Samsung Galaxy-ს უახლესი სმარტფონები ონლაინ გაყიდვაშია

Samsung Galaxy-ს უახლესი სმარტფონები ონლაინ გაყიდვაშია

access_time2020-03-26 13:00:06

13 მარტიდან Samsung-ის ახალი, ყველაზე სახელოვანი S სერიის სმარტფონები Galaxy S20, S20+ და ყველაზე განსაკუთრებული Galaxy S20 Ultra ოფიციალურად ჩაეშვა გაყიდვაში. ასევე, გაყიდვაშია, თუმცა შეზღუდული რაოდენობით, სამსუნგის ინოვაციური დრეკადი ეკრანით აღჭურვილი დასაკეცი სმარტფონი Galaxy Z Flip. მომხმარებელმა 2020-ის პირველივე კვარტლიდან დაინახა სმარტფონების ინდუსტრიის ფავორიტები.


Galaxy S20 Ultra წარმოგვიდგენს ყველაფერს, რისი შემოთავაზებაც წელს Samsung-ს შეუძლია. სმარტფონში წარმოდგენილია ყველა ის გადაწყვეტილება, რითაც სამსუნგი ამაყობს: ინდუსტრიაში საუკეთესო 6.9 ინჩიანი 120 ჰერციანი დინამიური AMOLED ეკრანი, გიგანტური ზომის 5,000 mAh ელემენტი და 108 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, რომელსაც შეუძლია 8K ფორმატში ვიდეოს გადაღება, ან თქვენი სმარტფონის ჩვეულებრივ ტელესკოპად ქცევა Space Zoom ფუნქციის დახმარებით, რომელიც საშუალებას გაძლევთ 100-ჯერ მოაახლოვოთ გამოსახულება. ეს მოდელი ნამდვილი მაქსიმალისტებისთვის არის შექმნილი.


ცალკე სასაუბრო თემაა ულტრას უმცროსი მოდელები. აქ კომპანიამ აქცენტი შედარებით პატარა ზომის ეკრანებზე გააკეთა. ყველა სმარტფონს აქვს საკმაოდ მძლავრი მახასიათებლები, როგორიცაა ეკრანის განახლების 120 ჰერციანი მაჩვენებელი, მრავალკამერიანი სეთაფი, ახალი Exynos 990-ის პროცესორი, რაც Samsung-ის პროგრამულ ოპტიმიზაციასთან ერთად მათ მსოფლიოში უსწრაფეს მოწყობილობებად აქცევს.


პარალელურ რეჟიმში, Galaxy Fold-ის მერე Samsung-მა უკვე ახლახანს წარმოადგინა Galaxy Z Flip, რომელიც თამამად შეგვიძლია მოვნათლოთ დასაკეცი სმარტფონების მეორე თაობის ღირსეულ წარმომადგენლად. მას აქვს განსხვავებული, მეტად საინტერესო ფორმ-ფაქტურა და ყველაფერთან ერთად ფლაგმანური მახასიათებლები. სმარტფონმა ნამდვილი ჰაიპი გამოიწვია მომხმარებლებში.


Galaxy-ის ახალი ხაზის სმარტფონების შესაძენა არსებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე მომხმარებელს შეუძლია ონლაინ, სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიების ვებ-გვერდებზე.



აქვე გვინდა შეგახსენოთ რომ, სმარტფონების შეძენა რეკომენდებულია მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით. ჰოლოგრამიან სმარტფონს გააჩნია ოფიციალური გარანტია და ავტორიზირებული სერვის ცენტრის მომსახურება. მოქმედებს უსაზღვრო ეკრანის განარტია , რომელიც საშუალებას მოგცემთ უფასოდ შეცვალოთ დაზიანებული ეკრანი სამსუნგის ოფიციალურ სერვის ცენტრში. ასევე, სმარტფონის დაზიანების შემთხვევაში თქვენ მოგემსახურებიან მხოლოდ სერთიფიცირებული ტექნიკოსები და მწყობრიდან გამოსული ნაწილები ჩანაცვლდება მხოლოდ ორიგინალი ნაწილებით. ოფიციალურ მოწყობილობებზე თქვენ გექნებათ წვდომა ყველა ოფიციალურ პროგრამულ უზრუნველყოფასა და აპლიკაციაზე. ასე რომ, Samsung-ი მოგიწოდებთ შეიძინოთ სამსუნგის სმარტფონები მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით.


დაიმახსოვრე, ჰოლოგრამა გიცავს!


(R)


თეგები:
Samsung Galaxy



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up