Samsung Galaxy A52 - პოპულარული საფასო სეგმენტის ყველაზე მოთხოვნადი სმარტფონი

Samsung Galaxy A52 - პოპულარული საფასო სეგმენტის ყველაზე მოთხოვნადი სმარტფონი

access_time2021-04-23 09:55:25

Galaxy A სერია წლების განმავლობაში ინარჩუნებს ყველაზე მოთხოვნადი და გაყიდვადი სმარტფონის სტატუსს სამსუნგის ბიუჯეტური მოდელების კატეგორიაში; დღეს მინდა დეტალურად გაგაცნოთ Galaxy A52, რომელიც სამსუნგმა 2021 წლის მარტში წარუდგინა მსოფლიოს;  
Galaxy A52 აღჭურვილია თანამედროვე უსაზღვრო O ტიპის 6.5’’ ინჩიანი, FHD+ რეზოლუციის Super  AMOLED ეკრანით. A52-ის ეკრანის ყველაზე შთამბეჭდავი პარამეტრი მისი განახლების სიხშირეა. A52-ს 90 ჰერციანი ეკრანი აქვს და გადმოსცემს დინამიურ და გლუვ გამოსახულებას. ზოგადად Galaxy A52-ის ეკრანი, ყველა პარამეტრის გათვალისწინებით გვთავაზობს საუკეთესო მულტიმედია გამოცდილებას მკვეთრი, კონტრასტული და დინამიური ჩვენებით. Galaxy A52-ის ეკრანი ასევე საკმაოდ დაცულია. აქ გამოიყენება Corning Gorilla Glass 5 თაობის დაცვა ნაკაწრებისა და დარტყმებისაგან. ეკრანზე საუბრისას არ უნდა გამოგვრჩეს თვალის კომფორტის ფარი, რომელიც Galaxy A52-ში ავტომატურად არეგულირებს მავნე ლურჯი ნათების ფილტრაციას.


Galaxy A52-ს აქვს 4 ძირითადი კამერა და შედეგად საკმაოდ მდიდარია გადაღების რეჟიმებით:
მთავარი კამერა 64MP რეზოლუციისაა და იღებს სურათებს მაღალი დეტალიზაციით. ამ კამერას საკმაოდ დიდი სენსორი აქვს, შედეგად ფერთა აღქმა და გადმოცემა რეალისტური და კონტრასტულია. რაც შეეხება არასაკმარის განათებას, ამ დროს საქმეში სისტემაში ჩაშენებული ღამის რეჟიმი და Tetra Bining ტექნოლოგია ერთვება, რომელიც პიქსელებს აერთიანებს. მთავარი 64MP-იანი კამერის ყველაზე გამორჩეული ძლიერი მხარე, კი უდაოდ მისი ოპტიკური სტაბილიზაციაა (OIS). ეს ფუნქცია ძირითადად ფლაგმანურ სერიაში გვხდება და სასიამოვნოა მისი შეხვედრა შედარებით ხელმისაწვდომ სმარტფონში. მთავარ კამერას 4K ვიდეოგადაღებაც აქვს.


მეორე კამერა 12MP-იანია და აქვს 123 გრადუსი ხედვის კუთხე. ის ულტრაგანიერი გადაღებისათვის გამოიყენება. იდეალურია მაშინ, როდესაც გვინდა ლამაზი პეიზაჟის ან ქალაქის ხედის დაფიქსირება. გამოგვადგება მაშინაც, როდესაც უბრალოდ 1 კადრში მაქსიმალურად მეტის ჩატევა გვსურს. ჯამში ულტრაგანიერი კამერა 4-ჯერ უფრო დიდ არეალს აფიქსირებს ვიდრე სტანდარტული მესამე 5MP-იანი კამერა მაკროგადაღებისთვის არის განკუთვნილი. ის შექმნილია სპეციალურად ძალიან ახლოდან გადაღებისათვის და სტანდარტული კამერებისაგან განსხვავებით უკვე 2-3 სანტიმეტრიდან შეუძლია ფოკუსის აღება. ეს კამერა გამოგვადგება მცენარეების, მწერების, მინიატურული ნივთების, სამკაულების, წარწერების და სხვა მსგავსი ობიექტების გადაღებისას.
მეოთხე 5MP-იანი კამერა კი სიღრმის სენსორია. მისი დანიშნულებაა დაეხმაროს მთავარ კამერას სურათის პორტრეტის რეჟიმით გადაღებაში და როგორც გადაღების პროცესში ასევე გადაღების შემდეგ ფონის ბუნდოვნების დონის რეგულირებაში.
რაც შეეხება ფრონტალურ კამერას ის აქ 32MP-იანი მოდულით არის წარმოდგენილი. ფრონტალური კამერითაც არის შესაძლებელი პორტრეტის რეჟიმით სურათის გადაღება. აღსანიშნავია ფრონტალური კამერით აჩქარებული გადაღების შესაძლებლობა (4,8,16,32,64x).

