარატებია. 

 

„სამსუნგი“ მსოფლიოში მობილური ტელეფონების უდიდესი მწარმოებელია და პოზიციების დათმობას არც მომავალში გეგმავს. ოსტინში (ტეხასი) ნახევარგამტარების ქარხნის მოდერნიზაციაზე 4 მილიარდი დოლარი დაიხარჯება. კორპორაციის საქმიანობაში ცალკე საუბრის თემაა ინვესტიციები ახალ მმართველობით ტექნოლოგიებსა და ბიზნეს-მოდელებზე, რაზეც კიდევ ერთი მილიარდი დოლარი დაიხარჯება. 2013 წელს სამსუნგმა სილიკონის ველის ექსპანსიის აგრესიული გეგმის განხორციელება დაიწყო. მენლო-პარკში (კალიფორნია) კორპორაციის ინოვაციური ცენტრი გაიხსნა, სან-ხოსეში კვლევითი ცენტრი, ხოლო პალო-ალტოში სტარტაპების ინკუბატორი განთავსდება. 


სამსუნგის ხელმძღვანელობა თვლის, რომ კულტურა და სტრატეგია რადიკალურად უნდა შეიცვალოს. სტრატეგიის ცვლილება ინოვაციების მოწინავე ხაზზე გადანაცვლებას ნიშნავს. კორპორაციამ კარი გაუღო და პოტენციურ პარტნიორებს თანამშრომლობის ხელი გაუწოდა, ინვესტიციებს ახორციელებს სიახლეების დასანერგად, მხარს უჭერს სხვა ინოვაციებს, უფრო აქტიურად იწყებს სხვა კომპანიების შეძენას. 


კორეული კორპორაციის სილიკონის ველზე დამკვიდრების მცდელობას არცთუ იშვიათად კომპანია Apple-თან მეტოქეობის გამწვავებას უკავშირებენ: ეს კომპანიები ერთმანეთს კონკურენციას ანალოგიური ინვესტიციებისთვის, ტექნოლოგიებისთვის, ერთი და იგივე თანამშრომლებისთვის უწევენ. ორ კორპორაციას შორის ურთიერთობა გართულებულია და ბოლო წლებში ახალი სმარტფონების ხაზის გაშვების შედეგად, უფრო გამწვავდა. საუბარია, Galaxy-ის სხვადასხვა მოდელებზე. ამ მომენტისათვის, „სამსუნგი“ სმარტფონების წამყვანი გამყიდველია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს კორპორაცია კომპანია Apple-ისთვის მთავარი კომპონენტების მიმწოდებელია. კალიფორნიაში მორიგი სასამართლო პროცესის დაწყება ორ კომპანიას შორის გამართული საპატენტო ომის ფონზე აღარავის უკვირს.  


ამ დროისათვის, სამხრეთ კორეაში, ამ ქვეყნის მკვიდრთა ცხოვრების დონე საშუალო ევროპულს უახლოვდება, ხოლო მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით, ამერიკას უახლოვდება. კონცერნი „სამსუნგი“ ამ მომენტისათვის 83 განყოფილებისგან (კომპანიისგან) შედგება, რომელთაგან თითოეულის ბრუნვის მოცულობა მცირე ქვეყნის ბიუჯეტს უტოლდება. მის მიერ წარმოებული პროდუქციის მოცულობა სამხრეთ კორეის მშპ-ის 20%-ია. 

 

ჟურნალი "ბიზნესი და მენეჯმენტი," ქვეყნდება შემოკლებით



გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას პასუხი წლების შემდეგ გაეცა

გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას პასუხი წლების შემდეგ გაეცა
access_time2020-11-25 11:00:46
გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას რომელიც დიდი ხანია გვესმის, წლების შემდეგ პასუხი გაეცა - „სს კინოთეატრი რუსთაველი“ ისტორიული შენობის რესტავრაცია-ადაპტაციას გეგმავს. ესკიზი თბილისის არქიტექტურის სამსახურთან უკვე შეთანხმებულია. ბიზნესმენი ოთარ ბუბაშვილი ახალა დედაქალაქის მთავრობისგან მშნებლობის ნებართვას ელოდება.   აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის ისტორიული კინოთეატრი არც ძველი იერსახით და არც ძველი ფუნქციით არ დაბრუნდება, უფრო სწორედ შენობას გაცილებით მეტი...

„გეგმიური ოპერაციების დაყოვნებით, ბოლოს ბევრ სასწრაფო ოპერაციას მივიღებთ - ეს საქმეს გაართულებს“

„გეგმიური ოპერაციების დაყოვნებით, ბოლოს ბევრ სასწრაფო ოპერაციას მივიღებთ - ეს საქმეს გაართულებს“
access_time2020-11-25 10:00:11
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2021 წლის მარტამდე, გეგმიური ოპერაციები აღარ დაფინანსდება. გადაწყვეტილებამ რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა პაციენტების უსაფრთხოების დაცვით ახსნა, ჰოსპიტალურ სექტორში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.   „ჯო ენის სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ლაშხი აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით შესაძლოა პაციენტის ჯანმრთელობას შეექმნას საფრთხე, რადგან ერთ დროს გეგმიური ოპერაციები, ბოლოს სასწრაფო...

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-11-24 18:15:33
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3193 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-24 21:00:28
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული გარემო ინვესტორისთვის პრიორიტეტია და მხოლოდ მთავრობის ბენეფიტების გამო არ შემოვა“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ...


მსგავსი სიახლეები

up