Samsung Galaxy-ის ძლიერი  10 წელი -  საქართველოში შექმნილი საიმიჯო ვიდეო რგოლი

Samsung Galaxy-ის ძლიერი 10 წელი - საქართველოში შექმნილი საიმიჯო ვიდეო რგოლი

access_time2019-11-06 16:25:52

სამსუნგ გალაქსი უკვე 10 წლისაა. კორეული გიგანტის საქართველოს წარმომადგენლობამ აღნიშნულ იუბილეს ახალი საიმიჯო ვიდეო რგოლი მიუძღვნა.




კლიპში მთავარ გმირს ევროპული მოდის ქართველი ამომავალი ვარსკვლავი მატილდა გვარლიანი ასახიერებს, სიუჟეტი კი გალაქსის ხაზის 10 წლიანი განვითარების ეტაპებზე მოგვითხრობს. პირველივე კადრებში სამსუნგის ლეგენდარული Galaxy S სმარტფონია წარმოდგენლი. ეს ზუსტად ის პირველი მოდელია, რომლითაც სამსუნგი მომხმარებლის წინაშე 2009 წელს წარდგა და საფუძველი ჩაუყარა დღეისთვის უკვე მილიონობით მომხმარებლის საყვარელი სმარტფონების ხაზს.


კლიპში მრავლადაა 10 წლის განმავლობაში კომპანიის მიერ წარმოებული სხვადასხვა ინოვაციური მოწყობილობები, როგორებიც არიან: Galaxy Tab - დიდი ეკრანის გამოცდილება, Galaxy Watch - საოცრად პრაქტიკული wearable სმარტ საათი, Galaxy Buds - კომფორტული, დახვეწილი და რეალურად უსადენო ყურსასმენები, Gear 360 - მობილური ვიდეოგრფია სრულიად განსხვავებულ პრიზმაში, Gear VR – ვირტუალური რეალობის სამყარო, Galaxy S8 - სამსუნგის პირველი სმარტფონი საოცარი, უსაზღვრო ეკრანით. 10 წლიანი ინოვაციების კულმინაციად კი ვიდეო რგოლში სამსუნგის უახლესი ფლაგმანი Galaxy Note10+ გვევლინება, რომელსაც გმირი Trade-In აქციით, სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით ყიდულობს. ხოლო ფინალში S-Pen-ის საშუალებით მატილდა სიმფონიურ ორკესტრს დირიჟორობს და განუმეორებელი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის საოცარი მუსიკის ფონზე გვემშვიდობება.




უნდა აღინიშნოს, რომ საიმიჯო რგოლში ძალიან კრეატიულად არის გადმოცემული სამსუნგის მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში მიღწეული ინოვაციური გადაწყვეტილებები, დაგროვებული გამოცდილება და ტექნოლოგიური მიღწევები თუმცა 1 წუთიან ვიდეოში რა თქმა უნდა არ არის ყველაფერი, რითიც გალაქსი ამაყობს და გამოირჩევა თავისი კონკურენტებისაგან. Galaxy-ის უკანასკნელი თაობის მოდელები ტექნოლოგიურად უკომპრომისოა და კონკურენტები მხოლოდ ნაწილობრივ იმეორებენ მის შესაძლებლობებს. გალაქსის მოდელები მუდმივად უსწრებენ დროს და მომხარებელს თანამედროვეობის შესაბამის სიმძლავრეს სთავაზობენ.


მაშ ასე, Galaxy-ის ინოვაციური გაჯეტები, ულამაზესი მატილდა, ჩვენი საქართველო და გენიალური მაესტროს ნაწარმოების ჰანგები - სამსუნგის ახალ საიუბილეო რგოლში „ძლიერი 10 წელი“.


#ჰოლოგრამაგიცავს



(R)

თეგები:
Samsung Galaxy



StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხა 23 793 096 ლარიდან 124 543 899 ლარამდე გაიზარდა

StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხა 23 793 096 ლარიდან 124 543 899 ლარამდე გაიზარდა
access_time2020-04-09 00:50:17
StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხის მაჩვენებელი 124 543 899 ლარამდე გაიზარდა. მონაცემები საქართველოს მთავრობის...

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს „გრანთ თორნთონის“ სტიპენდია გადაეცათ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს „გრანთ თორნთონის“ სტიპენდია გადაეცათ
access_time2020-04-08 21:20:49
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  3 სტუდენტი კომპანია „გრანთ თორნთონის“ სტიპენდიანტი გახდა.  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები თამარ ათოშვილი, ანა ბუხრაშვილი და ელენე ცეცხლაძე სპეციალურ სტიპენდიას 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მიიღებენ.   როგორც „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტიორმა ვახტანგ ცაბაძემ განაცხადა,  კომერციული სექტორის ჩართულობა და სტიპენდიების დაწესება სახელმწიფო უნივერსიტეტებში,...

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია
access_time2020-04-08 19:50:52
თბილისი, 8 აპრილი, 2020 - დღეს, ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდს, გენერალური დირექტორის მოადგილის, ფინანსური დირექტორის პოზიციაზე, დავით წიკლაური შეუერთდა. დღემდე, ამ პოზიციას ლევან ლეკიშვილი იკავებდა.   დავით წიკლაურს საბანკო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, როგორც საქართველოში ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ. მას არაერთი პოზიცია ეკავა ქვეყნის წამყვან ბანკებში თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის, კორპორაციული საბანკო საქმიანობის მიმართულებით...

მსოფლიოს მსხვილი რესტორნების ქსელები კრიზისის გადასალახად პროდუქტების მაღაზიებად იქცნენ

მსოფლიოს მსხვილი რესტორნების ქსელები კრიზისის გადასალახად პროდუქტების მაღაზიებად იქცნენ
access_time2020-04-08 20:00:05
კორონავირუსის პანდემიამ რესტორნების ბიზნესს უმძიმესი დარტყმა მიაყენა. ყველაზე მაღალშემოსავლიანი დაწესებულებები უპრეცედენტო ვარდნის წინაშე აღმოჩნდენ, რამაც თანამშრომლების შემცირება გამოიწვია. გადარჩენის ინსტიქტმა რესტორნები აიძულა შემოსავლის ტემპის შესანარჩუნებლად ახალი გზები მოეძებნათ. ზოგი პროდუქტების მაღაზიად იქცა და ზოგი ფერმერების დახლის ფუნქციას ითავსებს,  სადაც მომხმარებელს ახალ პროდუქტის შეძენა და მისი სახლში მომზადება...

8 აპრილი - ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

8 აპრილი - ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-04-08 19:00:07
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 8 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით...


მსგავსი სიახლეები

up