Galaxy A52 ფლაგმანური სმარტფონების მსგავსად წყალ და მტვერგამძლეა (IP67 სტანდარტით). შესაბამისად მისი გამოყენების არეალი კიდევ უფრო იზრდება.
რაც შეეხება მუშაობის ხანგრძლივობას, მას 4,500 mAh აკუმულატორია აქვს, რომელსაც
თავის მხრივ 25 ვატიანი სწრაფი დამუხტვის ფუნქცია გააჩნია.
Galaxy A52 ხელმისაწვდომია 4GB / 128GB ან 8GB / 256GB ოპერატიული / შიდა მეხსიერებით; ყველა ვერსია ორ SIM-ბარათიანია და აქვს დამატებითი microSD სტანდარტის მეხსიერების ბარათის სლოტი 1TB-მდე მხარდაჭერით.
Galaxy A52 აღჭურვილია თანამედროვე 8 ნანომეტრიანი პროცესორით: Qualcomm Snapdragon 720G, რომელიც მაღალ წარმადობასთან ერთად მოხმარებელს მაქსიმალურად ეფექტურ ენერგომოხმარებას სთავაზობს ენერგოეფექტური ბირთვების ხარჯზე. Snapdragon 720G გათვლილია მძიმე თამაშების მაღალ გრაფიკაზე გაშვებისათვის. აღსანიშნავია რომ A52-ს აქვს სტერეო დინამიკები და Dolby Atmos მხარდაჭერაც. არ დაგვავიწყდეს სისტემაში ჩაშენებული თამაშების გამაძლიერებელი აპლიკაცია, რომელიც აუმჯობესებს სათამაშო გამოცდილებას და შედეგად ჩვენ ვიღებთ იდეალურ გეიმინგ მოწყობილობას დინამიური და მკვეთრი ეკრანით, სტერეო ხმით, ძლიერი პროცესორით და დამატებითი გეიმინგ ინსტრუმენტებით.



Galaxy A52-ში გამოიყენება ანდროიდის ოპერაციული სისტემის უახლესი ვერსია Android 11 და ახალი ინტერფეისი One UI 3.1, რომლებიც კიდევ უფრო სასიამოვნოს და მოსახერხებელს ხდიან სმარტფონის ყოველდღიურ გამოყენებას. Galaxy A52-ს თითის ანაბეჭდის სკანერი ეკრანში აქვს ჩაშენებული. ასევე მისი განბლოკვა სახის ამოცნობითაც არის შესაძლებელი.


Galaxy A52 ხელმისაწვდომია სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებში: ალტა, ელიტ ელექტრონიკსი, მეგატექნიკა, მეტრომარტი, მაგთი;


აქვე შეგახსენებთ, რომ  Samsung-ის სმარტფონების შეძენა რეკომენდირებულია მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით, რადგან ჰოლოგრამა გიცავთ.. და გასაჩუქრებთ!

 

®



თეგები:
Samsung Galaxy



მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ

მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ
access_time2021-05-15 15:51:59
ბათუმის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში დღეს პირველი რეისი შეასრულა ყაზახურმა ავიაკომპანიამ „ეარ ასტანა", რომელმაც რეგულარული რეისების შესრულება განაახლა ალმათი - ბათუმი - ალმათის...

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა
access_time2021-05-15 11:53:01
„ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს და პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით აქტუალურია, მათთან ერთად ვიმსჯელოთ როგორც რეგულაციების შემსუბუქების ან ეტაპობრივი მოხსნის, ასევე ვაქცინაციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რათა დავიცვათ ბალანსი და ვიპოვოთ ისეთი შუალედი, რომ მაქსიმალურად დავიცვათ როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი საზოგადოების ინტერესები და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები - ამის შესახებ...

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა
access_time2021-05-14 18:00:19
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 მაისისთვისაა) ეროვნული ვალუტა აშშ...

Die Welt: კვლევის შედეგები - კორონავირუსს არა 3,2, არამედ 6,9 მლნ. ადამიანი შეეწერია

Die Welt: კვლევის შედეგები - კორონავირუსს არა 3,2, არამედ 6,9 მლნ. ადამიანი შეეწერია
access_time2021-05-15 20:00:28
ამერიკელი მკვლევარები მიიჩნევენ, რომ რეალურად კორონავირუსს არა 3,2 მლნ. როგორც ამბობს ოფიციალური სტატისტიკა, არამედ 6,9 მლნ. ადამიანი შეეწირა.   მათი აზრით, თითქმის ყველა ქვეყანაში კორონავირუსისგან სიკვდილიანობის სტატისტიკაში მნიშვნელოვანი ხარვეზებია და ეს თითქმის ყველა ქვეყანას ეხება - მდიდარს და ღარიბს, დემოკრატიულს და ავტორიტარულს.   განსაკუთრებით დიდია სხვაობა სტატისტიკას და რეალობას შორის რუსეთში.   ვაშინგტონის უნივერსიტერის...

Le Monde: ევროპა ტურისტებს „კოვიდ-თავისუფალი“ კუნძულებით იზიდავს

Le Monde: ევროპა ტურისტებს „კოვიდ-თავისუფალი“ კუნძულებით იზიდავს
access_time2021-05-15 18:00:26
ათენთან ყველაზე ახლოს მდებარე კუნძულ კეიაზე ტემპერატურის მომატებასთან ერთად ცხოვრების რიტმიც მატულობს. 27 გრადუსი იდეალური ტემპერატურაა შენობების გადაღებვის, რესტორნების და სასტუმროების მოწესრიგების და ახალი ტურისტული სეზონის დაწყებისთვის.   საბერძნეთში შეზღუდვები ყველგან იხსნება, უცხოელებისთვის აუცილებელი კარანტინი უქმდება, კეთილმოწყობილი პლიაჟები ისევ ამუშავდა, კლიენტები კი ბარების და რესტორნების ტერასებზე დაბრუნდნენ.   უცხოელ...


მსგავსი სიახლეები

up