Samsung Galaxy Note 7 - ამბიციური სმარტფონი (R)

Samsung Galaxy Note 7 - ამბიციური სმარტფონი (R)

person access_time2016-08-29 15:29:07

Samsung წარმოგიდგენთ ახალ ამბიციურ სმარტფონს - Galaxy Note 7-ს .კომპანია Samsung Elecrtronics, Samsung - მა 26 აგვისტოს ბრენდ მაღაზიაში მედიის წარმომადგენლებთან Galaxy Note 7 პრეზენტაცია გამართა. 

 

როგორც კომპანიაში ამბობენ, აქტიურ ადამიანებს, ყოველთვის, მეტის მიღწევის ამბიცია აქვთ, შესაბამისად, მათ ამბიციური სმარტფონი სჭირდებათ. ახალი Galaxy Note 7 მფლობელები მოსალოდნელზე მეტს იღებენ _ ეს სმარტფონი მათ სთავაზობს გაცილებით მეტს, ვიდრე სხვა ნებისმიერი ტელეფონი.


სმარტფონის ერგონომიკა მისი მფლობელის მოთხოვნებზეა ადაპტირებული: ეს არის მსოფლიოში პირველი Note, რომლის კორპუსი ორივე მხრიდან მომრგვალებულია. მისი ხელში დაკავება და ცალი ხელით მართვა ძალიან მარტივია.


„გონიერი" S Pen დიდ შესაძლებლობებს იძლევა: ახლა უკვე თქვენ ჩაიწერთ, ჩაინიშნავთ, შექმნით ფაილებსა და გიფებს სიარულისას და ასევე წყალქვეშ! სმარტფონი დაცულია მტვრისგან, ნესტისგან და მისი გამოყენება ნებისმიერ ამინდშია შესაძლებელი.


"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სმარტფონებში შენახული ინფორმაცია იყოს დაცული. Galaxy Note7 ყველაზე უსაფრთხო სისტემას - თვალის ფერადი გარსის სკანერს გვთავაზობს.პროფესიული კამერების (Dual Pixel) ტექნოლოგიები Galaxy Note7-ით გადაღებულ ფოტოებს მაქსიმალურ რეალისტურობასა და შთამბეჭდაობას სძენს"-აცხადებენ კომპანიაში. 


 

მათი ინფორმაციით, სმარტფონის კამერა აღჭურვილია მაღალი შუქმგრძნობელობის F1.7 ობიექტივით, და გაზრდილი ზომის პიქსელებითა, რაც მას ნებისმიერ პირობებში მაღალის ხარისხის ფოტოგადაღების საშუალებას აძლევს.


Samsung Galaxy Note 7 - ეს არის სმარტფონი, რომელიც გაძლევთ საშუალებას იცხოვროთ დაიმუშაოთ ისე, როგორც თქვენ გსურთ.


26 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე Samsung Elecrtronics-ი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას განათავსოს წინასწარი შეკვეთა ახალ სმარტფონზე, მიიღოს საჩუქრად ახალი თაობის ვირტუალური რეალობის სათვალე Gear VR და Oculus Market-დან 50 აშშ დოლარის ღირებულის 6 VR თამაში. წინასწარი შეკვეთების რაოდენობა შეზღუდულია.წინასწარი შეკვეთების განთავსება შესაძლებელია: სამსუნგის ბრენდ მაღაზიაში, „ალტაოქეიში", „ელიტ ელექტრონიქსში", „მეტრომარტში", „მაგთიკომში" და „გალაქსიში".

 

 




The Economist: მთავრობები ბიზნესის დამორჩილებას ცდილობენ

The Economist: მთავრობები ბიზნესის დამორჩილებას ცდილობენ
access_time2022-01-24 20:00:57
სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ურთიერთობები იცვლება. 1945 წლის შემდეგ ბევრი ქვეყანა დაქსაქსული საზოგადოების გაერთიანებას სახელმწიფოს კუთვნილი ან მის მიერ მართული კომპანიების მეშვეობით ცდილობდა.  1980-ანი წლებისთვის მთავრობებმა უკან დაიხიეს და არბიტრის როლი მოირგეს, ხოლო მსოფლიო ბაზარზე ერთმანეთს კერძო კომპანიები ეჯიბრებოდნენ.   დღეს ჩვენ საწინააღმდეგო პროცესს ვხედავთ - სახელმწიფო კერძო ბიზნესის საქმეებში სულ უფრო აქტიურად ერევა, პირველ...

24 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა

24 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-01-24 18:00:29
24 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.31 თეთრით 3.0763- მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0712 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1 თეთრით 3.4808-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 2.76 თეთრით 4.1515-მდე, 100 რუსულ რუბლთან 11.10 თეთრით 3.9149-მდე, თურქულ ლირასთან 0.10 თეთრით 0.2287-მდე გამყარდა. 1000 სომხურ დრამთან კი 0.22 თეთრით 6.3916-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.33 თეთრით 1.8134-მდე...

ვირტუალური დავოსი 2022 წელს ინფლაციის შენელებას პროგნოზირებს

ვირტუალური დავოსი 2022 წელს ინფლაციის შენელებას პროგნოზირებს
access_time2022-01-24 19:00:35
ამ დღეებში ონლაინ-რეჟიმში ჩატარდა ტრადიციული დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, რომლის მთავარი თემები ინფლაცია და ფასების ზრდა იყო.   დისკუსია ფორუმზე საკმაოდ წარმომადგენლობითი აღმოჩნდა - მასში, სხვებთან ერთად, მონაწილეობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორმა კრისტალინა გეოგრიევამ, ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა და აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა...

2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“

2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“
access_time2022-01-24 17:00:17
2022 წელს საქართველოში სავარაუდოდ 5.5%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება, ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაშია აღნიშნული.  "საქართველოში, ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები კვლავ პრობლემურია, თუმცა, იანვრის წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით, ტურიზმის აღდგენის დინამიკა მნიშვნელოვნად დაჩქარდა. ეს გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ 2022 წელს, ძირითადად უკვე სწორედ ტურიზმის აღდგენაზე დამოკიდებული ეკონომიკის ზრდა ჩვენს...

იტალია ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ სიაში შეტანას ითხოვს

იტალია ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ სიაში შეტანას ითხოვს
access_time2022-01-24 16:00:00
იტალიის მთავრობა ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში შეტანას ითხოვს. ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ჯანმარკო ჩენტინაიოს განცხადებას ადგილობრივი წამყვანი სააგენტო, ANSA (Agenzia Nazionale Stampa Associata) ავრცელებს. „ყავა იტალიაში უბრალო სასმელზე ბევრად მეტია: ეს არის ნამდვილი რიტუალი, ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილი და სოციალურობის გამოხატულება, რაც იტალიელებს სხვებისგან განასხვავებს,“ - აცხადებს ჯანმარკო...


მსგავსი სიახლეები

up